თავდაცვის სამინისტროში დღეს საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეთა ასოციაციათან შეხვედრა გაიმართა.
სტუმრები შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღო. ასოციაციის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ ბრენდმა გაერთიანებული შტაბის უფროსს ასოციაციის შემადგენლობა პირადად წარუდგინა.
შეხვედრას ასევე სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის და ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსები დაესწრნენ.
მხარეებმა შეხვედრისასა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და რესტრუქტურიზაციის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ბრენდმა ასოციაციის სახელით, ქართულ მხარეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში დახმარება აღუთქვა
|