ორშაბათი, 23.10.2017, 03:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 18 » სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქალთა მსოფლიო ფორუმში
სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქალთა მსოფლიო ფორუმში
15:11

დღეს, 18 ოქტომბერს პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს გზის” ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ქალაქ დოვილში მონაწილეობას მიიღებს ქალთა მსოფლიო ფორუმში “Women's Forum Global Meeting”.

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს თემის - "გლობალური სურათი" განხილვაში, სადაც ევროპულ კავშირის მომავალზე და პერსპექტივებზე იმსჯელებენ. დებატებს საფრანგეთის საერთაშორისო არხის FRANCE 24-ის ჟურნალისტი, კაროლინე დე კამარეტი გაუძღვება.

ქალთა მსოფლიო ფორუმი  საფრანგეთში, ქალაქ დოვილში 16 ოქტომბერს გაიხსნა. ფორუმში მსოფლიოს ორიათასამდე ცნობილი ქალბატონი მონაწილეობს. საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი და პარტიის პრესმდივანი, სოფო ჯაჯანაშვილი იღებენ.

ფორუმზე განიხილება შემდეგი თემები: "ქალი სამსახურში და საზოგადოებაში", "სამეცნიერო ცხოვრება და ტექნოლოგიები" და "გლობალური სურათი".

სალომე ზურაბიშვილი და სოფო ჯაჯანაშვილი საქართველოში 21 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

Просмотров: 396 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz