ორშაბათი, 23.10.2017, 03:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 567
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » კობა დავითაშვილი საზოგადოებას 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებს
კობა დავითაშვილი საზოგადოებას 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებს
16:48
“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საზოგადოებას 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა აღნიშნა, ხშირად ისმის განცხადებები, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას და ამიტომ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვის დრო არ არის.

“როცა ხელისუფლებამ დაბრუნების ნაცვლად ტერიტორიები დაკარგა და ამის აღსანიშნავად კონცერტები გამართა, როცა გაურკვეველ საცირკო სანახაობებს ატარებს თბილისსა და აჭარაში, არჩევნების სახით, ამის გამო ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საერთო ძალისხმევით გააპროტესტოს ხელისუფლების ქმედება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”,-აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, “ხალხის პარტიის” ლიდერი 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.

მისი თქმით, ამ პოლიტიკური სუბიექტების გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება, მაგრამ პარლამენტში შესულ ოპოზიციას ოპოზიციონერებად ვერ შეაფასებს, რადგან “ისინი ხელისუფლების იდეების გამტარებლები არიან და ხელისუფლების რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ”.


Просмотров: 382 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz