ორშაბათი, 23.10.2017, 03:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს იმპერიალიზმში ადანაშაულებს
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს იმპერიალიზმში ადანაშაულებს
13:24
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო სათათბიროში რატიფიკაციისთვის რუსეთის ფედერაციას და “აფხაზეთის რესპუბლიკასა” და “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს” შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული იმპერიალიზმის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ არის მიმართული.

“მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან - საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად ატარებს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომლის მთავარი იარაღია მოსახლეობის ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მოსკოვი არ ერიდება მარიონეტული რეჟიმების შექმნას და მათი თუ საკუთარ ე.წ. მშვიდობისმყოფელთა ხელით მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების დაცვის პროფაშისტური მოტივაციით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ სცნო ზემოხსენებული მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი “სახელმწიფოები” და მათი “საზღვრების” უსაფრთხოების დაცვა სუკ-ის მემკვიდრე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს ჩააბარა, რაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ბაზების შექმნასთან ერთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აშკარა წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ სარკოზის ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან. საკუთარი ანტისამართლებრივი ქმედებებისთვის ლეგიტიმურობის მინიჭების მცდელობა რუსეთის ფედერაციის “დუმის” გამოყენებით კი მხოლოდ ირონიულ დამოკიდებულებას იწვევს.

საქართველოს საგარეო უწყება მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნულ ქმედებებს და გადადგას გადამჭრელი ნაბიჯები მოსკოვის ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული გასული საუკუნის 40-იან წლებში ევროპაში და შემდგომ მსოფლიოში განვითარებული ტრაგედიის რეციდივი.

Просмотров: 390 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz