სამშაბათი, 14.05.2024, 17:44
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ პარლამენტი სრულიად ახალ კანონს მიიღებს
პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ პარლამენტი სრულიად ახალ კანონს მიიღებს
17:48

პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ პარლამენტი სრულიად ახალ კანონს მიიღებს. 

არის კიდევ ერთი სიახლე: პარტიების სამი კომპონენტისგან შემდგარ დაფინანსებას კიდევ ერთი დაემატება  – პარტიები ფულს სპეციალურად შექმნილი ფონდიდანაც მიიღებენ.

ასეთია წინასწარი შეთანხმება, რომლითაც ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა დღევანდელი სხდომა დაასრულეს. 

”პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. შენარჩუნდება დაფინანსების სამივე კომპონენტი: საბაზისო, ამომრჩეველთა ხმებისა და საპარლამენტო მანდატების მიხედვით განსაზღვრული დაფინანსება, რომელთაც დაემატება მეოთხე – ფონდის დაფინანსება”- განუცხადა ჟურნალისტებს ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელმა გია თორთლაძემ, რომლის თქმით, ყველა აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.   

როგორც ცნობილია, რიგი ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ახალი პარლამენტის მიერ პირველივე სხდომებზე იქნა მიღებული. ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელთა წევრებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და პარლამენტის შემადგენლობა დატოვეს. აღნიშნული ცვლილება იმ პოლიტიკურ პარტიებსაც ეხება, რომელთა წევრები თავად პარტიის შემადგენლობას ტოვებენ. 

მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ის პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი გადალახა, საბაზისო დაფინანსებას ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარის ოდენობით იღებს. 150 ათასს ემატება დაფინანსების კიდევ ორი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრულია ამომრჩეველთა მხრიდან მიღებული ხმების პროპორციულად და საპარლამენტო მანდატების რაოდენობის მიხედვით. 

პოლიტიკური პარტიებისთვის შეწვეტილი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენის და კანონით განსაზღვრული საბაზისო დაფინანსების მოცულობის გაზრდის საკითხი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა.

Просмотров: 826 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz