ორშაბათი, 23.10.2017, 03:39
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 344
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო განცხადებას შეიმუშავებენ
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო განცხადებას შეიმუშავებენ
13:25
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტები დღეს ერთობლივად საგანგებო განცხადებას შეიმუშავებენ.

საგანგებო განცხადების მიღების აუცილებლობა რუსეთის მიერ სარკოზის გეგმის შეუსრულებლობამ და ახალგორში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. განცხადება მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გაეგზავნება.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პაატა დავითაიამ კიდევ ერთხელ დააყენა ახალგორის საკითხი და აღნიშნა, რომ რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციები საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ ტერაქტებზე, ქართველების ოსურ ჯარში იძულებით გაწვევის თაობაზე და ხშირად დარღვეული საჰაერო სივრცე მეტყველებს, რომ რუსეთის მხრიდან დიდი პროვოკაცია მზადდება.

დავითაიამ კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქმის კურსში დროულად ჩააყენოს, რათა შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს არ დაბრალდეს.

Просмотров: 359 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz