ხუთშაბათი, 16.05.2024, 06:15
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 28 » შანხაიმ დუშანბეში მოსკოვს ყური აუწია
შანხაიმ დუშანბეში მოსკოვს ყური აუწია
22:29
შანაის ორგანიზაციის სამიტზე მიღებულ საბოლოო დოკუმენტი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კამპანიის პირდაპირ მხარდაჭერას არ შეიცავს.

მასში მხოლოდ აღნიშნულია, რომ შანაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა მოსკოვის აქტივობას, რომელიც სამხრეთ ოსეთში მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრა დუშანბეში გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის ლიდერებს მოუწოდებდა, გამოსულიყვნენ დასავლეთის პოზიციის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში შეჭრას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გმობს.

ამასთან ერთად, ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია მხოლოდ, რომ ”შანჰაის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ოსეთში შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით და მხარეებს მოუწოდებენ არსებული პრობლემები მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაჭრა”.

ამ ფორმულირებაში ასახვა ჰპოვა პოზიციამ, რომელიც ჩინეთმა კავკასიურ კრიზისთან მიმართებაში დაიკავა. ხუთშაბათს სამიტის დამთავრებამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ცინ განმა კვლავ განაცხადა: ”ჩინეთი მსგავს საკითხებში პრინციპულ პოზიციას იჭერს - ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს დიალოგის და კონსულტაციების გზით”.

შანჰაის ორგანიზაციის განცხადებაში ამ ორგანიზაციის წევრები ”მიესალმებიან” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კონფლიქტის ზონაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით იქნა მიღწეული 12 აგვისტოს.

ამასთან, 6 ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს თავიანთ მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. დასავლური ქვეყნები რუსეთს ამ პრინციპის პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ, მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს არ ეხება.

სამშაბათს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებასთან დაკავშირებით მედვედევის გადაწყვეტილებამ დასავლეთის ქვეყნებში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

დღემდე მოსკოვის გარდა ეს ორი სეპარატისტული რესპუბლიკა არავის უღიარებია.

Просмотров: 852 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz