ხუთშაბათი, 23.11.2017, 06:45
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 344
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისგან ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 4 მილიარდს მიიღებს
საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისგან ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 4 მილიარდს მიიღებს
13:20
საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისგან მიმდინარე წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 4 მილიარდს მიიღებს.

აღნიშნული საკითხი დღეს ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე გადაწყდება. როგორც ცნობილია, ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ დონორთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ევროკომისიის ეკონომიკურ და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მარკო ბუტისთან.

ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. გარდა ამისა, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი და საგარეო დახმარების დირექტორი ჰენრიეტა ფორე საქართველოსა და აშშ-ს შორის ბიუჯეტის თანადგომის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

Просмотров: 395 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz