ორშაბათი, 29.04.2024, 03:25
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 15

შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო მხარდაჭერის გამო დავით უსუფაშვილი აკრიტიკებს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი პრეზიდენტის გადადგომას, მანამდე კი ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნასაც ითხოვს. უსუფაშვილმა ხელისუფლებას აგვისტოს მოვლენების გამო ბრალდებები წაუყენა და ოპოზიციას ახალი ტაქტიკის შემუშავება სთხოვა.

განცხადება მან პარტიის თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ის ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენებით გამოვიდა.

წაკითხულია: 795 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სერგეი ლავროვი უკვე ცხინვალში იმყოფება.

დაგეგმილია ედუარდ კოკოითისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

სეპარატისტთა ლიდერი და რუსი დიპლომატი ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობენ. აფხაზეთიდან ცხინვალში ჩამოსულმა სერგეი ლავროვმა ოს სეპარატისტებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა კრემლის მზადყოფნა დახმარება აღმოუჩინოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას. მისივე თქმით, უკვე მზად არის ჩარჩო-ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მეგობრობის შესახებ. ასევე მზად არის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებაც. ედუარდ კოკოითმა სერგეი ლავროვს დიდი მადლობა გადაუხადა. სეპარატისტთა ლიდერის განცხადებით, ის, რომ ოსი ხალხი გადარჩა, მხოლოდ რუსეთის დამსახურებაა.


ვლადიკავკაზიდან ცხინვალისაკენ სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაცია მიკროავტობუსებით გაემგზავრა.

დელეგაციის წარმომადგენლები მცირე ხნით შეჩერდნენ რუსეთ- საქართველოს საზღვარზე, სადაც ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების აღმნიშვნელი ბანერი დგას.

რუსულ-ოსურმა დელეგაციის წევრებმა ფოტოებიც კი გადაიღეს. სამაგიეროდ მიკროავტობუსებმა გაუჩერებლად გაიარეს საქართველოს ტერიტორიის ის სოფლები ცხინვალამდე, რომელიც რუსი სამხედროებისა და სეპარატისტების ცეცხლს შეეწირა. კადრებში ნათლად ჩანს თუ რა მდგომარეობაშია გაუდაბნოებული სოფლები.

წაკითხულია: 771 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მკვლელობა კონფლიქტის ზონაში. წუხელ ოკუპანტებმა 75 წლის ანატოლი გობეჩია მოკლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აგრესორებს ტექნიკა სოფელ ზემო ბარღებში შეყავდათ. ველოსიპედით მიმავალ გობეჩიას ურალის მარკის სამხედრო მანქანა მსუბუქად დაეჯახა. დაშავებული გობეჩიას შენიშვნას შელაპარაკება მოჰყვა, რაც ქართველის მკვლელობით დასრულდა. მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ამ ინციდენტიდან ნახევარ საათში უბედური შემთხვევა მოხდა სოფელ გაგიდის და ფიჩორის საზღვართან. რუსების კუთვნილი ჯავშან-ტრანსპორტიორი ხიდიდან გადავარდა, რასაც სამი რუსი სამხედრო ემსხვერპლა
წაკითხულია: 739 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა 8 პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამასთან ერთად, მასწავლებელთა უმრავლესობამ სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა.

დირექტორი სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ნატროშვილს და კახეთის გუბერნატორის მოადგილეს გიორგი ბოტკოველს ადანაშაულებს. მისი თქმით, გუბერნატორის მოადგილე გამგებლის დედას მფარველობს, რომელსაც ამავე სკოლის დირექტორობა დიდი ხანია სურს.

დირექტორის განცხადებით, პედაგოგების გათავისუფლების მიზეზი სკოლის მწირი დაფინანსება გახდა, რასაც გათავისუფლებული მასწავლებლები უარყოფენ. მათი თქმით, დაპირისპირება დირექტორის მიერ საათების არაობიექტურად განაწილებამ გამოიწვია, რის გამოც მათ სამეურვეო საბჭოს მიმართეს.

საბჭოს წევრთა უმეტესობამ სკოლის დირექტორს მაია ლაპიაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და მისთვის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე სამუშაოდ დადებული შრომითი ხელშეკრულების გაუქმება გადაწყვიტა, რასაც სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მხრიდან სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება მოჰყვა.

ამჟამად დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. დირექციის განცხადებით, სასწავლო პროცესის შეწყვეტა მათ კახეთის გუბერნატორის მოადგილემ მოსთხოვათ. გათავისუფლებულმა პედაგოგებმა დახმარებისათვის განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირებს მიმართეს.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი ადასტურებს, რომ სკოლის ხელმძღვანელობას სასწავლო პროცესის გადადება მან სთხოვა.

წაკითხულია: 827 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 1.0/1 | კომენტარი (0)

ევროკავშირმა საქართველოსთვის, რუსეთთან ომის შედეგად მიყენებული ზარალის აღსადგენად, ნახევარი მილიარდი ევროს გამოყოფაზე თანხმობა გამოთქვა.

“როიტერის” ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა.

ეს თანხა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე, ომისგან დაზარალებულ ხალხს უნდა მოხმარდეს.

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა მომავალი სამი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში, ამერიკამ საქართველოსთვს 1 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა

წაკითხულია: 748 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა, განაცხადა, რომ 2009 წელს სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

- ”მომავალ წელს საქართველოში დავბრუნდები. მე ვაპირებ სამშობლოში დაბრუნებას, რათა საქართველოს შემადგენელი ტერიტორიების დაკარგვა შევაჩერო,” - ოქრუაშვილის ინტერვიუდან ეს ციტატა ”იტარ-ტასს”-მა გაავრცელა.

ექს-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩათრევა თავიდან ვერ აიცილა, ამიტომ ის ნებით უნდა გადადგეს, რაც მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

ამავე დროს, ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველომ ცხინვალსა და სოხუმზე კონტროლი მხოლოდ დროებით დაკარგა და, ადრე თუ გვიან, მას ეს ტერიტორიები დაუბრუნდება.

ოქრუაშვილმა სააკაშვილის დანაშაულის ნაწილზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა.

მისი აზრით, ამერიკას სააკაშვილის მიერ საკუთარი სამხედრო ამბიციების განხორციელებასა და დემოკრატიული ნორმების დარღვევაში ხელი უნდა შეეშალა

წაკითხულია: 872 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (2)

საქართველოსთან ომის პიკზე აგვისტოში, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გავლენიანი გაზეთებისა და სატელევიზიო მაუწყებლების ხელმძღვანელებს შავიზღვისპირა კურორტ სოჭში მოუყარა თავი, რათა მათ დახურულ კარს მიღმა შეხვედროდა.

კრემლი მრავალი რუსული საინფორმაციო საშუალების საკონტროლო პაკეტის მფლობელია და პუტინი პერიოდულად აწყობს შეხვედრებს მეგობრულად განწყობილი ჟურნალისტების ჯგუფებთან, რათა მათ კითხვებს უპასუხოს და მორიგი ბრძანებები გასცეს ახალი ამბების გაშუქებასთან დაკავშირებით. თუმცა, 29 აგვისტოს, პირველად 5 წლის განმავლობაში, მან ასევე მოიწვია რადიოსადგურ ”Эхо Москвы”-ს მთავარი რედაქტორი. ამ მოწვევაში მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ”Эхо Москвы” ერთადერთი ფედერალური რადიოსადგურია, რომელიც ეთერს ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს.

დამსწრე ჟურნალისტების გადმოცემით, პუტინი რამდენიმე წუთის განმავლობაში კოლეგების თვალწინ, ვენედიქტოვს ”Эхо Москвы”-ს ეთერში საქართველოს ომზე გაშუქებული მასალების გამო ლანძღავდა და ტრანსკრიპტიდან ის ციტატები მოჰყავდა, რომელსაც პუტინი არასწორად მიიჩნევდა. ”მე არ მაინტერესებს, ვინ თქვა ეს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერ ამაზე. რადგან მე ამ ხალხს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, ვინ ხართ თქვენ”.

რისი თქმა უნდოდა ამით პუტინს დანარჩენი ჟურნალისტებისთვისაც, ცხადია: იმ სიტუაციაში, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება მოახდინა და საკმაოდ სერიოზულ კონფლიქტშია დასავლეთთან ცივი ომის დროიდან მოყოლებული, რედაქტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაახმოვანონ ის ინფორმაცია, რასაც მთავრობა არასასურველად ჩათვლის.

ოთხი თვის შემდ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 769 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტთან”, ნატო-ს საბჭოს სხდომის მზადების პარალელურად, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ჩასახლებული არიან 58-ე სკოლაში და მათ ელემენტარული საარსებო პირობები არა აქვთ.

მათი თქმით, გარდა იმისა, რომ არა აქვთ საწოლები, არ არიან უზრუნველყოფილი საკვებით, რის გამოც უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი, რადგან მათ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

დევნილების განცხადებით, საკვების სახით მათ უკვე მეათე დღეა, მხოლოდ მაკარონს აწვდიან, ხოლო სკოლაში არ არის გაზი, რომ თუნდაც ეს მაკარონი მოამზადონ.

სკოლაში ჩასახლებული არიან დევნილები მეღვრეკისიდან, კარალეთიდან, დვანიდან და კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებიდან. სულ ამ სკოლაში განთავსებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

მათ ”ქორთიარდ მარიოტთან” იმის გამო გადაწყვიტეს მისვლა, რომ ხმა მიაწვდინონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თბილისში ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმრებს.

როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რამდენიმე წუთის წინ აცნობეს კონფლიქტის ზონიდან, რომ გორის რაიონის სოფლებში მერეთი, კოშკა, გუგენთსკაარი ოსმა სეპარატისტებმა გადაწვეს ქართველების სახლები და ქართულ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება უბრძანეს.

აქციის მონაწილეებს დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა სასწრაფო დაატოვებინეს ტერიტორია, თუმცა მათ მიმართ ძალა გამოყენებული არ ყოფილა.

წაკითხულია: 771 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჰააგის სასამართლო ნიდერლანდების სამეფოში არსებული საერთაშორისო მართმსაჯულების ორგანოა, რომელიც 1993 წელს რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა. სტატუტზე ხელი აქვს მოწერილი ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას და იგი კოლექტიური ძალისხმევით იმ დანაშაულებების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას გულისხმობს, რომლებმაც დანაშაული მშვიდობისა და ჰუმანიზმის წინაააღმდეგ ჩაიდინეს. როგორც წესი, ჰააგის სასამართლოში მომჩივანი და მოპასუხე ყოველთვის სხაელმწიფოებია. 1998 წელს რომში ხელი მოეწერა ჰააგის სასამართლოს წესდებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. რომის სტატუტს საქართველოც შეუერთდა.

ჰააგის უმაღლეს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ქართულმა მხარემ შეიტანა. ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსგან ითხოვს, სახელმწიფოთშორისი სარჩელის არსებით განხილვამდე, მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ, გატარდეს დროებითი ღონისძიებები. კერძოდ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეთნოწმენდა და დისკრიმინაცია.

ჰააგაში უკვე დასრულდა პირველი მოსმენა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება სასამართლოს არ გამოუტანია. რა შეფასებას მისცემს საერთაშორისო მართლმსაჯულება მხარეების ბრალდებებს და დაუწესებს თუ არა ჰააგის სასამართლო რუსეთს დროებით სანქციებს? “ფაქტი” სამართლის სპეციალისტს, გელა ნიკოლეიშვილს ესაუბრა.

ბატონო გელა, არსებობს თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგაში შეტანილი სარჩელის მოგების რეალური შანსი?
- როგორც წესი, ჰააგაში განიხილავენ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოზე ზეწოლის ფაქტებს, ეს იქნება ტერიტორიების ანექსია თუ ეთნიკური წმენდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში რეალურად ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 846 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების მოწყობის კუთხით “უფრო ენერგიული მოქმედების აუცილებლობაზე” ალაპარაკდა.

“ჩვენ არცთუ ცოტა გავაკეთეთ საზღვრის ყველაზე სახიფათო მიმართულების - სამხრეთის მოწყობაზე, თუმცა ამით ამოცანა არ ამოწურულა, ის ძალიან დიდია და ამიტომ საჭიროა უფრო ენერგიული ქმედებები”, - განაცხადა პუტინმა მთავრობის პრეზიდიუმის სხდომაზე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ 2007 წელს შეიქმნა საზღვრების მოწყობის ფედერალური სააგენტო და მის წინაშე დაისვა  სასაზღვრო გამშვები პუნქტების საიმედო ხაზების შექმნის ამოცანა.

“დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას ფედერალური სააგენტოს ორგანიზაციული საკითხების, კერძოდ, მისი ტერიტორიული ორგანოების როდენობის შესახებ და ამ ორგანოსგან ხარისხიან და სერიოზულ მუშაობას ველით”, - განაცხადა პუტინმა.

წაკითხულია: 837 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში დამკვირვებელთა მისიის გაგზავნაზე თანხმობა განაცხადეს.

ბრიუსელში გამართულ სხდომაზე მინისტრებმა “შეთანხმებული მოქმედების” გეგმა მოიწონეს, რომელიც დამკვირვებლების შემდგომი მუშაობის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს. 

შეგახსნებთ, რომ ევროკავშირის 200 დამკვირვებელი საქართველოში მუშაობას 1 ოქტომბერს დაიწყებს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ რუსეთი აღებულ ვალდებულებას შეასრულებს და 10 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალებს გაიყვანს.

წაკითხულია: 800 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლო “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელს პარტიის წევრის არჩილ ბენიძის დაკავებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განიხილავს. 

“ჩვენი სარჩელი, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” წევრის არჩილ ბენიძისთვის წაყენებულ ბრალდებას ასაჩივრებს, სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო. ამის დასტური პარასკევს მივიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო აღნიშნული საქმის განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს” – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მარი ცუცქირიძემ. 

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა არჩილ ბენიძე ფულის გათეთრების ბრალდებით 25 ივლისს დააკავა

წაკითხულია: 796 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება და ნატო-საქართველოს კომისია დაფუძნდება.

როგორც ცნობილია, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანის 26 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ალიანსში ჩამოვლენ.

ნატო-საქართველოს კომისია ოფიციალურად ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერის საფუძველზე შეიქმნება.

ცნობისთვის, ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა 2008 წლის 19 აგვისტოს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა.

კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას, რათა მომავალში საქართველო ალიანსის წევრი გახდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნატო საქართველოს ომის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას და შეიარაღებული ძალების მგდომარეობის შეფასებაში დახმარებას გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში გაიხსნება.

წაკითხულია: 820 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პუტინმა პირველად განაცხადა ის, რომ სამხედრო ძალის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილუბის ნეიტრალიზაცია ყოფილა, სადაც ”არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზოგიერთ რესპუბლიკებში, იმ საბაბით, რომ სამხრეთ ოსეთი არ დაიცვეს, რუსეთიდან გამოყოფის საკითხი დააყენეს”.

ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიცია 11 სექტემბერს, სოჭში მოწვეულ სადისკუსიო კლუბ ”ვალდაი”-ს წევრებთან განმარტა.

პუტინმა აღნიშნულ შეხვედრაზე რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ დღევანდელ მსოფლიოში პრინციპები აღარ იცვება, საჭიროა შევთანხმდეთ საერთოზე და როგორც შევთანხდებით ისე იქნებაო.

აღნიშნული კოსოვოსა და საქართვევლოს ავტონომიებს ეხებოდა. მედვედევმაც იგივე აზრი გაიმეორა ცოტა სხვა სიტყვებით, რომ მსოფლიო წესრიგზე ახალი შეთანხმებაა საჭიროო.

აღნიშნულით, რუსები ხაზს უსვამენ, რომ ტერიტორიალური ხელშეუხებლობის პრინციპი პირველად მათ არ დაურღვევიათ, რომ მათ მხოლოდ ”რეაგირება მოახდინეს”. თუ ხელახლა მოხდება ამ საკითხზე რაიმე ერთიანი შეთანხმება, ”რუსეთი დაიცავს მას”.

მომავალი გამოაჩენს რას გულისხმობენ და რეალურად რაზე წამსვლელები არიან, მაგრამ მე ამ განცხადებებში ვხედავ რუსეთის მხრიდან დაშვებულ რუსეთსა და დასავლეთს შორის გარიგების შესაძლებლობას – კოსოვოს საკითხში აღიარებების უკან წაღების შემთხვევაში რუსეთსაც აღარ დარჩება სხვა, თუ არა უკან წაიღოს თავისი აღიარებები.

ერთია, რამდენად მზადაა რუსეთი ამისათვის და მეორე – დასავლეთი თუ წავა ამაზე?

ყველა შემთხვევაში, ჩვენმა დიპლომატიამ ამ კუთხითაც აუცილებლად უნდა იმუშავოს დასავლელ პარტნიორებთან. ამბობენ - დიპლომატია შეუძლებლ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 762 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა იუსტიციის ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 777 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჯანდაცვის სამინისტროს მეომართა და დევნილთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 877 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ბევრ ისეთ უცნაურობას შეხვდებით, რაც ადრე შეიძლება ვერც კი წარმოგედგინათ. განსაკუთრებულად საინტერსეოა საავტორო ვებ-გვერდები, ე.წ. ბლოგები, სადაც ამ გვერდების მფლობელები პირადი დღიურებიდან დაწყებული და ფოტოებით დამთავრებული, უამრავ რამეს ათავსებენ.

თუმცა საიტზე, რომელზეც უნდა გიამბოთ, ვერც ჩანახატებს ნახავთ და ვერც ლამაზ-ლამაზ ფოტოსურათებს. ვებ გვერდზე http://www.offtopikashvili.com არც მეტი, არც ნაკლები, სოფელ რუისის მკვიდრ პროფესორ ოფტოპიკაშვილსა და მის ”ბიძოლოგიურ კვლევებს” ეძღვნება.

სიტყვა ”ბიძოლოგია” რა თქმა უნდა ბევრს არაფერს არ გვეუბნება, მაგრამ როდესაც ”ბიძოლოგიის კორიფეების” ნააზრევს გავეცნობით, ადვილად მივხვდებით, რომ რაღაცაში ყველანი ”ბიძოლოგები” ვართ.

საიტის შემქმნელები აი როგორ განმარტავენ ამ მცნებას: ”ბიძები, ერთი შეხედვით, მარტივად ამოსაცნობი კატეგორია, არცთუ ადვილად დახარისხებადი ერთეულია. ანუ რას ვგულისხმობ: ბიძა არის ”ტრანსვერსალური” სოციალური კატეგორია.

ბიძა შეიძლება იყოს მასწავლებელი, მეცნიერ-მუშაკი, მზარეული, მძღოლი (ეს ორი უკანასკნელი, თავად ბიძების მიერ მოიხსენიება როგორც ”პოვარი” და ”შოფერი”). ანუ, ბიძა არის ფენომენი, რომელიც არ შემოიფარგლება ერთი სოციალური კატეგორიით, არც განათლების დონით, არც წარმომავლობით. ამდენად, ძნელია ბიძის, როგორც ცნების ჩამოყალიბება სალექსიკონოდ.

ამ მოვლენის არსს რომ ჩავწვდეთ, მისი ყოფის, მისი შეხედულებების ერთობლივი ნახაზი უნდა წარმოვიდგინოთ თვალწინ. სწორედ ესაა საოცარი! ბიძობა სეგრეგაციას და დისკრიმიანციას ვერ იტანს და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელ ყველა ბიძას აქვს ყ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 965 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“გამარჯობათ, თქვენ მოხვდით კომპანია “მულტიპლექს სოლიუშენის” საქართველოს ოფისში...” – ეს ავტომოპასუხე, ტელეფონის ნომერზე - 507 111 ასეთნაირად, დაახლოებით გასული წლის ნოემბრიდან პასუხობს. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ “ინტერესთა გამოხატვის” შედეგები შეაჯამა და შეზღუდული პასუხისმგებლობების საზოგადოებები -  “საქწყალკანალის” და ”თბილისის წყლის” 100%-იანი სახელმწიფო წილი შპს ”მულტიპლექს სოლიუშენს” გადასცა.

პრეზენტაცია, სასწრაფოდ!
ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შედეგების გამოცხადების შემდეგ პრესის წარმომადგენლები ”თბილისი მერიოტში” გადაიპატიჟა. ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული კომპანია პრეზენტაციას გამართავდა. ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად ფაქტს თვალყურს რუსული ტელევიზიებიც აშუქებდნენ. ქართულ მხარეს ვინმე ანდრო ბასილაია წარმოადგენდა, რომელმაც უხერხულ შეკითხვებს თავი ვეღარ აარიდა და საბოლოოდ ასეთი სახის განცხადება გააკეთა:

- ჩვენ ამ სფეროში, გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ არ გვეშინია. ჩემს გვერდით ჩვენი ფინანსური პარტნიორი ზის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ სიტუაცია მართვადი გახდეს... ესეც, პრეზენტაცია, ისეთი მოულოდნელი იყო ჩვენთვის ეს გამარჯვება რომ... ერთ ორ კვირაში იქნება ჩვენი პროგრამის დიდი პრეზენტაცია და ყველაფერს იქ გეტყვით...

კომპანია როდის დაარსდა და რა ბიზნეს გამოცდილება გაქვთ?
- კომპანია დაახლოებით სამი წლის წინ, თუ ორი?! 2005 წელს დაარსდა და სხვადასხვა სახის ბიზნეს პროექტებში ვიღებდით მონაწილეობას...

უკაცრავად, იქნებ დაასახელოთ ის ბიზნეს პროექტები სადაც კომპანია ”მულტიპლექს ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 791 | თარიღი: 15.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz