ორშაბათი, 23.10.2017, 03:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 567
Главная » 2008 » ოქტომბერი » 21 » პაატა დავითაია გენპროკურატურისგან სეპარატისტთა ლიდერებისთვის ბრალის დროულად წაყენებას მოითხოვს
პაატა დავითაია გენპროკურატურისგან სეპარატისტთა ლიდერებისთვის ბრალის დროულად წაყენებას მოითხოვს
14:19

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პაატა დავითაია გენერალური პროკურატურისგან სეპარატისტთა ლიდერების კოკოითისა და ბაღაფშისთვის ბრალის დროულად წაყენებას მოითხოვს.  

”მინდა, ვთხოვო გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ლაცაბიძეს, სეპარატისტი ლიდერებისთვის ბრალის წაყენების პროცესი დააჩქაროს, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მათი ქმედებები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში აღარ ჯდება” - განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავითაიამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ”რუსეთის მხრიდან ახალი, დიდი პროვოკაციის მზადების” თაობაზე.

ამ კონტექსტში დავითაია ახალგორის მოვლენებს, „საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ“ რუსული მედიის ინფორმაციას, საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს შეეხო.

„ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი სეპარატისტებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ახალი მოქმედებების დასაწყებად ემზადება“ – დასძინა დეპუტატმა.

Просмотров: 393 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz