სამშაბათი, 14.05.2024, 17:54
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » დალილა ხორავა ქუთაისში, ხობში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება
დალილა ხორავა ქუთაისში, ხობში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება
17:12

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა 23-24 ოქტომბერს ქუთაისში, ხობში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.

დალილა ხორავა ზუგდიდში კოდორის ხეობიდან ჩასახლებულ 65 ოჯახს მოინახულებს. ქუთაისში, ხობსა და ჯვარში ვიზიტისას კი ის იმ უნარშეზღუდულ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდება, რომლებიც მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ინვალიდებს ინვალიდის სავარძლებსაც გადასცემს. გარდა ამისა, ყველა ოჯახს, რომელსაც დალილა ხორავა ესტუმრება, ჰუმანიტარული დახმარების სახით ჰიგიენური საშუალებები დაურიგდება.

აღნიშნული შეხვედრების დროს დალილა ხორავა სმენადაქვეითებულ პირთა პრობლემების შესწავლას და მათი რაოდენობის განსაზღვრას გეგმავს.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაციების Counter-Part International-ისა და USAID ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Просмотров: 865 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz