ორშაბათი, 23.10.2017, 03:42
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 567
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17 » დავითაის კომისიას პირველები ვანო მერაბიშვილი და გელა ბეჟუაშვილი გასცემენ პასუხს
დავითაის კომისიას პირველები ვანო მერაბიშვილი და გელა ბეჟუაშვილი გასცემენ პასუხს
17:50

მომავალ კვირას პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი მივლენ. მერაბიშვილი და ბეჟუაშვილი პირველნი იქნებიან იმ მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შესწავლის მიზნით პარლამენტში შექმნილ დროებით კომისიას გასცემენ პასუხს.

დღეს კომისიის საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ მერაბიშვილს და ბეჟუაშვილს 22 ოქტომბერს მოუსმენენ. 

”კომისიის სამუშაო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იმის საფუძვლიან შესწავლას ითვალისწინებს, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორცილებად და რა უძღოდა წინ 6-12 აგვისტროს მოვლენებს. სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არიან ის პირები, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას ფლობენ” - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ.   

გარდა ამისა, მან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს დაავალა, კომისიას წარმოუდგინოს კომიტეტის ხელთ არსებული მასალა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიას შეეხება და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, ასევე შესაბამისი სატელეფონო, ვიდეო- და აუდიო-ჩანაწერები წარმოადგინო

Просмотров: 395 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz