სამშაბათი, 14.05.2024, 12:15
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17 » სააკაშვილი რუსეთზე ”ნადირობის” წინადადებით გამოდის
სააკაშვილი რუსეთზე ”ნადირობის” წინადადებით გამოდის
13:30
ნატო ღიაა საქართველოსთვის, ხოლო რუსეთი ”რეალობაა, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება”. ეს იყო მთავარი, რისი თქმაც მოისურვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ევროატლანტიკური საბჭოს გასვლით სხდომაზე თბილისში, რომელმაც მუშაობა გუშინ დაასრულა.

თბილისის უნივერსიტეტში შეხვედრისას სხეფერმა გააკრიტიკა მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ ”რუსეთის დასჯა” ნატოს საქმე არ არის. ”ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის,” - თქვა მან, ”რუსეთი თავად მიდის საერთაშორისო იზოლაციისაკენ”.

გენერალური მდივანი საქართველოს შეპირდა, რომ ნატოს გაფართოების პროცესი გაგრძელდება. მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეძლებს თბილისი გახდეს ალიანსის წევრი, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ნატოს ქვეყნები საქართველოს მიღებაზე შეთანხმდებიან, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ვერავინ (უფრო სწორად რუსეთი) ვერ ”დაადებს ვეტოს”.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფრო მკვეთრი იყო თავის გამონათქვამებში. გუშინ საღამოს პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ”რუსეთი ცხვრის ტყავში აღარ იმალება” და ”მგლის კლანჭები გამოაჩინა”. მან დასავლელი შუამავლები მონადირეებს შეადარა, რომლებმაც ”მგელს უნდა უთხრან, რომ მისი ადგილი აქ არ არის”. მისი აზრით, რუსეთმა იმ პოზიციებამდე უნდა დაიხიოს, რაც 7 აგვისტომდე ეჭირა და თავისი არსებობა სამხრეთ ოსეთში 500 სამშვიდობომდე უნდა შეამციროს, ხოლო კოდორზე კონტროლი საქართველოს დაუბრუნოს.

ახლა ნატოს ექსპერტები სწავლობენ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს დახმარება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხში. სხეფერი სამშაბათს გორს ეწვია, სადაც არა მხოლოდ დევნილებს შეხვდა, არამედ თავდაცვის სამინისტროს ბაზაც დაათვალიერა. გასულ წელს ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ბაზა ექსპლუატაციაში შევიდა, მაგრამ კონფლიქტის დროს თითქმის სრულიად განადგურდა. როგორც თვადაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, მის უწყებას 200 $ მილიონამდე ზარალი მიადგა. ”საქართველო შოკშია. მას ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში უნდა დავეხმაროთ,” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ქართულმა ოპოზიციამ ნატოს წარმომადგენლებს სთხოვა, ყურადღება არა მხოლოდ სამხედრო დანაკარგებს, არამედ დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობასაც მიაქციონ. ”დასავლეთს არ მოსწონს საქართველოში დემოკრატიის განვითარების მდგომარეობა,” - განაცხადა ინტერვიუში რესპუბლიკული პარტიის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა. სხეფერს ოპოზიცია გაუნაწყენდა, როცა შეპირებულ შეხვედრაზე არ მივიდა და თავისი სპეცწარმომადგენლი სამხრეთ კავკასიაში რობერტ სიმონსი და რამდენიმე ელჩი გააგზავნა. განაწყენებულმა ექს-საგარეო მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა კი განაცხადა, რომ ”ნატოს გენერალური მდივანი პატივს არ სცემს ოპოზიციას”. შეხვედრაზე დარჩენილმა ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბერში საქართველოსთვის მაპის მინიჭების შესახებ კითხვაზე ”მხოლოდ ბუნდოვანი პასუხები” მოისმინა.

ნატოს გენერალურ მდივანთან დამშვიდობების შემდეგ, პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტს ეწვია. დასაწყისშივე სააკაშვილმა განმარტა, რომ აპირებდა ესაუბრა, თუ როგორ სრულდება წინასაარჩევნო დაპირებები, მაგრამ ამაში ხელი რუსეთის ხელისუფლების ”აგრესიამ” შეუშალა. ”ჩვენ ვერ დაგვაჩოქეს,” - განაცხადა პრეზიდენტმა და სიამაყით აღნიშნა, რომ ”ფრონტის ხაზი ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის” სწორედ მის ქვეყანაზე გადის.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იწყებს ”დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღას”; კერძოდ, პარლამენტი უფრო მეტად შეძლებს ხელისუფლების მუშაობის გაკონტროლებას, ხოლო პრეზიდენტს შეეზღუდება დეპუტატების დათხოვნის უფლება. ოპოზიციის წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს მეშვეობით შეძლებენ თვალი მიადევნონ სასამართლო სისტემის რეფორმებს.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიების ეთერში პოლიტიკური დებატები უნდა დაბრუნდეს. ქართულ საზოგადოებაში ტელევიზიები მმართველ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძლიერ კონტროლთან ასოცირდება, ოპოზიცია იშვიათად ჩნდება ეთერში. გუშინ ცნობილი გახდა პოპულარული თოქ-შოუს ”პრაიმ-ტაიმის” დახურვის შესახებ.

პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატები ხუთშაბათს პრეზიდენტის გარეშე განიხილავენ.

Просмотров: 804 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz