შაბათი, 20.04.2024, 13:59
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » ძველი სიახლები
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ჟან-პიერ ჟუიე საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, - იუწყება “უკრაინსკაია პრავდა”.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ჟუიემ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიის მსვლელობისას განუცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ევროპის ინტერესებში არ შედის. “ვფიქრობ, რომ უკრაინისა და საქართველოს წევრობა ნატოში არ არის აქტუალური”, - დასძინა ჟუიემ.

საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში განიხილავენ.

წაკითხულია: 837 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გუშინ ბრიუსელში დონორთა კონფერენციამ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაზე იმსჯელა. საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ საქართველოს 4.55 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. აღნიშნული თანხა ომის შემდგომ რეაბილიტაცისათვის გადაეცემა ქვეყანას.  თანხა 3 წლის განმავლობაში ეტაპებად გადმოირიცხება. 2 მილიარდი  გრანტის სახით გამოიყო, ხოლო 2,5 მილიარდი კრედიტია.

უშუალოდ ევროკავშირი საქართველოს 2008 წელს 250 მლნ ევროს გადაურიცხავს, 2009 წელს კიდევ 250 მლნ ევროს. საჭიროების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირისგან თანხას 2010 წელს კიდევ მიიღებს.

"მსოფლიო ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურის აღსადგენად 2008 წელს 1,7 მლრდ-ს გამოუყოფს, 2009 წელს – 1,6 მლრდ-ს, ხოლო 2010 წელს – 1 მლრდ-ზე ოდნავ მეტს. ასე გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა, არ არის გამორიცხული ვითარება შეიცვალოს და ციფრების კორექტირე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 845 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს “არ სჯერა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მის რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებენ”. “საქართველოს მიერ განხორციელებული ბოლო ტერაქტი – აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვენელის მკვლელობა გალის რაიონში ამტკიცებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ”, - განაცხადა ბაღაფშმა. მისივე თქმით, “ევროპელ დამკვირვებლებს საქართველოს ტერორისტული და დივერსიული ქმედებების აღკვეთა არ შეუძლიათ”. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ედუარდ ემინზადე გალის რაიონში დღეს მოკლეს.
წაკითხულია: 902 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვი თბილისს სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ჯარებს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე არ აბრუნებს”. “სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ ჯარების მუდმივი დილოკაციის ადგილზე დაბრუნება მედვედევი-სარკოზის გეგმის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული მხარე არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას და შეიარაღებულ ძალებს დისლოკაციის ადგილზე არ აბრუნებს”, - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, “საქართველო პერიოდულად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სპეცრაზმელებსა თუ სხვა შეიარაღებულ ფორმირებებს აგზავნის”. “ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ამ ასპექტს ძალიან მცირე ყურადღებას უთმობენ”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.
წაკითხულია: 856 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი და უმრავლესობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა პარლამენტის სესიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის სათაო ოფისში მომხდარი ინცინდენტი გახდა. გიორგი ცაგარეიშვილმა სესიაზე მოითხოვა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ამ საკითხში გაერკვეს. ცაგარეიშვილის თქმით “არ შეიძლება არათუ პარლამენტარმა, არამედ რომელიმე ჭკუათმყოფელმა ადამიანმა მოიწონოს ის, რომ დევნილები დევნილებს უმოწყალოდ უსწორდებიან და ბავშვებსა და ქალებს სცემენ”. ცაგარეიშვილი ამ ფაქტს ამაზრზენს უწოდებს. “საინტერესოა ვის გონებაში მწიფდება ასეთი ოპერაციები, რომელიც თბილისის საპატრულო პოლიციის შემადგენლობის თვალწინ ვითარდება? ვის უნდა, რომ ადამიანები, რომელთაც ამდენი უბედურება გამოიარეს, დაკარგეს ყველაფერი, დაკარგეს ახლობლები ახლა ერთმანეთს გადაეკიდნონ”, - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ის სხვა ტრიბუნას გამოიყენებდა, რომ არა ამ ინცინდენტში ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა. გია ცაგარეიშვილს აინტერესებს ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რატომ არ აღიძრა. ბადრი ბასიშვილს უმრავლესობის წარმომადგენლები მიხეილ მაჭავარიანი და მურთაზ ზოდელავა გამოექომაგნენ. როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ბასიშვილი ოჯახთან და სხვა დევნილებთან ერთად თბილისის ერთ ერთი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს და უარს ამბობს ყველანაირ დახმარებასა და პრივილეგიაზე რაც დეპუტატს ეკუთვნის. თუმცა მაჭავარიანმა ცაგარეიშვილს მაინც დაავალა, რომ ეს საკითხი ანტ ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 824 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ჟან-პიერ ჟუიემ განაცხადა. „რუსეთთან ურთიერთობების გართულება ევროპის ინტერესებში არ შედის“ – განმარტა მინისტრმა. როგორც ცნობილია, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს პროგრამა MAP-ის მინიჭების საკითხის მორიგი განხილვა ნატო-ს დეკემბრის სამიტზე იგეგმება. წინა სამიტზე, ბუქარესტში საფრანგეთმა და გერმანიამ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას მხარი არ დაუჭირეს.
წაკითხულია: 792 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა საქციელი მოსკოვს აშფოთებს. “ევროკავშირის დამკვირვებელთა რბილად რომ ვთქვათ, “მსუბუქი” დამოკიდებულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მოქმედი მისიისადმი მოსკოვი შეშფოთებულია”, _ აცხადებს სერგეი ლავროვი და დასძენს, რომ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლებს მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა ავალიათ. “ამიტომაცაა, რომ იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მათ ირგვლივ ხდება, ევროკავშირის დამკვირვებელთა ასეთი მსუბუქი დამოკიდებულება მოსკოვს აშფოთებს”, _ განაცხადა ლავროვმა მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
წაკითხულია: 839 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

27 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ჩეხეთს ეწვევა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდება. გარდა ამისა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეკა ტყეშელაშვილი თავის ჩეხ კოლეგასთან და რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან გამართავს შეხვედრებს.
წაკითხულია: 869 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მოითხოვს. რუსეთი ეჭვობს, რომ საქართველო დონორი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ თანხას სამხედრო შეიარაღებისთვის დახარჯავს და მოითხოვს, რომ საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას ეფექტური მონიტორინგი გაეწიოს. როგორც ცნობილია, დონორთა გუშინდელი კონფერენციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეტაპობრივად 4,5 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება გამოეყოფა.
წაკითხულია: 880 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ნიკა ლალიაშვილი სემეკის ხელმძღვანელს, გურამ ჩალაგაშვილს წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობისათვის კანონდარღვევაში ადანაშაულებს. დღეს, პარლამენტის სესიაზე ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს საკმაოდ გრძელი სია აჭარაში წინასაარჩევნოდ მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით და გეგმავს ეს სია, რეაგირებისთვის ანტიკრიზისულ საბჭოს, ასევე ინტერფრაქციულ ჯგუფს გადასცეს, რომელიც სწორედ აჭარის არჩევნების გასაკონტროლებლად შეიქმნა. ლალიაშვილმა აღნიშნავს, რომ ამ სიას დაემატება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მას “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, დილით მიაწოდა, რომლის თანახმად, სემეკ-ის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი აქტიურად არის ჩართული აჭარაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში და ბათუმში სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად აქტიურ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა. რაც, ლალიაშვილის განცხადებით, კანონის უხეში დარღვევაა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებით, კანონს არღვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და პირადად აძლევს მითითებებს, როგორ წარიმართოს წინასაარჩევნო აგიტაცია. ნიკა ლალიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს ეს ფაქტები რეაგირების გარეშე არ დატოვოს. ლალიაშვილის ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, რომ სემეკის თავმჯდომარე არ არის საჯარო მოხელე და შესაბამისად მას წინას ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 856 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 ... 122 123 »
Форма входа
Календарь новостей
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz