სამშაბათი, 14.05.2024, 18:02
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 12 » ალიანსის წევრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს
ალიანსის წევრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს
14:25

ნატო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.

გუშინ ჩრდილო ანტლანტიკურმა საბჭომ ალიანსში საქართველოს ელჩთან რევაზ ბეშიძესთან შეხვედრა გამართა .

შეხვედრისას ჩრდილო ატლანტიკური  საბჭოს დიპლომატებმა აღნიშნეს, რომძალაში რჩება სურვილი საქართველოს ფართომასშტაბიანი დახმარების შესახებ, მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროშიც.”

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩი თბილისს 15-16 სექტემბერს ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. ამ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 აგვისტოს მიიღეს.

ნატოზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა  "ასოშიეითედ პრესისთვისმიცემულ ინტერვიუში .

სააკაშვილი ნატო- მოუწოდებს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი არ გააჭიანუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის აგრესია დაუსრულებელ ისტორიად იქცევა. პრეზიდენტის აზრით, ნატო- არ უნდა გამოიჩინოს სისუსტე.

"იმ შემთხევაში, თუ საქართველო ნატო- წევრი არ გახდება, რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლს გაამყარებს, რაც კრემლის ძირითადი მიზანი იყო.

მომავალში ეს რუსეთისთვის სხვა ანალოგიური ჩარევებისთვის რეცეპტი გახდება",-მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილი.

კიდევ ერთ მოწოდებას ნატოს მიმართ, ამჯერად უკვე რუსეთში აკეთებან. ოფიციალური მოსკოვი ალიანსს აფრთხილებს, რომ თბილისში ვიზიტისას საფრთხე ელით . მათი თქმით,  შესაძლოა ქართულმა მხარემ პროვოაცია მოაწყოს და ეს რუსეთს დაბრალდეს.

Просмотров: 798 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz