სამშაბათი, 14.05.2024, 02:42
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 1 » "გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობაა
"გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობაა
18:14

 თემურ იაკობაშვილი: «საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობაა» .

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის განცხადებით, «საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობაა».

 

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დღეს გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე შეეცადა, გერმანიის პარლამენტის წევრებისთვის აეხსნა, რატომ არის საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება აუცილებელი და რატომ უნდა დაჩქარდეს ნატო- სამოქმედო გეგმაზე გადასვლის პროცესი.

 

«საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია ძალიან მნიშვნელობანია. საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. თუმცა დღეს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საბედნიეროდ, მათგან ნათელი პოზიცია დავინახეთ. მათ განაცხადეს, რომ შეეცდებიან, დაარწმუნონ კოლეგები, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია», - განაცხადა იაკობაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, რომელიც რეინტეგრაციის სამინისტროში გაიმართა, საქართველოში გერმანიის ელჩი პატრიცია ფლორიც ესწრებოდა.

Просмотров: 803 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz