ორშაბათი, 23.10.2017, 03:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 344
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » რუსეთისგან მისალოდნელ აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას განცხადებით გააფრთხილებს
რუსეთისგან მისალოდნელ აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას განცხადებით გააფრთხილებს
16:49
რუსეთისგან მისალოდნელ ახალ აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას სპეციალური განცხადებით გააფრთხილებს.

საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების მიმართვის შემდეგ, პარლამენტი დღეს განცხადებასაც შეიმუშავებს.

განცხადების ტექსტზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძესთან აღნიშნული კომიტეტები, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე კონსულტაციებს დღესვე გამართავენ.

განცხადების შემუშავების მიზეზი ახალგორსა და ცხინვალში ვითარების დაძაბვა გახდა.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 21 ოქტომბერს ახალგორში 40 ერთეული ჯავშანტექნიკა იქნა შეყვანილი, გუშინწინ კი, მთელი კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე ტექნიკის ინტესიური გადაადგილება მიმდინარეობდა, რასაც რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა სწავლებას უწოდებს.

ამასთან, გუშინ ცხინვალში დამატებით 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე შევიდა.

ამას გარდა, თარგამაძემ მოითხოვა, პარლამენტმა სთხოვოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს, მიმართოს ფრანგ კოლეგას ბერნარდ კუშნერს, რათა მან მოიპოვიოს რუსი კოლეგებისგან პასუხი კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე.

სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით თარგამაძეს დაეთანხმა ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც და განაცხადა, რომ აგრესორები გამომწვევად იქცევიან და როგორც ჩანს, მზადდება ახალი პროვოკაციები, არსებობს ამის ყველა სიმპტომი.

მაჭავარიანის თქმით, გაზრდილი შეიარაღება რუსეთს პროვოკაციებისთვის სჭირდება და აგვისტოს გაკვეთილებიდან გამომდინარე, განგაში წინასწარ არის ასატეხი.

Просмотров: 392 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2017
Website builder - uCoz