ორშაბათი, 23.10.2017, 03:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 20 » გენპროკურატურამ ჯონდი ბაღათურიას საქმიანობის გამოძიება დაიწყო
გენპროკურატურამ ჯონდი ბაღათურიას საქმიანობის გამოძიება დაიწყო
16:00
თბილისი. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” პოლიტსაბჭოს წევრთა საჩივრის საფუძველზე პარტიის ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას საქმიანობის გამოძიება დაიწყო. 

პოლიტსაბჭოს წევრთა საჩივარი ბაღათურიას მიერ პარტიის კუთვნილი ფინანსური სახსრების განკარგვის მიზნობრიობას და პოლიტიკური გაერთიანების წესდების სხვა დარღვევებს შეეხება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ “ქართულ დასში” განხეთქილება მოხდა. პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობა  ჯონდი ბაღათურიას “ქართული დასის” საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხული 4 თვის თანხის გაფლანგვასა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად მიღებაში ადანაშაულებს. 

როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა ნათელა სირაძემ განაცხადა, პარტიის ლიდერი “ქართული დასის“  წესდების საპირისპიროდ, უკანონოდ მოქმედებდა, რის შედეგადაც პოლიტსაბჭოში განხეთქილება მოხდა. 

“ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის მიზეზი ჯონდი ბაღათურიას მიმართ სიმპატიები არ ყოფილა. ჩვენი მიზანი იყო, გვემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის და გვეზრუნა საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ღალატს პრეზიდენტსაც კი არ აპატიებს და ბაღათურიას უკანონო ქმედებასა და ღალატს ნამდვილად ვერ მოვითმენდით! ის ჩვენთან შეთანხმების გარეშე იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, პირადად გაჰქონდა პარტიის კუთვნილი თანხა, რაშიც ვამხილეთ კიდეც”- განაცხადა ნათელა სირაძემ.   

“ჩვენ გვეგონა, რომ ჯონდი ბაღათურია “ქართული დასის” სახელით მოემსახურებოდა ისეთ ფასეულობებს, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ ბაღათურიამ “ქართული დასი” გააფუჭა” – აცხადებს სარევიზიო კომიისიის წევრი გია გაბრიჩიძე. 

ერთი კვირის წინ პოლიტსაბჭოს წევრებმა საჯაროდ გააკეთეს განცხადება “ქართული დასის” ლიდერის უკანონო ქმედებების შესახებ, რის შემდეგაც თავად ბაღათურიამ ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ “ეს ხალხი არ სჭირდება”. 

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ 18 ოქტომბერს ბათუმის თეატრში “ქართული დასის” ყრილობა უნდა გამართულიყო. “ყრილობაზე სიმართლის დასაფიქსირებლად მივედით, მაგრამ ბაღათურიამ ყრილობა ერთი დღით გადადო და რამდენიმე მუქარაც კი გაისმა. ყრილობის მოწვევის ერთადერთი საფუძველი პოლიტსაბჭოს ძველი წევრების ახლით შეცვლა იყო“ – აცხადებენ პოლიტსაბჭოს წევრები. 

Просмотров: 356 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz