ორშაბათი, 23.10.2017, 03:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 567
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22 » პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან არჩევნებთან დაკავშირებულ სუბიექტებთან შეხვედრებს იწყებს
პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან არჩევნებთან დაკავშირებულ სუბიექტებთან შეხვედრებს იწყებს
17:14

პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან ყველა იმ სუბიექტთან შეხვედრებს დაიწყებს, რომელთა საქმიანობა არჩევნებს უკავშირდება. პირველი ასეთი შეხვედრა ხვალ NDI-ს ოფისში სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება.

სწორედ ასეთი შეთანხმებით დასრულდა დღეს პარლამენტში გამართული ინტერფქციული ჯგუფის პირველი შეხვედრა. 

როგორც ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, თავდაპირველად შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის ჯგუფთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ტელევიზიების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა იმ პრობლემებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებს უძღვის წინ.  

როგორც ცნობილია, სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფი 3 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტია წარმოადგენილი. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დეპუტატები ლევან ვეფხვაძე, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აკაკი მინაშვილი და ჯონდი ბაღათურია არიან.

Просмотров: 409 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz