სამშაბათი, 16.10.2018, 17:08
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17 » სარკოზს ევროკავშირის მუდმივი თავმჯდომარეობა სურს
სარკოზს ევროკავშირის მუდმივი თავმჯდომარეობა სურს
13:32

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ნიკოლა სარკოზიმ განცხადება გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა  ახალი ინიციატივა წამოაყენა. სარკოზის თქმით, შეუძლებელია  ევროკავშირის თავმჯდომარე ყოველ ექვს თვეში იცვლებოდეს.

მისი განცხადებით,  ფინანსურმა და საქართველოს ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა აჩვენა, რომ ევროკავშირს ძლიერი ხელმძღვანელობა სჭირდება და შეუძლებელია, ევროკავშირის თავმჯდომარე ყოველ ექვს თვეში შეიცვალოს.

ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  დეკემბრის შეხვედრაზე ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს დააყენებს. აღნიშნული ევროკავშირის სტრუქტურების რეფორმას და მუდმივი თავმჯდომარის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.

"ფინანსურმა და საქართველოს ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირს ძლიერი ხელმძღვანელობა სჭირდება, რომლიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. არ შეგვიძლია, თავმჯდომარე ყოველ ნახევარ წელიწდში ვცვალოთ. ჩვენს წინაშე უამრავი პრობლემაა. მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა ბერნარ კუშნერის მონაწილეობით მიაღწიეს", - განაცხადა სარკოზიმ.

ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიწეული შეთანხმების  თითოეული დეტალი კუშნერთან ერთად შეისწავლა. საფრანგეთის პირველი პირი ამბობს, რომ  ამ გამოცდილების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა შეუძლებელია.

სარკოზიმ ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთულად დაიწყო, თუმცა, თავად მოლაპარაკებების დაწყების ფაქტს სასწაული უწოდა.

"ჯერ ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ 2 თვეში საკმაოდ ბევრს მივაღწიეთცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარის გაყვანას და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას", - განაცხადა სარკოზიმ.

Просмотров: 529 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2018
Website builder - uCoz