ორშაბათი, 23.10.2017, 03:42
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 20 » ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს
17:40

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში რუსეთს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “რუსეთმა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება ბოლომდე უნდა შეასრულოს და საერთაშორისო დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონაში შესვლის უფლება უნდა მისცეს”.

“ეს არის დიპლომატიური პროცესი და მოლაპარაკებების საკითხი. ნაკლებ სავარაუდოა, ეს ძალიან მალე მოხდეს, თუმცა ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჰაბერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მისია სამშვიდობოა და 10 ოქტომბრიდან დამკვირვებლები იარაღის გარეშე პატრულირებენ.

“მისიამ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ქართულ პოლიციასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს”, - აღნიშნა ჰაბერმა.

Просмотров: 368 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz