ხუთშაბათი, 23.11.2017, 06:45
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » ”საქართველოსთვის გამოყოფილი თითოეული ცენტი მიზნობრივად და ტრასფარენტულად დაიხარჯება”
”საქართველოსთვის გამოყოფილი თითოეული ცენტი მიზნობრივად და ტრასფარენტულად დაიხარჯება”
14:10
საპარლამენტო უმრავლესობა ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოჩენილი მხარდაჭერისთვის თითოეულ დონორს მადლობას უხდის და საქართველოსთვის 4 მლრდ. 500 მლნ. დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილებას ქვეყნისათვის უდიდეს მორალურ, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერად აფასებს. ”დონორთა კონფერენციაზე მიღწეული შედეგები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ტოვებს და როგორ იზიარებს საქართველოს გაჭირვებას და პრობლემებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა” - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მაჭავარიანი ირწმუნება, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი თითოეული ცენტი “მიზნობრივად, გამჭვირვალედ და ტრასფარენტულად დაიხარჯება”. უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის აზრით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ საქართველო სოლიდურ ფინანსურ დახმარებას მსოფლიო გლობალური კრიზისის დროს იღებს. “გუშინდელი გადაწყვეტილებით მსოფლიომ დაამტკიცა, რომ თავად საქართველო არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, რადგან აგრესორ ქვეყანას არავინ ეხმარება. საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ტრიბუნას იყენებს, რომ ხაზი გაუსვას რუსეთის აგრესიულ ქმედებებს” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
Просмотров: 383 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz