პარასკები, 26.04.2024, 05:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » ძველი სიახლები
ცნობილი გახდა ქართული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული მოიერიშე თვთმფრინავების, კერძოდ ”სუ-25”-ის ერთ-ერთი მფრინავის ვინაობა.

იგორ ჟინოვი, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია. ზინოვი მოსკოვის გარეუბანში, კერძოდ, ქალაქ ჟუკოვსკში უფროს მფრინავ - გამომცდელად იყო მივლინებული.

დაკავებულია კიდევ ორი დაჭრილი რუსი პილოტი, ნაპოვნია გარდაცვლილის გვამიც, რომლის გვარიც, სავარაუდოდ, ჟავჩინია.

აღსანიშნავია, რომ ზინოვის უბის წიგნაკის ჩანაწერებში აღმოჩნდა ლექსი, რომელიც რუს მეომრებში ანტიდასავლური განწყობის შექმნას ემსახურებოდა:
Пока у русского солдата,
Есть спички, пули, самогон,
Сосите хрен, солдаты НАТО,
Дрожи от страха, Пентаго

ცნობისთვის ეს ”პოეზიის” მოყვარული პილოტი აცხადებს, რომ არ ახსოვს სად მიფრინავდა და რატომ

წაკითხულია: 899 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
8 აგვისტოს, რუსულმა ბომბდამშენებმა სისხლიანი კვალი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში დატოვეს. გორისა და ქარელის დაბომბვის შედეგ, ერთმანეთის მიყოლებით დაიბომბა მარნეული, ბოლნისი, ვაზიანი, რაჭა, ქუთაისი, სენაკი, ფოთი... დაიღუპა 10-მდე ადამიანი.

საქართველოს მოსახლეობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენებს მათში პანიკა არ გამოუწვევია და ეს თავდაჯერებულობა ქართული არმიის მოქმედებებზეც აისახა.

ზნაურის რაიონის და ცხინვალის შემოგარენის სეპარატისტებისაგან სრული გათავისუფლების შემდეგ, ქალაქ ცხინვალს ქართულმა შენაერთებმა სამი მხრიდან შეუტიეს. უტევდნენ ერედვის, ნიქოზისა და სოფელ ხეთაგუროვოს მხიდან და ალყის რკალი თანდათან უფრო ვიწყოვდებოდა. ცხინვალის ცენტრამდე მიღწევის შემდეგ, 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ქუჩის ბრძოლები, სადაც განსაკუთრებული მისია საპოლიციო შენაერთებს ეკისრებოდათ.

დაახლოებით საღამოს 6 საათისათვის, ქართველებმა ქალაქის სრული გაწმენდა მოახერხეს. აიღეს ცხინვალის ყველა დაწესებულება და 17-წლიანი გაურკვევლობის შემდეგ, ცხინვალის ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე ქართული პირველად დროშა ააფრიალეს.

ნიკო ბარიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე მაგრად ზნაურის აღების დროს იომეს. ზნაურის შესასვლელთან მდგომ ვითომ სამშვიდობო ჯარებში მყოფ რუსებს ეგონათ, ქართველები ზნაურში ცენტრალური გზით შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენებმა ეშმაკობა გამოიჩინეს. ჯერ აიღეს ზნაურის შემოგარ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 953 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 3.0/2 | კომენტარი (0)

რუსეთის გეგმა სატანკო იერიშის განხორციელების შესახებ ჩაიშალა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული შენაერთების მიერ აფეთქებულია რუსეთის ფედერაციის 40-მდე ტანკი და ჩამოგდებულია ათი მოიერიშე თვითმფრინავი.

მისივე განცხადებით, ორი დაჭრილი რუსი პილოტი გადაყვანილია თბილისის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში და ამ დროისთვის მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. როგორც ზღულაძემ აღნიშნა, რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონაში გარკვეულ გადაჯგუფებებს ახორციელებენ და შესაბამისი ტაქტიკური ცვლილებები განხორციელდება ქართულ შენაერთებშიც.

ეკა ზღულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”ქართული შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ სიმშვიდეს ცხინვალსა და მის შემოგარენში”.

წაკითხულია: 870 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართულმა სპეცრაზმმა ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, წრიაყანის მთავარ სიმაღლეზე რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების რაზმი სრულად გაანადგურა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ქართულმა ჯარებმა რუსული ავიაციის 10 ბომბდამშენის განადგურებაც შეძლეს და რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსულ მხარეს ქართველებთან ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს ”წითელი ჯვრის” საშუალებით დაუბრუნებენ.

ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

- ”ჩვენს ჯარებს ტყვედ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ჰყავთ აყვანილი, თუმცა ჩვენ მათ დაკავებას არ ვაპირებთ და რუსულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაცია ”წითელი ჯვრის” საშუალებით გადავცემთ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთს კონფლიქტის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გვამებსაც გადასცემენ.

 

წაკითხულია: 942 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შექმნილ ვითარებაში უკრაინა მზად არის, საქართველოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე ელისეევმა გორში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელისეევის განცხადებით, უკრაინელი ხალხი გულგრილი არ არის იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში განვითარდა.

- ”უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ყოველ საათში იღებს ინფორმაციებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და საქმის კურსშია ყველა დეტალის შესახებ, რაც საქართველოში ხდება”,-აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ იუშჩენკოს თანადგომა გადმოსცა და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.

ელისეევის განმარტებით, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ ქვეყნების ხელისუფლებასთან, სადაც ისინი არიან აკრედიტებული.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა, პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების გარდა, საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, ელისეევმა აღნიშნა, ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება ამ საკითხს არ განიხილავს.

- ”ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- დასძინა კონსტანტინ ელისეევმა.

წაკითხულია: 821 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთმა კოდორის ხეობა ბლოკადაში მოაქცია. ჭურვები ზემო აფხაზეთის სოფლებში საკენში და ქვაბჩარაში ჩამოყარეს.

ამასთან, რუსული ბომბდამშენების მიერ დაიბომბა და განადგურდა ზემო აფხაზეთში მისასვლელი გზა.

ასევე გაწყვეტილია კავშირი თავად ხეობის სოფლებს შორის. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა ზემო აფხაზეთში მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერეს.

ზემო აფხაზეთის ტერიტორიას ”მიგ-29” ტიპის 8 მფრინავი აპარატი ზვერავდა.

ბომბორადან ხეობაში ჯერ ოთხი მზვერავი თვითმფრინავი შეფრინდა, შემდეგ მას კიდევ სამი მიჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთმა სოფელ აჟარაში მდებარე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერა.

ახლახანს ონის რაიონში, კურორტ შოვის თავზე რვა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა.

თვითმფრინავები მამისონის უღელტეხილის მიმართულებით გაფრინდნენ, სადაც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთი გადის.

დაახლოებით ერთი საათის წინ კი, რუსულმა ავიაციამ ქალაქ ონში ჭურვი ჩამოაგდო, თუმცა, აფეთქება მთებში მოხდა და შედეგად არავინ დაზარალებულა.

დღეისთვის საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად.

მათივე ცნობით, რუსეთ_საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე, ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 942 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 121 122 123
Форма входа
Календарь новостей
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz