ოთხშაბათი, 15.05.2024, 10:24
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » არაბუნებრივი კავშირი და პოლიტიკური კრიზისი
არაბუნებრივი კავშირი და პოლიტიკური კრიზისი
23:00

”ნარინჯისფერ პოლიტიკაში” კიდევ ერთხელ დაიწყო კრიზისი. უკრაინაში კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა.

ვიქტორ იუშენკომ 30 დღიანი ვადა მისცა რადას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა რომ გამოიყენებს უფლებას და დაითხოვს უმაღლეს საკონსტიტუციაო ორგანოს, რაც თავისთავად ახალი საპარლამენტი არჩევნების დანიშვნის საჭიროებას შექმნის.

უკრაინის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაში რადას სამი მსხვილი ფრაქცია დაადანაშაულა, საუბარია ტიმოშენკოს, კომუნისტებისა და იანუკოვიჩის ფრაქციებზე. იუშენკო ამ კავშირს არაბუნებრივს უწოდებს. მისი თქმით ” ასეთი შესწორება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ამ კავშირმა პარლამენტში დემოკრატიულ უმრავლესობას ძირი გამოუთხარა.”  

ოთხშაბათს საპრეზიდენტო ბლოკ ”ნაშა უკრაიანა -ნაროდნანია სამოობორონას” დეპუტატებმა საგანგებო სხდომაზე მხარი დაუჭირა იულია ტიმოშენკოს ბლოკთან არსებული კოალიციის დაშლას. ამით იუშენკოს მომხრეებმა უმაღლესი რადას მიერ ორი დღის წინ კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების წინააღმდეგ გამოთქვეს პროტესტი. აღნიშნული ცვლილებებით პრორუსუსლი იანუკოვიჩის პარტია , კომუნისტები და იულია ტიმოშენკოს ბლოკი პრეზიდენტს უფლელბები მნიშვნელოვნად შეუზღუდეს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ინტრიგაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზნით ”ნაშა უკრიანას” წარმომადგენელმა მინისტრებმაც დატოვეს სხდომა.

იუსენკოსა და ტიმოშენკოს შორის ურთიერთბრალდებები გაცილებით ადრე დაიწყო. იუშენკომ რუსეთ- საქართველოს ომისიას ტიმოშენკო მოსკოვის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ტიმოშენკო კი ნარინჯისფერი კოალიციის დაშლის მცდელობას აბრალებს პრეზიდენტს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეა გათვლილი, სადაც იულია ტიმოშენკო მიიღებს მონაწილეობას. კიევში ვარაუდობენ, რომ ტიმოშენკოს ბლოკი შესაძლოა ”რეგიონების პარტიასთან ” გაერთიანდეს. რომელსაც იანუკოვიჩი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ექსპერტები და პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ეს არჩევნები სარისკო იქნება ვიქტორ იუშენკოსთვის. ასე რომ კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი ”ნარინჯისფერ მთავრობაში” უკვე დაწყებულია. ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე,   უკრაინაში პრორუსული ძალების გაძლიერება  საქართველოსთვის არასახარბიელო ფაქტია.

Просмотров: 812 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz