პარასკები, 29.03.2024, 17:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » დეკემბერი » 4 » ბოგანოთა და მოსულელოთა შოუმენი
ბოგანოთა და მოსულელოთა შოუმენი
23:17
რუსული პუბლიკის დიდი ნაწილი დღეს განსაკუთრებით აჟიტირებულ იყო ”მამა- მარჩენალისგან” სწორედ იმ პასუხების მოსმენით, რაც მათ ფსიქიკას ზუსტად მიესადაგებოდა. ვლადიმერ პუტინმა ამჯერად, რიგით, თუ არ ვცდები, მე-7 გასაუბრება მოაწყო საკუთარ ამომრჩეველთან, თუმცა მსგავსი ტელეხიდი პრემიერის რანგში წელს პირველი იყო.

ვიღაცეები შეშას ითხოვდნენ, ვიღაცეები სიყვარულს, ხოლო შედარებით ”ინტელექტუალები” მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და მის გავლენას რუსეთზე და რუსეთ-საქართველოს პოლიტიკასაც გადასწვდნენ. სამსაათიანი კითხვა-პასუხის რეჟიმში, პუტინმა 2,2 მილიონი რუსეთის მოქალაქის 1,5 მილიონი ზარიდან და 600 ათასი SMS-დან, 70-მდე კითხვას უპასუხა და ბოლომდე ითამაშა ”კეთილი მეფის” როლი.

ამ კითხვა-პასუხში ერთადერთი, რაც, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად, საინტერესოდ გამოიყურებოდეს პუტინის ის განცხადება იყო, სადაც მან კატეგორიულად გამორიცხა 2012 წლამდე საპრეზიდენტო პოსტზე დაბრუნების შესაძლებლობა.ვნახოთ, მაგრამ ამჯერად, პუტინი, როგორც თავად აცხადებს, ”მთავრობის გადაყენების მიზეზს ვერ ხედავს”.

კიდევ უფრო საინტერესო იყო მისი პასუხი საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ამ უკანასკნელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გასვლას არ აპირებს.

- ”სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში სისხლის აბანოები მოაწყო. რაც შეეხება აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის მხარდაჭერას, ეს იმ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რომელიც რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს დადებული. ეს აგრესია რომ არ მომხდარიყო, რუსეთი ალბათ, მართლაც არ დაიშურებდა ძალისხმევას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყველანაირი პირობა შეექმნა, მაგრამ ამ აგრესიის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს შეუძლებელია. მიღებული გადაწყვეტილება კი ამ რეგიონში მომავალი სისხლისღვრის ასაცილებლად იყო საჭირო”, - ბრძანა ჩვენი დროის ”გმირმა”.

ახლა კი პუტინი იმედოვნებს, რომ ”საქართველოს საზოგადოება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი პასუხისმგებლობა დააკისროს მთავრობას, რომელმაც ქვეყანა ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა”.

ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფრანგ ჟურნალისტებთან გახმოვანებული მუქარა - ”სააკაშვილს ერთი ადგილით ჩამოვკიდებ”, - როგორც ჩანს, სიბრაზით ნასროლი ფრაზა სულაც არ ყოფილა. პუტინს დღემდე ბოღმა ახრჩობს ”ლილიპუტინის” და ”ფეკალიების” გახსენებაზე და, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იკითხა: ”მართალია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს ერთი ადგილით ჩამოკიდებით ემუქრებოდა”.  პუტინმა უპასუხა: ”რატომ მხოლოდ ერთით?!”

ჩვენს ”მკვდარს” თავად მივხედავთ, მაგრამ დროა პუტინმა თავის ”ერთ ადგილს” მიხედოს, რომ რუსმა ოლიგარქებმა სწორედ იგი არ ჩამოკიდონ ”ერთი ადგილით.” მისი წყალობით, რუსეთმა უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი ნახა და საეჭვოა ფულის საზოგადოებამ მას ეს ადვილად აპატიოს.

პუტინის დღევანდელი პასუხები, სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფლა, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არც ყურადღების ღირსად უნდა ჩაითვალოს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ ეს განცხადებები რუსეთის ყველაზე დაბეჩავებული, ბოგანო და მოსულელო საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი.

- ”რუსეთმა ზომიერების გრძნობა დიდი ხანია დაკარგა, მაგრამ პუტინს ისეთი სკოლა  აქვს გავლილი - ”კეთილშობილ ქალთა გიმნაზია”, რომ ზომიერების გრძნობაზე საუბარი ზედმეტია. თქვენ რა გგონიათ, პუტინი დასავლეთსაც ამ ტონით ელაპარაკება? დარწმუნებული ვარ, როდესაც პუტინი შროდერს და მერკელს ელაპარაკებოდა, ისევე უპასუხებდა, როგორც თავის დროზე, რუსეთის მეფეები პასუხობდნენ ევროპელებს. ნიკოლოზ პირველი და ეკატერინეც ამბობდა, რომ რუსეთის მოსახლეობას ასეთ ტონში მოსწონდა ლაპარაკი, რა ვქნათ, ასეთია ჩემი ხალხიო. ასე იყო სტალინი და ასეა პუტინიც. აქ გასაკვირი არაფერია”, - ამბობს სოსო ცინცაძე.

სხვათა შორის, რუსეთის ინტელექტუალური საზოგადოების პოტენციალები  ყოველთვის პოლარიზებული იყო და სწორედ ეს იყო რუსეთის ტრაგედია. რუსეთში ყოველთვის ცოტანი იყვნენ ჩერნიშევსკები, დოსტოევსკები, ტოლსტოები და ძალიან ბევრი იყო კატკოვები და სლავიანოფილები.

რუსეთში ახლაც, ცოტაა რუსეთის მემარჯვენე პოლიტიკური ძალები, მას ყოველთვის ყავდა და ეყოლება სოლცენიჟინი, ლიხაჩოვი და მათი მსგავსი ადამიანები, მაგრამ რუსეთში უზარმაზარი არმიაა იმ მასისა, რომელიც ყველაფრის წამლეკავი და უარმყოფელია.

პუტინის ამომრჩევლების უდიდესი მასაც სწორედ ეს ხალხია და ამიტომ, პუტინიც დღეს მათ ელაპარაკებოდა. აქ კიდევ ერთი დეტალია საყურადღებო, როცა პუტინი საკუთარ ელექტორატს ელაპარაკება, ძალას არ იშურებს, რომ მედვედევი არ დაამციროს.

- ”პუტინი შიშობს - ღმერთმა ნუ ქნას, მედვედევმა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია. ომის დროსაც, მთავარსარდალი მედვედევი იყო, მაგრამ პუტინი  თავად ხელმძღვანელობდა პროცესებს. თავპირისმტვრევით ჩამოვარდა პეკინიდან  ვლადიკავკაზში და სიტყვა არ აცალა მედვედევს. გასაოცარი ისაა, რომ მედვედევს, ან ღირსება არ აქვს, ან?.. როგორც ჩანს, პუტინს ლაგამი კარგად აქვს ამოდებული მისთვის, ან ისეთი შეთანხმება არსებობს, რომლის უკანაც ძალა დგას პუტინის ხელში”, - ასკვნის სოსო ცინცაძე.

ეს ვითარება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ რუსეთში საბჭოთა კავშირი ბრუნდება. პუტინი რუს ხალხს ყოველდღიურად ახსენებს მმართველი პარტიის ძლევამოსილებას. საბჭოთა კავშირის დროს, პრეზიდიუმის თავმჯდომარე სხვა არაფერი იყო, თუ არა პრეზდენტი, მაგრამ გენერალურ მდივანთან შედარებით, იგი თითქმის არაფეს წარმოადგენდა. ახლაც, პრეზიდენტი მედვედევი აბსოლუტური ნოლია და რუსეთში პრემიერი პუტინი წყვეტს ყველაფერს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის. ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, კითხვებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია  ამზადებს და პასუხებიც ამის მიხედვით მზადდება. ეს პროცესი არც საქართველოსთვისაა უცხო, რაშიც ჩვენი კოლეგები, ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც დაგვეთანხმებიან.

სააკაშვილი ზოგჯერ ისეთ რამეს წამოროშავს, ინფარქტს აგკიდებს, მაგრამ უსაგნოდ რომ არ ილაპარაკოს, შიგადაშიგ, კითხვების ჩასმის აუცილებლობა დგება. ასე იყო პუტინის შემთხვევაშიც, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ქართულ საზოგადოებას სააკაშვილი კერპად არ ჰყავს და არც პუტინივით ”აბოლებინებს” თავს. რუსეთში კი ეს მოსწონთ და სულგანაბული უსმენენ თავიანთ ლიდერს. ესაა და ეს.

სოსო ცინცაძე ამბობს, რომ პუტინმა ეს შოუ ძალზედ პრაგმატული და პრაქტიკული მოსაზრებებით დადგა. ამავედროს ძალზედ ჭკვიანურად. პოლიტოლოგი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ხვალიდან მისი რეიტინგი, რომელიც 90%-ის ფარგლებში მერყეობს რამდენიმე პუნქტით მოიმატებს.

- ”პუტინმა შესანისნავად იცის რომ ცირკს აწყობს და სხვა ბევრისგან განსხვავებით, იცის თუ რატომ აწყობს. ცირკს ყოველთვის უკუეფექტი მოყვება, მაგრამ პუტინის ცირკს პრაგმატული ეფექტი ახლავს და სწორედ ეს არის განსხავება”.

Просмотров: 829 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz