სამშაბათი, 14.05.2024, 19:29
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების რაოდენობა 7000 კაცს აღწევს
ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების რაოდენობა 7000 კაცს აღწევს
16:49
ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსი სამხედროების რაოდენობა 2000-ით გაიზარდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებით 2000 ჯარისკაცი ჯავის რაიონის ტერიტორიაზეა განლაგებული.

“ორი დღის წინ კი, 40 ერთეული მძიმე ტექნიკა ცხინვალიდან ახალგორის რაიონში გადაადგილდა. ტექნიკას თან ახლდა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. ამგვარად, რუსების რაოდენობა ცხინვალის რეგიონში 7000 კაცს აღწევს, რაც მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დროს რამდენიმე პროვოკაციული აქტიც განხორციელდა. კერძოდ, იყო ქართველი პოლიციელების პოსტის აფეთქების მცდელობა.

“ეს ყოველივე გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ რუსული მხარე ვითარების ესკალაციას ამზადებს”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედროების ოდენობა გაიზარდა, რეალობას არ შეესაბამება”,- განცხადება ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ საკითხზე მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“რთულია კომენტარის გაკეთება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე. მათში ძალიან ცოტა სიმართლეა. ცრუ ინფორმაციის გავრცელების მეთოდს კი უკანასკნელ პერიოდში რეგულარულად მიმართავენ”,- განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და პროვოკაციას უწოდებენ რუსი დეპუტატებიც.

სერგეი მარკოვი მიიჩნევს, რომ რეგიონში არა სამხედრო ძალების დამატება, არამედ როტაცია ხდება. დუმა-ში აცხადებენ, რომ საქართველო ვერ ეგუება იმ აზრს, რომ სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებული დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და სწორედ ამიტომ ქართული მხარე პროვოკაციებზე თავად მიდის.

Просмотров: 890 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz