ორშაბათი, 23.10.2017, 03:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » რამდენიმე მოზარდში გამოწვეული უკურეაქციის მიუხედავად, ქართველი მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კვლავინდებურად მოუწოდებენ
რამდენიმე მოზარდში გამოწვეული უკურეაქციის მიუხედავად, ქართველი მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კვლავინდებურად მოუწოდებენ
13:21
წითელა-წითურას ინდური ვაქცინის მიერ რამდენიმე მოზარდში გამოწვეული უკურეაქციის მიუხედავად, ქართველი მედიკოსები მშობლებს აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის 67-ე და მე-5 საჯარო სკოლების 9 მოსწავლეს სკოლაში ჩატარებული აცრების შემდეგ გულისრევა, თავის ტკივილი, შემცივნება, კიდურების შეშუპება და თავბრუსხვევა აღენიშნათ, რამაც მოზარდებსა და მათ მშობლებში პანიკა გამოიწვია.

როგორც ”პირველს” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ვაქცინაციას სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად იტანს და რიგ შემთხვევებში აცრას შესაძლოა, გარკვეული უკურეაქციაც მოჰყვეს, მაგრამ ეს ვაქცინის უვარგისობაზე არ მიუთითებს და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს.

საყოველთაო აცრები საქართველოს მასშტაბით გუშინ დაიწყო. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთიდან შემოიტანეს და ის საქართველოში მცხოვრებ 6-დან 27-წლამდე ასაკის 1 მილიონ ადამიანზეა გათვლილი.

Просмотров: 375 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz