პარასკები, 29.03.2024, 14:32
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 12 » ”მწვანე ალტერნატივა” ტყის გაჩეხვას სასამართლოში გაასაჩივრებს
”მწვანე ალტერნატივა” ტყის გაჩეხვას სასამართლოში გაასაჩივრებს
17:48
15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს ”მწვანე ალტერნატივის” სარჩელს, რომლითაც ეს ორგანიზაცია ითხოვს, გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე.

ამასთანავე, ასოციაცია ითხოვს, გაუქმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები, რომლითაც უარი ეთქვა ”მწვანე ალტერნატივას” ზემოთაღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით ბათილად ცნობაზე. სარჩელი 2007 წლის 12 სექტემბერს იქნა შეტანილი.

სასამართლოში ”მწვანე ალტერნატივის” ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სასამართლოზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის პირველ მაისს ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად, ლიცენზიები გადაეცა 20 წლის ვადით ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში.

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” მიაჩნია, რომ აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.

სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემების დეგრადაციისაგან დაცვას, ასევე არ ითვალისწინებს სოციალურ საკითხებს, ხოლო ინვესტორებს მიეწოდათ არასწორი მონაცემები.

Просмотров: 1699 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz