ხუთშაბათი, 26.12.2024, 17:32
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 10 » უკრაინა მზად არის, საქართველოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს
უკრაინა მზად არის, საქართველოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს
00:08
შექმნილ ვითარებაში უკრაინა მზად არის, საქართველოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე ელისეევმა გორში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელისეევის განცხადებით, უკრაინელი ხალხი გულგრილი არ არის იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში განვითარდა.

- ”უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ყოველ საათში იღებს ინფორმაციებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და საქმის კურსშია ყველა დეტალის შესახებ, რაც საქართველოში ხდება”,-აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ იუშჩენკოს თანადგომა გადმოსცა და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.

ელისეევის განმარტებით, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ ქვეყნების ხელისუფლებასთან, სადაც ისინი არიან აკრედიტებული.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა, პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების გარდა, საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, ელისეევმა აღნიშნა, ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება ამ საკითხს არ განიხილავს.

- ”ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- დასძინა კონსტანტინ ელისეევმა.

Просмотров: 852 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz