პარასკები, 19.04.2024, 20:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » ძველი სიახლები
რუსეთისგან მისალოდნელ ახალ აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას სპეციალური განცხადებით გააფრთხილებს.

საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების მიმართვის შემდეგ, პარლამენტი დღეს განცხადებასაც შეიმუშავებს.

განცხადების ტექსტზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძესთან აღნიშნული კომიტეტები, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე კონსულტაციებს დღესვე გამართავენ.

განცხადების შემუშავების მიზეზი ახალგორსა და ცხინვალში ვითარების დაძაბვა გახდა.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 21 ოქტომბერს ახალგორში 40 ერთეული ჯავშანტექნიკა იქნა შეყვანილი, გუშინწინ კი, მთელი კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე ტექნიკის ინტესიური გადაადგილება მიმდინარეობდა, რასაც რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა სწავლებას უწოდებს.

ამასთან, გუშინ ცხინვალში დამატებით 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე შევიდა.

ამას გარდა, თარგამაძემ მოითხოვა, პარლამენტმა სთხოვოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს, მიმართოს ფრანგ კოლეგას ბერნარდ კუშნერს, რათა მან მოიპოვიოს რუსი კოლეგებისგან პასუხი კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე.

სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით თარგამაძეს დაეთანხმა ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც და განაცხადა, რომ აგრესორები გამომწვევად იქცევიან და როგორც ჩანს, მზადდება ახალი პროვოკაციები, არსებობს ამის ყველა სიმპტომი. ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 871 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში ონლაინრეჟიმში მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე www.police.ge-ზე გახსნილ ფორუმში მონაწილეოა და შეკითხვების დასმა მინისტრთან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

ამ დროისთვის ფორუმზე უკვე უამრავი კითხვაა შესული. შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა აგვისტოს მოვლენებამდე საერთაშორისო დამკვირვებლების კონფლიქტის ზონებში შეყვანა მინისტრი პასუხობს:

“სამწუხაროდ, ომამდე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არ დაიჯერეს ჩვენი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათი სისტემატური გაფრთხილება ჯავაში, ცხინვალში, ოჩამჩირესა და გუდაუთაში ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობის, დამატებითი ძალების შემოყვანის, კომუნიკაციების აღდგენისა და პროვოკაციების მოწყობის ფონზე, ჩვენი პარტნიორებისთვის საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო შეშფოთებისთვის”,-ასეთია მერაბიშვილის პასუხი.

მინისტრი შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა საომარი მოქმედებების განახლება, პასუხობს, რომ არაფერია გამორიცხული.

შეკითხვა დაისვა ახალგორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მერაბიშვილის პასუხი ასეთია:

“დღეს ახალგორში რუსებმა დამატებითი ძალები შეიყვანეს, ამჟამად იქ არის 15 ტანკი, 40 ჯავშანტრანსპორტიორი და 4 ვერტმფრენი”,-აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.

წაკითხულია: 866 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ცაგარეიშვილი რამდენიმე დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “ავადსახსენებელ” სათაო ოფისში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენ ფაქტს უწოდებს და საკითხში გარკვევას ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილისგანაც ითხოვს.

როგორც ცაგარეიშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როცა დევნილი დევნილს უმოწყალოდ უსწორდება და სცემენ ბავშვებს და ქალებს, არ შეიძლება იქნეს მოწონებული არც პარლამენტის მხრიდან და არც ვინმე “ჭკუათმყოფელი” ადამიანის მხრიდან.

მისი თქმით, ფაქტი აღმაშფოთებელია და საინტერესოა ვინ გეგმავს ასეთ ფაქტებს, “ვის გონებაში მწიფდება ასეთი ოპერაციები, რომელიც თბილისის საპატრულო პოლიციის შემადგენლობის თვალწინ ვითარდება”.

“ვის უნდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ამდენი უბედურება გამოიარეს, ახლობლები დაკარგეს, გადაკიდონ ერთმანეთს”, - კითხულობს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამ ფაქტზე სასაუბროდ მას შესაძლოა სხვა ტრიბუნა გამოეყენებინა, რომ არა ამ ინციდენტში ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა.

ცაგარეიშვილს აინტერესებს, რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ასევე, “სად არის” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მაშინ, როდესაც არიან დაუბინავებელი დევნილები და ა.შ.

“მაგრამ ყველამ კარგად იცით, რა ხდება იმ ავადსახსენებელ შენობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ყველას მობეზრდა”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ვინმემ უნდა ურჩიოს დეპუტატსაც და ნებისმიერ ადამიანს, “რომ ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 817 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საზოგადოებას 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა აღნიშნა, ხშირად ისმის განცხადებები, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას და ამიტომ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვის დრო არ არის.

“როცა ხელისუფლებამ დაბრუნების ნაცვლად ტერიტორიები დაკარგა და ამის აღსანიშნავად კონცერტები გამართა, როცა გაურკვეველ საცირკო სანახაობებს ატარებს თბილისსა და აჭარაში, არჩევნების სახით, ამის გამო ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საერთო ძალისხმევით გააპროტესტოს ხელისუფლების ქმედება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”,-აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, “ხალხის პარტიის” ლიდერი 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.

მისი თქმით, ამ პოლიტიკური სუბიექტების გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება, მაგრამ პარლამენტში შესულ ოპოზიციას ოპოზიციონერებად ვერ შეაფასებს, რადგან “ისინი ხელისუფლების იდეების გამტარებლები არიან და ხელისუფლების რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ”.


წაკითხულია: 821 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესაძლებლობა განიხილოს.

როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, დუმის კომიტეტების წევრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული საკითხი, შესაძლოა, ქვედა პალატამ დღეს განიხილოს.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს სარატიფიკაციოდ უკვე წარუდგინა სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმება და აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულად განხილვა ითხოვა.

რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქართული მხარის და მსოფლიო თანამეგობრობის მორიგი აღშფოთების საბაბი გახდა, რაც თავის მხრივ, მედიასასუალებებს არცთუ სახარბიელო პროგნოზების გაკეთებისკენ უბიძგებს.

აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მოსალოდნელია კიდევ ერთი დაპირისპირება, უპირველესად ქართული მოსახლეობის შეშფოთებს იწვევს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსების ტანკებს ელოდებიან როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებში.

“არ გეგონოთ, რომ აქ ვიღაცეები თავის ხალხს ჩამოიყვანენ და დასვამენ, როგორც ჩანს, ვიღაც ელოდება ამ ტანკებს თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში”, - განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთნ საუბრისას, თუმცა ასეთი ადამიანების დასახელებაზე კატეგორიული უარი თქვა.

მაჭავარიანმა მხოლოდ იმედი გამოთქვა, რომ ასეთ ხალხს საქართველოს მოსახლეობა “ვერ ნახავს”.

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 788 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარს დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ჯარები დაიცავენ.

როგორც სააგენტო “რეგნუმი” იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის ატოევმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ საზღვრის შესაძლო გაკონტროლების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

ატოევის თქმით, რუსეთი ოს მესაზღვრეებს ტექნიკური საშუალებებითა და სპეციალისტებით დაეხმარება.

“ძირითადი ამოცანა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციაა. ამისათვის უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც საზღვრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავლას განსაზღვრავს. მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად საზღვრის დემარკაციაც დაიწყება, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, არ მოხდება”, - განაცხადა ატოევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხრიდან ტერაქტებია მოსალოდნელი და შესაძლო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“ძირითად გზები გადაკეტილი გვაქვს. ეწყობა მოძრავი პოსტებიც. თუმცა, საქართველოსთან 300 კილომეტრიანი საზღვრის სრულად გადაკეტვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, - განაცხადა ატოევმა.

წაკითხულია: 827 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩო სოხუმის ცენტრში, ლაკობას ქუჩაზე აშენდება.

როგორც სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და შესაბამისმა სპეციალისტებმა მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია უკვე დაათვალიერეს.

“ჩვენ ტექნიკურ დოკუმენტაციას მოვამზადებთ, რომელსაც შესაბამისი წესით გავაფორმებთ. მართალია, შენობის პროექტი ჯერ არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მშენებლობა სწრაფად დასრულდება”, - განაცხადა ანქვაბმა.

წაკითხულია: 904 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დსთ-დან საქართველოს გასვლა ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს გაფორმდება. “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ თანამეგობრობის აღმასრულებელი სამდივნოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნაურიზ აიდაროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დსთ-დან გასვლა ფორმალურად ქვეყნის მიერ განაცხადის გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ ხდება.

აიდაროვმა დსთ-ს სახელმწიფოთა განათლების მინისტრთა მე-15 კონფერენციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების შესრულება დაიწყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა თანამეგობრობის დატოვების შესახებ აღმასრულებელ კომიტეტში რუსეთის აგრესიის გამო 18 აგვისტოს შევიდა.

თანამეგობრობის შექმნის დეკლარაცია 1991 წლის დეკებმერს გაფორმდა. საქართველო ოფიციალურად დსთ-ში 1993 წელს გაწევრიანდა.

საქართველოს დსთ-დან გასვლა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც თანამეგობრობაზე დარტყმა.

ამის თაობაზე დღეს თანამეგობრობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგეი ლებედევმა დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, - იუწყება “რია ნოვოსტი”.

ლებედევის თქმით, საქართველოს თანამეგობრობიდან გასვლამ უმრავლესობაში წუხილი გამოიწვია. ამსთანავე, მან აღნიშნა, რომ “საქართველოსთვის ორგანიზაციის კარი ღია რჩება”.

პროცედურულად, საქართველო დსთ-ს ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვებს.

წაკითხულია: 854 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს მთავრობის კანცელარიაში ნატო-ს შემფასებელთა მისიასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

მისია საქართველოში ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შეფასების მიზნით 20 ოქტომბერს ჩამოვიდა.

IPAP-ის შეფასება ნატო-ს ექსპერტთა მიერ ყოველწლიურად ხორციელდება. დელეგაციამ შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. დღეს მთავრობის კანცელარიაში ნატო-ს შემფასებელთა მისია ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიას შეხვდება.

წაკითხულია: 858 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ლეიბორისტების” განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოჯახების წევრთა ჯიბეებში დაილექება.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ლეიბორისტების” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, სადაზღვევო კომპანია “ირაოს” მფლობელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ხოლო სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” მფლობელი პრემიერ-მინისტრ ვალდიმერ გურგაენიძის ოჯახები არიან.

გუგავას თქმით, ბიუჯეტიდან წელს სადაზღვევო კომპანიებისთვის 78 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, შეჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური, სამედიცინო მომსახურებისა თუ დახმარების ხარჯები შემცირებულია, სამაგიეროდ 132 მილიონ 779 ათას ლარამდეა გაზრდილი სადაზღვევო კომპანიების დაფინანსება.

“თუ 2009 წლის ბიუჯეტის პარმეტრებს გადავხედავთ, აღმოჩნება, რომ გაჭირვებული, მიუსაფარი და უპატრონო ყოფილან სააკაშვილისა და გურგენიძის ოჯახები, რადგანაც თანხები, რომლებიც აქამდე სოცილაურად შეჭირვებული ადამიანებისათვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელთა მესაკუთრეებიც სააკაშვილისა და გურგენიძის ოჯახები არიან. ჯერ ამ პოლისებით განკურნებული ხალხი არ მინახავს. წელს 1000-მდე საჩივარი შევიდა ამ სადაზღვევო კომპანიების წინააღმდეგ. ესენი არიან კარგად ორგანიზებული მონოპოლიური მდგომარეობის მქონე კომპანიები, რომლებიც მშვენივრად ახრამუნებენ ბიუჯეტის ფულს”,-განაცხადა გიორგი გუგავამ.

წაკითხულია: 839 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 122 123 »
Форма входа
Календарь новостей
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz