ორშაბათი, 23.10.2017, 03:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » აჭარის არჩევნებისთვის შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართება
აჭარის არჩევნებისთვის შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართება
13:25
აჭარის არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით 9 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ აჭარის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე ბაქრაძემ ისიც განაცხადა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების თავის გამოჩენის სურვილს, ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს არ გადააყოლებს.

ინტერფრაქციული ჯგუფის პირველივე სხდომაზე, ჯგუფის წევრი და უმცირესობის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ განკარგულების საკითხსაც დააყენებს, რომლის თანახმადაც ბათუმს 12 მილიონი უპროცენტო სესხის სახით გამოეყო. ვეფხვაძემ ამ თანხის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძის ვოიაჟებზე ასახვაზე უკვე ისაუბრა.

ჯერჯერობით უცნობია მოჰყვება თუ არა რაიმე რეაგირება ამ ფაქტს და “დაისჯება” თუ არა ვინმე, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია ლევან ვარშალომიძის მიხეილ მაჭავარიანის სიმამრის მიხეილ ჟღენტით ჩანაცვლების სურვილის შესახებ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი შეცვლის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა შეცვლის ფორმა და შემცვლელის ვინაობა არ კონკრეტდება.

Просмотров: 402 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz