ორშაბათი, 23.10.2017, 03:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 344
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » გია ცაგარეიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “ავადსახსენებელ” სათაო ოფისში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენ ფაქტს უწოდებს
გია ცაგარეიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “ავადსახსენებელ” სათაო ოფისში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენ ფაქტს უწოდებს
16:49
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ცაგარეიშვილი რამდენიმე დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “ავადსახსენებელ” სათაო ოფისში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენ ფაქტს უწოდებს და საკითხში გარკვევას ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილისგანაც ითხოვს.

როგორც ცაგარეიშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როცა დევნილი დევნილს უმოწყალოდ უსწორდება და სცემენ ბავშვებს და ქალებს, არ შეიძლება იქნეს მოწონებული არც პარლამენტის მხრიდან და არც ვინმე “ჭკუათმყოფელი” ადამიანის მხრიდან.

მისი თქმით, ფაქტი აღმაშფოთებელია და საინტერესოა ვინ გეგმავს ასეთ ფაქტებს, “ვის გონებაში მწიფდება ასეთი ოპერაციები, რომელიც თბილისის საპატრულო პოლიციის შემადგენლობის თვალწინ ვითარდება”.

“ვის უნდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ამდენი უბედურება გამოიარეს, ახლობლები დაკარგეს, გადაკიდონ ერთმანეთს”, - კითხულობს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამ ფაქტზე სასაუბროდ მას შესაძლოა სხვა ტრიბუნა გამოეყენებინა, რომ არა ამ ინციდენტში ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა.

ცაგარეიშვილს აინტერესებს, რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ასევე, “სად არის” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მაშინ, როდესაც არიან დაუბინავებელი დევნილები და ა.შ.

“მაგრამ ყველამ კარგად იცით, რა ხდება იმ ავადსახსენებელ შენობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ყველას მობეზრდა”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ვინმემ უნდა ურჩიოს დეპუტატსაც და ნებისმიერ ადამიანს, “რომ ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით ნაძირალა რუსი დგას და ამ ყოველივეს გამადიდებელი შუშით აკვირდება”.

ბადრი ბასიშვილს უმრავლესობის წარმომადგენლები მიხეილ მაჭავარიანი და მურთაზ ზოდელევა გამოექომაგნენ. როგორც მაჭავარინმა განაცხადა, ბასიშვილი ოჯახთად და სხვა დევნილებთან ერთად თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს და უარს ამბობს კანონით გათვალისწინებული იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც დედაქალაქში საცხოვრებელი ფართის არმქონე დეპუტატის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ამასთან, მაჭავარიანმა ცაგარეიშვილს დაავალა შეხვდეს ბადრი ბასიშვილს, ასევე ათონელის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს, მოისმინოს მათი ახსნა-განმარტებები და ამის შემდგომ საკითხი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში განიხილონ.

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე კი შემაშფოთებლად იმ ფაქტსაც ასახელებს, რომ ინციდენტში ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა ვიდეო-კამერებითაც არის დაფიქსირებული და ეს მასალები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აქვთ ნანახი.

Просмотров: 400 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz