ხუთშაბათი, 19.09.2019, 17:53
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » დეკემბერი » 04

ფინეთში დღეს ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-16 შეხვედრა დაიწყებს მუშაობას. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამიტს არ დაესწრება ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, იგი ვიზიტით ინდოეთში  იმყოფება. 


ამერიკის დელეგაციას სამიტზე სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. სამიტს დაესწრება 52 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოს დელეგაციას საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილი თავმჯდომარეობს. მოგვიანებით გაირკვევა, გაიმართება თუ არა საქართველოსა და რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრების ორმხრივი შეხვდრა.
ცნობილია, რომ სამიტზე ჩადის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მას ჰელსინკში დღეს ელოდებიან. დღესვე დაგეგმილია მინისტრების არაფორმალური სადილი, სადაც ლავროვი წარმოადგენს “პანევროპული უსაფრთხოების შესახებ” რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის ახალი ინიციატივის  მთავარ ფორმულირებებს.


წინასწარი ინფორმაციით, სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ევროპული უსაფრთხოების პაქტი იქნება. ამის თაობაზე გუშინ ბრიუსლეში გამართულ შეხვედრაზე კონდოლიზა რაისმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა ისეუბრეს.


რაც შეეხება დღის წესრიგს, სამიტი დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე გაიხსნება. სიტყვით გამოვლენ ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ალექსანდრ სტუბი და ეუთო-ს  გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო. 


15.00 საათისთვის სამიტის პლენარუ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 590 | თარიღი: 04.12.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსი უფლებადამცველბი ევროკავშირს მოუწოდებენ, რუსეთთან ურთიერთობაში აგვისტოს მოვლენები გაითვალისწინონ. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.

მიმართვას რუსეთის ოცამდე წამყვანმა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. 
მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადებისას ევროკავშირი ისე არ უნდა მოიქცეს, თითქოს სამხრეთ კავკასიაში ომი არ ყოფილა. 

მათივე აზრით, აგვისტოს მოვლენების იგნორირება ახალი კრიზისებისთვის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პირობების შექმნას ნიშნავს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ სარკოზი-მედვედევის გეგმა სრულად არ არის შესრულებული, კერძოდ, რუსული ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე არ დაბრუნებულან.

"ისე მოქცევით, თითქოს, ეს ასე არ არის, ევროკავშირი არათანმიმდევრულობას იჩენს, როგორც ომის პირველ დღეებში, როცა სააკაშვილის ქმედებებს ნათელ შეფასებას არ აძლევდა", - აცხადებენ რუსი უფლებადამცველები. 

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ "აგვსიტოს მოვლენებამდე ჩეჩნეთში რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებზე, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ევროპის არაადეკვატურმა რეაქციამ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ უყურადღებობამ მიგვიყვანა".

წაკითხულია: 634 | თარიღი: 04.12.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თავდაცვის სამინისტროში დღეს საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეთა ასოციაციათან შეხვედრა გაიმართა.

სტუმრები შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა,  პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღო. ასოციაციის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ ბრენდმა გაერთიანებული შტაბის უფროსს ასოციაციის შემადგენლობა პირადად წარუდგინა.


შეხვედრას ასევე სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის და ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსები დაესწრნენ.

მხარეებმა შეხვედრისასა საქართველოს შეიარაღებული ძალების  შესაძლებლობების განვითარებისა და რესტრუქტურიზაციის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ბრენდმა ასოციაციის სახელით, ქართულ მხარეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში დახმარება აღუთქვა

წაკითხულია: 620 | თარიღი: 04.12.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიის ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.

ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს. 

მოძრაობის ლიდერი პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას დაესწრება, რომელზეც მოხსენებით თემაზე ”საქართველოს კრიზისის შედეგები ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლურ პოლიტიკაზე”გამოვა.

ნინო ბურჯანაძე საქართველოში 7 დეკემბერს დაბრუნდება.

წაკითხულია: 618 | თარიღი: 04.12.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დედოფლისწყაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩამოყალიბებული უფასო სასადილოს დირექტორს უყურადღებობასა და საკვების მითვისებაში ადანაშაულებენ.

როგორც სოციალურად დაუცველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს,  სასადილო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და გათვალისწინებული თანხებით ბენეფიციარებს კვირაში ორჯერ მაინც ხორციანი წვნიანით უნდა კვებავდნენ, არადა სასადილოს ხელმძღვანელობა მათ მხოლოდ ლობიოს და უხორცო წვნიანს აძლევს.

ერთ - ერთი სოციალურად დაუცველის თქმით, მან დახმარებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. გამგეობაში სასადილოს ბენეფიციართა პრეტენზიებით არ დაინტერესდნენ.

ამის მიზეზად სოციალურად დაუცველები იმას ასახელებენ, რომ სასადილოს ხელმძღვანელი ფიქრია წიკლაური, დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის გელა თეთრაულის მეუღლეა.

სოციალურად დაუცველები ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან თავს იკავებენ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ სასადილოს ხელმძღვანელმა მუქარა სისრულეში მოიყვანოს და მომჩივანი ბენეფიციარები ულუკმაპუროდ დარჩნენ.

უფასო სასადილოს ხელმძღვანელი ფიქრია წიკლაური სოციალურად დაუცველების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ამ საკითხზე კომენტარი არც დედოფლისწყაროს გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა გააკეთა.

წაკითხულია: 671 | თარიღი: 04.12.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსული პუბლიკის დიდი ნაწილი დღეს განსაკუთრებით აჟიტირებულ იყო ”მამა- მარჩენალისგან” სწორედ იმ პასუხების მოსმენით, რაც მათ ფსიქიკას ზუსტად მიესადაგებოდა. ვლადიმერ პუტინმა ამჯერად, რიგით, თუ არ ვცდები, მე-7 გასაუბრება მოაწყო საკუთარ ამომრჩეველთან, თუმცა მსგავსი ტელეხიდი პრემიერის რანგში წელს პირველი იყო.

ვიღაცეები შეშას ითხოვდნენ, ვიღაცეები სიყვარულს, ხოლო შედარებით ”ინტელექტუალები” მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და მის გავლენას რუსეთზე და რუსეთ-საქართველოს პოლიტიკასაც გადასწვდნენ. სამსაათიანი კითხვა-პასუხის რეჟიმში, პუტინმა 2,2 მილიონი რუსეთის მოქალაქის 1,5 მილიონი ზარიდან და 600 ათასი SMS-დან, 70-მდე კითხვას უპასუხა და ბოლომდე ითამაშა ”კეთილი მეფის” როლი.

ამ კითხვა-პასუხში ერთადერთი, რაც, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად, საინტერესოდ გამოიყურებოდეს პუტინის ის განცხადება იყო, სადაც მან კატეგორიულად გამორიცხა 2012 წლამდე საპრეზიდენტო პოსტზე დაბრუნების შესაძლებლობა.ვნახოთ, მაგრამ ამჯერად, პუტინი, როგორც თავად აცხადებს, ”მთავრობის გადაყენების მიზეზს ვერ ხედავს”.

კიდევ უფრო საინტერესო იყო მისი პასუხი საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ამ უკანასკნელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გასვლას არ აპირებს.

- ”სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში სისხლის აბანოები მოაწყო. რაც შეეხება აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის მხარდაჭერას, ეს იმ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რომელიც რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს დადებული. ეს აგრესია რომ არ მომხდარიყო, რუსეთი ალბათ, მართლაც არ დაიშურებდა ძალისხმევას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყველანაირი პირ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 621 | თარიღი: 04.12.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2019
Website builder - uCoz