ორშაბათი, 23.10.2017, 03:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 21 » რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მართლადიდებლური ტაძრების აგებას გეგმავს
რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მართლადიდებლური ტაძრების აგებას გეგმავს
14:18

რუსეთი მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში -  აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მართლადიდებლური ტაძრების აშენებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივის განხორცილების შესახებ, რუსულმა მართლმადიდებლურმა ტელეახმა “სპას”-მა ტაძრის მაკეტის შექმის შესახებ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ რუსი ეროვნების მართმადიდებელი ადამიანები. ამას გარდა, უახლოეს დროში ამ ორ რესპუბლიკაში რუსული არმიის გარნიზონები მუდმივ საფუძველზე განთავსდებიან. ამიტომაც, თითოეულ რესპუბლიკაში თითო მართლმადიდებლური  ტაძრის აგება, ვფიქრობთ, სრულიად ლოგიკური იქნებოდა”, - ნათვამია ტელეარხ “სპას”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე, ანუ 6 თვეში მიიღება არქტიტექტორთა მიერ შედგენილი ტაძრის ესკიზები. ამ დროის განმავლობაში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტაძრების ასაშენებლად ადგილები შეიჩევა. 

“საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცხადებული კონკურსის შედეგების მიხედვით რუსეთის საპარტრიაქოში შექმნილი სპეციალური კომისია მიიღებს. გადაწყვეტილების მიღებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცხუმ-აფხაზეთისა და ალანიის ეპარქიის წარმომადგენლები და რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადო მოღვაწები. სწორედ ეს კომისია გაუწევს მეთვალყურეობას ტაძრების აგების პროცესს”, _ ნათქვამია განცხადებაში. 


რუსული ტელეარხი ასევე იუწყება, რომ რუსული მედიით ფართოდ გაშუქდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტაძრების მშენებლობის ყველა ეტაპი - კონკურსის გამოცხადებიდან დაწყებული და ტაძრების კურთხევით დამთავრებული.

Просмотров: 411 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz