ორშაბათი, 23.10.2017, 03:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 20 » ირაკლი კაკაბაძე ამ ორგანიზაციაში გოგა ხაინდრავას და ლევან გოგიჩაიშვილის მიღებას თავის დროზე დაშვებულ შეცდომად აფასებს
ირაკლი კაკაბაძე ამ ორგანიზაციაში გოგა ხაინდრავას და ლევან გოგიჩაიშვილის მიღებას თავის დროზე დაშვებულ შეცდომად აფასებს
16:46
“თანასწორობის ინსტიტუტის” ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკაბაძე ამ ორგანიზაციაში გოგა ხაინდრავას და ლევან გოგიჩაიშვილის მიღებას თავის დროზე დაშვებულ შეცდომად აფასებს და იმავდროულად, ხაინდრავას ოლიგარქ ბერეზოვსკისთან საეჭვო ურთიერთობებზე საუბრობს.

ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, სადაც ის “თანასწორობის ინსტიტუტის” მიზნებსა და პრინციპებზე საუბრობს.

ირკლი კაკაბაძის განცხადებით, ამ ორი ადამიანის ორგანიზაციაში მიღება მთლიანად მისი ინიციატივით მოხდა და ამ ნაბიჯზე სრულ პასუხისმგებლობასაც იღებს, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, რომელმაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ორგანიზაციას.

მისი თქმით, ამ ადამიანებს ინსტიტუტის გამგეობამ 2008 წლის აგვისტოში გამგეობის წევრობა ორგანიზაციის წესდების უხეში დარღვევისათვის შეუჩერა, რადგან მათ სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე გამოაქვეყნეს წერილი მთელი ორგანიზაციის სახელით.

კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ხაინდრავამ რამდენჯერმე გამოიჩინა ორგანიზაციის პოლიტიზირების სურვილი და ინიციატივა, ინსტიტუტს კი ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ ის როგორც კონფლიქტების ყოფილი მინისტრი, რომელმაც ბევრი სასარგებლო ინიციატივა წამოაყენა, არაძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებდა მონაწილეობას არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორში.

“მაგრამ მან პოლიტიკურ ინტრიგებში ყოფნა არჩია და თანაც მეტად უცნაური ფორმით - ის ხშირად “თანასწორობის ინსტიტუტის” შირმას ეფარებოდა, რათა პოლიტიკურ ორგანოებთან თანამშრომლობა დაეწყო. ხშირად, მისი პოლიტიკური პარტნიორები სულაც არ იყვნენ არაძალადობისა და მშვიდობის მომხრეები. ამავე დროს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო ხაინდრავას ნახევრად გასაიდუმლოებული კავშირები რუს ოლიგარქ ბერეზოვსკისთან, რომელიც აცხადებდა, რომ “თანასწორობის ინსტიტუტს” აფინანსებდა”, - აცხადებს კაკაბაძე და დასძენს, რომ ბერეზოვსკისგან მიღებულ დაფინანსებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა იმდენად, რამდენადაც გამგეობის წევრების უმრავლესობამ - ხაინდარავასა და გოგიჩაიშვილის გარდა, არაფერი იცოდა ამ დაფინანსების შესახებ.

კაკაბაძე ასევე ამბობს, რომ 2008 წლის დასაწყისში მან მართლაც მიიღო ბერეზოვსკის წარმომადგენელისგან აშშ-ში დოქტორი ალექსანდრე გოლდფარბისგან თანამშრომლობის სურვილი, რისი გამჭვირვალობის შემთხვევაში თანახმაც იყო, მაგრამ ხაინდრავამ უარყო ურთიერთობის ეს გამჭვირვალე ფორმა, “რადგანაც ეს მისთვის პიროვნულად პრობლემას წარმოადგენდა”.

კაკაბაძე იმასაც ამბობს, რომ გოლდფარბმა განაცხადა, რომ პირადად კაკაბაძესთან თანამშრომლობა გაჭირდებოდა, რადგანაც ის ხშირად ილაშქრებს იარაღის გადამყიდველებისა და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის წინააღმდეგ და ეს ბერეზოვსკის ბანაკისათვის მიუღებელი იყო. კონკრეტულად კი გოლდფარბმა ვერ გასცა პასუხი, აქვს თუ არა მის უფროსს კავშირი იარაღის არალეგალურ გადაყიდვაში შემჩნეულ გაერთიანებული არაბული საემიროების შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ შაქრ ალ ნაჰიანთან, რომელიც ცნობილი იარაღის “ბარიგის” ვიქტორ ბუტის პარტნიორად მოიხესნიება გაეროს მოხსენებებში.

“მე არანაირად არ მინდა არც ბერეზოვსკის, არც არაბი შეიხის და არც გოგა ხაინდრავას უდანაშაულობის პრეზუმპციის შელახვა. დიდი შანსია, რომ ისინი საერთოდ არ მონაწილეობენ “სიკვდილით ვაჭრობაში” და ერთმანეთს უბრალოდ ნუდიზმის და ჭადრაკის მოყვარულთა კლუბებში ხვდებიან. ძალიან ძნელია რაიმე დასკვნების გაკეთება, მაგრამ, ერთი რამ ცხადია - როდესაც ადამიანებს ბევრი რამ აქვთ დასამალი მათი საქმიანობიდან - მაშინ მათთან ურთიერთობა ჩემთვის არ არის სასურველი”, - აცხადებს კაკაბაძე და სამწუხაროს უწოდებს, რომ გოგა ხაინდრავაც ამ ადამიანების რიცხვში შევიდა.

Просмотров: 398 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz