ორშაბათი, 23.10.2017, 03:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » დღეს ბრიუსელში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია გაიმართება
დღეს ბრიუსელში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია გაიმართება
13:22
დღეს ბრიუსელში საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია გაიმართება. 

კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოსთვის დახმარების სახით ფულადი თანხის გამოყოფაა.

კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის თანათავმჯდომარეები ევროკომისარი საგარეო საქმეთა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სფეროში ბენიტა ფერერო ვალდნერი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიგეო კაცუ იქნებიან. 

შეხვედრაზე განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ევროკომისიის ეკონომიკურ და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მარკო ბუტისთან.

ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გარდა ამისა, ბრუსელში ვიზიტისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი და საგარეო დახმარების დირექტორი ჰენრიეტა ფორე საქართველოსა და აშშ-ს შორის ბიუჯეტის თანადგომის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

Просмотров: 375 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz