ორშაბათი, 23.10.2017, 03:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 344
Главная » 2008 » ოქტომბერი » 21 » რუსეთის ფედერაციის დუმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რატიფიცირებას მოახდენს
რუსეთის ფედერაციის დუმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რატიფიცირებას მოახდენს
14:18

რუსეთის ფედერაციის დუმა საქართველოს ორ ოკუპურებულ რეგიონთან _ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილ ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების განხილვა-რატიფიკაციას 29 ოქტომბერს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე აპირებს. განცხადება მის შესახებ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ოლეგ მოროზოვმა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის დუმას მიმართა და მას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფომებული ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების განხილვა-რატიფიკაცია პრიორიტეტულ საკითხთა შორის დაჩქარებული წესით სთხოვა.

მოროზოვის განმარტებით, განხილვამდე დოკუმენტები დუმის მაპროფილებელ კომიტეტებში უნდა განიხილონ და იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.

მოროზოვი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები და მათი რატიფიცირება მყარ იურიდიულ საფუძველს შექმნის რუსი, აფხაზი და სამხრეთ ოსეთელი ხალხების მომავალი თანამშრომლობისათვის.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციამ თავის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან _ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა. ამ ხელშეკრულებებს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტთა ლიდერებმა მოაწერეს.

Просмотров: 405 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz