ოთხშაბათი, 04.12.2024, 02:32
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 10

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ძალები უკვე ჩამოვიდნენ ერაყიდან.

საქართველოს ერაყში 2 ათასი სამხედრო ჰყავდა განთავსებული.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისი ყველა მათგანის გამოწვევას აპირებდა საქართველოში რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე.

წაკითხულია: 947 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ სამშვიდობო ოპერაციებში ედმონდ მულეტმა 10 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარებას.

”დღეს აფხაზურმა მხარემ თავისი ძალები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა კონფლიქტის ზონაში. ამგვარი ქმედება თავდაპირველად აღკვეთა დსთ-ს სამშვიდობო ძალებმა, მაგრამ მათმა სარდალმა გენერალმა ჩაბანმა გუშინ აცნობა UNOMIG-ს, რომ ისინი ვეღარ აჩერებენ აფხაზებს იარაღისა და ძალების კონფლიქტის ზონაში შეყვანისგან.  UNOMIG-მა დაადასტურა, რომ სამშვიდობოები არც ეცადნენ შეეჩერებინათ ამგვარი ქმედება. ამჟამად აფხაზური ძალები და მძიმე ტექნიკა ცეცხლის შეწყვეტის ზოლის გასწვრივაა განლაგებული,” განაცხადა მან. 

მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სთხოვა UNOMIG-ს გაეყვანა დამკვირვებლები ზემო კოდორის ხეობიდან, რადგანაც მათი უსაფრთხოება გარანტირებული ვეღარ იქნებოდა. შედეგად, UNOMIG-მა 15-ივე დამკვირვებელი გაიყვანა ხეობიდან.

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის განცხადებით, UNOMIG-ს ასევე აცნობეს სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ზემო კოდორის ხეობა თითქმის დატოვა მშვიდობიანმა მოსახლეობამ.

”გასული ღამის მანძილზე და დღეს UNOMIG-მა მიიღო ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში და მის მახლობლად აფხაზური და რუსული ძალების ზრდის თაობაზე,” - განაცხადა მან. ”აფხაზური ძალები და მძიმე ტექნიკა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისკენ დაიძრა”.

”მოხდა ზუგდიდის მახლობლად დაბომბვა, რ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 843 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს მთავრობის განცხადებით, 10 აგვისტოს 19:00 საათზე რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა.

”შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველომ შესთავაზე რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა, საქართველოში რუსეთის ელჩის საშუალებით, და გამოაცხადა საქართველოს მზადყოფნა დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე,” - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ თბილისზე იერიში ”იძლევა იმ მტკიცებულებას, რომ რუსეთის შემოჭრა საქართველოში მხოლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ უკავშირდება”.

”რუსეთის ფედერაციის მიზანი - რომელმაც დღეს ჩვენი საზღვაო პორტები ბლოკადაში მოაქცია და განაგრძობს დასახლებული ტერიტორიების დაბომბვას ქვეყნის მასშტაბით - არის ამ პატარა ევროპული ერის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება,” - განაცხადა ლომაიამ.

მანამდე რადიო ”ფორტუნა” აცხადებდა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ტერიტორია დაბომბა. რადიოსადგურმა აეროპორტის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჭურვი აეროპორტიდან 5 კმ-ის მოშორებით ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო თბილისის აეროპორტის დაბომბვის ფაქტი და განაცხადა, რომ ეს ”დეზინფორმაციაა”.

წაკითხულია: 918 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გრიგოლი კარასიანი განცხადებას აკეთებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ” ქართულ მხარესთან მოლაპარაკება არ გაიმართება.

საქართველომ უნდა გაიყვანოს ჯარები 1992 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზომამდე და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი არ შედგება. ”

გრიგოლი კარასინმა კომენტარი გააკეთა ოფიციალური კიევის განცხადებაზეც: ”კიევის უკანასკნელი განცხადებები ხელს არ შეუწყობს, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ასრულებს თავის მოვალეობას. 

ჩვენ არ გვინდა იგივე განმეორდეს აფხაზეთშიც რაც მოხდა ცხინვალში. ამით აიხსნება საბრძოლო გემების გამოჩენა საქართველოს საზღვრებთან ახლოს. ”

შეგახსენებთ, რომ დღეს კიევის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კიევმა შესაძლოა შეაფერხოს საქართველოსაკენ მომავალი რუსეთის საზღვაო ფლოტი.  

წაკითხულია: 850 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პოლიტოლოგ ჰენრი კუპრაშვილს მიაჩნია, რომ ამერიკის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 981 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (1)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილა და მოითხოვა კონფლიქტის ზონიდან ქართული საჯარისო ფორმირებების სრულად გაყვანა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 10 აგვისტოს გამთენიისას კონფლიქტის ზონა ქართულმა ძალებმა სრულად დატოვეს და ცეცხლი შეწყვეტილია.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარში ლავროვმა მოიყვანა ”კონკრეტული ფაქტები” ქართული შენაერთების ცხინვალსა და მის შემოგარენში კვლავ ყოფნის თაობაზე.

”ეკა ტყეშელაშვილი დაპირდა, რომ სასწრაფოდ დააზუსტებს სიტუაციას და დაარწმუნა რუსული პოზიციის გაგებაში იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რომელიც უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ საქართველოში შექმნილ სიტუაცია ლავროვმა სატელეფონო საუბარში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან განიხილა.

წაკითხულია: 792 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 

როგორც ამერიკის ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადემ უშიშროების საბჭოს სხდომის დროს განაცხადა, რომ ლავროვმა კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში მოითხოვა, რომ სააკაშვილი წავიდეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან.

წაკითხულია: 873 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 

მიხეილ სააჯაშვილმა მოსახლეობას მიმართა. მან პირველ რიგში მიუსამძიმრა მიმდინარე ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს.

ეს დღეები ქვეყნისთვის  გადამწყვეტია, ამიტომ  მნიშვნელოვანია   მოსახლეობის გამძლეობა. მან ამისთვის მოსახლეობას მადლობა  გადაუხადა  და  განაცხადა, რომ ეს დაბომბვები, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, გამიზნულია ხალხში პანიკის დასათესად.

პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ჩართულია როგორც საფრანგეთის  ასევე აშშ. 

წაკითხულია: 892 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, ზემო აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა და ვითარების ესკალაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმდინარე სხდომაზე სამშვიდობო ოპერაციებში გენერალური მდივნის მოადგილემ ედმონდ მიულერმა განაცხადა.

მიულერის ინფორმაციით, ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფონზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სამხედრო ძალების მობილიზებას და ვითარების ესკალაციას ახდენს. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზური ძალების გადაადგილებას რუსი სამშვიდობოები ხელს არ უშლიან და ამ დროისთვის აფხაზური ჯარები ცეხლის შეწყვეტის ხაზთან არიან განლაგებულნი.

ედმონდ მიულერის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას ზემო აფხაზეთიდან დამკვირვებლების გაყვანა ურჩია და მისიამ ამ დროისთვის ხეობიდან უკვე 15 თანამშრომელი გაიყვანა.

"სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ზემო აფხაზეთზე დარტყმას განახორციელებს და ქართულ ძალებს გააძევებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მხრის სამოქალაქო და სამხედრი პირებს ულტიმატუმიც წაუყენა. ამ ოპერაციასთან დაკავშირებით აფხაზები რუს სამშვიდობოებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებენ", - განაცხადა მიულერმა.

მისი განცხადებით, რუსული დესანტი კონფლიქტის ზონის სანაპიროსა და სოხუმის აეროპორტში უკვე გადასროლილია და იგეგმება აფხაზეთის სანაპიროებთან რუსული გემების კონცენტრაცია. მიულერი აქვე აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიას კონფლიქტის ზონისკენ ქართუ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 805 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და უშიშროების საბჭოს საქართველოს ოკუპაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
"ბოლო 12 საათის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის არაადამიანურ დაბომბვას. რუსეთის სახმელეთო ჯარები საქართველოს ოკუპაციის და მოსახლეობის განდგურებას ახორციელებს. რუსულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში 150 ერთეული ჯავშანტექნიკა და 300 საარტილერიო დანადგარი შეიტანა, ოჩამჩირეში შესულია 4 ათასი რუსი ჯარისკაცი. ჩვენი ჯარები კონფლიქტის ზონიდან შორს იმყოფებიან, მაგრამ რუსული ავიაცია საჰაერო დარტყმებს მაინც ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მან რუსული სამხედრო საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსული გემები საქართველოს პორტებში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას ხელს უშლიან.
ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთს აიძულებს. მისი თქმით, ზემო აფხაზეთზე სერიოზული შეტევა მზადდება და ამ ფონზე რუსი სამშვიდობოები სრულიად პასიურები არიან.
"ვთხოვთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს, აღდგეს მონიტორინგის საშუალებები და ყველა ზომა იქნას მიღებული საქართველოს მოსახლეობის განადგურების აღსაკვეთად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი შეფასებით, რუსეთის მცდელობა, საქართველოში შეჭრა სამშვიდობო ოპერაციად წარმოაჩინოს, სრულიად აბუსრდულია. ალასანიას განცხადებით, რუსულ მხარეს საერთაშორი ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 806 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ვლადიკავკაზში ჩასულმა რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა საქართველოსთან ბრძოლაში დაჭრილი მეომრები. 

ალაგირის ჰოსპიტალში ვიზიტისას პუტინმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია მაღალკვალიფიციური პერსონალით.

წაკითხულია: 868 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ორი ჯარისკაცი, რომელიც მკურნალობას გადიოდა სამედიცინო დაწესებულებაში, გარდაიცვალა. გარდაცვლილ ჯარისკაცთა რაოდენობა გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა კანცელარიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ მონაცემის გათვალისწინებით მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 94 ადამიანს. აქედან 47 არის სამხედრო პირი, ხოლო 47 – სამოქალაქო
წაკითხულია: 842 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსული ტელევიზიებისა და პრესის საშუალებით კრემლმა პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით აამოქმედა. რუსი ჟურნალისტების ტენდენციურობაზე უკვე საერთაშორისო მედია საუბრობს.

ერთი რამ ცხადია - მოსკოვი საინფორმაციო ომს იგებს. ხშირ შემთხვევაში უცხოური მედია სწორედ რუსულ ტელე-არხებსა და პრესაზე დაყრდნობით ამზადებს მასალებს.

ევროპის ტელევიზიები მათი რუსული ბიუროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ ბიუროების კორესპონდენტები ისეთივე ობიექტურები არიან, როგორც კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტები.

საქართველოს ხელისუფლებასა და მედია-საშუალებებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ რუსი ჟურნალისტების ტენდენციურობაზე ისაუბრონ. იმედია, სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ მიხვდა, რომ რუსი ყოველთვის რუსად დარჩება და რა პატივიც არ უნდა სცე, მაინც იმას იტყვის, რასაც პუტინ-მედვედევის ტანდემი უბრძანებს.

არადა, ოფიციალური თბილისი დროს, ენერგიასა და ფინანსებს არ იშურებდა იმისათვის, რომ რუსი ჟურნალისტების გული მოეგო. ტელევიზიების, ბეჭდური მედიისა თუ საინფორმაციო სააგენტოების კორესპონდენტები თბილისში არაერთხელ მოუწვევიათ, რათა მათთვის ადგილზე გაეცნოთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში.

ქართული სტუმართმასპინძლობით რუსების გულის მოგებას პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი ჩინოვნიკით დამთავრებული ყველა აქტიურად ცდილობდა. თუმცა, პატივისცემის შედეგი ქართულ მხარეს თითქმის არასდროს მოუმკია და რუსულ მედიაში საქართველოს შესახებ პოზიტიური და ობიექტური სტატიების წაკითხვის ბედნიერება არავის ჰქონია.

თუმცა, როგორც სახელმწიფო კანცელარიაში “პრესა.გე”-ს განუცხადეს, საქართველოში სტუმრად მყოფი ჟურნალისტების კალა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 871 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზეთის რამდენიმე რაიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ბაღაფშის ბრძანებულებით, 10 დღის ვადით საომარი მდგომარეობა გამოცხადდა გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებში და სოხუმის რაიონის ნაწილში, კერძოდ, სოფლების – ფსხუს, აგრას, გუმას, აკაფას, ძიგუთასა და ზემო კელასურის საზღვრებთან.

გალის რაიონის სოფლებში – ფიჩორაში, გაგიდასა და ბარღებში რუსული შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შევიდა. რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთი შტაბი გაგიდას საშუალო სკოლაშია განთავსებული.

”ტექნიკა, უმთავრესად, განმუხურის მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზეა განლაგებული. რუსულმა მხარემ ძალიან დიდი დამატებითი ძალა შემოიყვანა. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ მიზანი მხოლოდ გალის რაიონში პოზიციების გამაგრებაა და ზუგიდიდს რაიონის მიამრთულებით გადაადგილებას არ აპირებენ”, - აცხადებს გალის რაიონის მოსახლეობა.

სამი საათისთვის აფხაზურმა და რუსულმა ძალდებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის შტურმი დაიწყეს, რასაც წინ ინტენსიური საჰაერო თავდასხმა უძღვოდა. განსაკუთრებული სისასტილით დაიბომბა სოფლები აჟარა და გენწვისი.

მიუხედავად გააფთრებული სეტევებისა ქართულმა სამთავრობო ძალებმა ზემო აფხაზეთზე რუსული და აფხაზური მხარეების სახმელეთო შეტევა მოიგერიეს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილი თქმით, მიუხედავად ქართველების მოწოდებისა, აფხაზები რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და კოდორის ხეობაზე მიიტანეს შეტევა. იაკობაშვილი აცხადებს, ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 944 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა ჟვანიას განცხადებით, "პროცესში ჩათულია ეუთო და ევროკავშირი”. თუმცა, ოფიციალური თბილის ჯერ-ჯერობით შედეგს ელოდება. ელენე თევდორაძის განმარტებით: ”მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, რა მოთხოვნებს აყენებს რუსეთი ან როგორია მისი პოზიცია ჯერ უცნობია”.
წაკითხულია: 822 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Conflict in South Ossetia
წაკითხულია: 1199 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამ წუთებში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კეთდება განცხადები, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დატოვა კონფლიქტის ზონა რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.

გაეროს საბჭოს სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შემაშფოთებელია მდგომარეობა კოდორის ხეობაში

წაკითხულია: 866 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ალასანია გაეროს თხოვნით მიმართავს, რათა ამ უკანასკნელმა რუსეთს აგრესიისა და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

როგორც ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ჯარები კონფელიქტის ზონიდან შორს არიან, რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ქალაქების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს მაინც განაგრძობენ.  ერთ-ერთმა დაკავებულმა რუსმა პილოტმა აღიარა, რომ რუსული სამხედრო მფრინავები გაფრთხილებულნი იყვნენ, საქართველოს ქალაქების დაბომბვა შეუზღუდავად განეხორციელებინათ. 


როგორც ალასანია აცხადებს, სერიოზულად უტევენ კოდორის ხეობას. არის სერიოზული ნიშნები, რომ შეტევა გაგრძელდება. „რუსეთი ცდილობს, საკუთარი სრულმასშტაბიანი შეტევები გაამართლოს. იგი ცრუობს როცა აცხადებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები მშვიდობის დასამყარებლად მიმართული იძულებითი ღონისძიებებია“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 


მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყველა ქართული საჯარისო დანაყოფი კონფლიქტის ზონიდან უკვე გამოყვანილია.

წაკითხულია: 812 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
გორში განგაში გამოცხადდა. ქალაქი კვლავ დაბომბვის საშიშროების წინაშე დგას. პოლიცია მოუწოდებს იქ მყოფებს სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი.
წაკითხულია: 878 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი კატეგორიულად უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს თელავის რაიონის სოფელ ართანაში რუსული ბომბდამშენები შემოფრინდნენ.

ბოტკოველმა რადიო ჰერეთთან განაცხადა, რომ ყოველივე ზემოთაღნიშნული სიცრუეა.

- “კახეთის რეგიონში მაქსიმალური კონტროლი და მობილიზაციაა” - აცხადებს რადიო ჰერეთთან გიორგი ბოტკოველი.

დღეს დილით, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ცნობა, რომ თელავის რაიონის სოფლებში, დაღესტნის რესპუბლიკის მხრიდან რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ.

წაკითხულია: 834 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ფაქტი სახეზეა – “ერთმორწმუნე მეზობელმა”, როგორც ქართველები უკვე 400 წელია ვუწოდებთ რუსებს და რომლისგანაც ჯილდოების მიღებას დღემდე აგრძელებენ კულტურის ქართველი მოღვაწეები, მის ხელთ არსებული მთელი არსენალი გამოიყენა, რამაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

შუადღის მონაცემებით, როკის გვირაბის გავლით შემოსული იყო რუსეთის რეგულარული არმიის 300 ერთეული მძიმე ტექნიკა, 10 ათასი ქვეითი ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული საარტილერიო დანადგარი.

რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში პოზიციების დაკავებას ცდილობდნენ, რაც, მას შემდეგ, რაც ქართულმა შენაერთებმა გადაჯგუფება განახორციელეს, საბოლოოდ შეძლეს კიდეც, შემდეგ კი ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქართული სოფლებიც დაიკავეს

დაზუსტებული ინფორმაციით, რუსული ტანკები სოფელ ერედვში, ხეითში, ქსუისში და არბოში შევიდნენ. პარალელურად, რუსული ბომდამშენები აქტიურად აგრძელებდნენ გორის დაბომბვას. გორი ბოლო ორ დღის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ცხინვალში სერიოზული სამხედრო ოპერაციები არ ხორციელდება და ქართულმა სამხედრო ძალებმა პოზიციების გადანაცვლება განახორციელეს, რადგან ქართულ მხარეს რამდენიმე მიმართულებით მოუწია ბრძოლა.

მისივე თქმით, პირველი - ეს იყო სამხრეთ ოსეთის ბანდფორმირებებთან ბრძოლა, მეორე - ე.წ მოხალისეებთან, მესამე - რუსე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 786 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

ვიაჩესლოვ კოვალენკოს ეკა ტყეშელაშვილმა პრეზიდენტის ბრძანება გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 5 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ცეცხლი შეწყვეტის შესახებ. კონფლიქტის ზონიდან სრულადაა გამოყვანილი  შეიარაღებული ძალები. საქართველოს მზადაა დიალოგის დასაწყებად.

წაკითხულია: 813 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 813 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ დაიბომბა.

 რამდენიმე წუთის წინ რუსეთის ბომბდამშენმა თბილავიამშენის ქარხნის ტერიტორია  დაბომბა. ჩამოვარდა ოთხი ჭურვი. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები. სავარაუდოდ მსხვერპლი არაა.

ეს ტერიტორია დღეს დილით ერთხელ უკვე დაიბომბა

წაკითხულია: 872 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 797 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეხო მოსკვის” მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალში სამხედრო შეტაკებისას დაიღუპა ორი ჟურნალისტი: ქართველი გრიგოლ ჩიხრაძე და უკრაინელი ალექსანდრე კელჩუკი.

ცხინვალის რეგიონში ”ეხო მოსკვის” ინფორმაციით , დაიჭრა 5 ჟურნალისტი.

მანამდე კი ქართველი ჟურნალისტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რუსმა სამხედროებმა ცხინვალში მოვლენების გასაშუქებლად შესული ორი უცხოელი ჟურნალისტი დახვრიტეს.

წაკითხულია: 848 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გალის რაიონის სოფლებში – ფიჩორაში, გაგიდასა და ბარღებში რუსული შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შევიდა. 
გალის რაიონის მოსახლეობის ცნობით, რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთი შტაბი გაგიდას საშუალო სკოლაშია განთავსებული.


"ტექნიკა, უმთავრესად, განმუხურის მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზეა განლაგებული. რუსულმა მხარემ ძალიან დიდი დამატებითი ძალა შემოიყვანა. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ მიზანი მხოლოდ გალის რაიონში პოზიციების გამაგრებაა და ზუგიდიდს რაიონის მიმართულებით გადაადგილებას არ აპირებენ", - აცხადებს გალის რაიონის მოსახლეობა.
გალის რაიონში ამჟამად მშვიდი ვითარებაა.

ცოტა ხნის წინ კი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ მიიღო გადაწყვეტილება კოდორის ხეობის სამხედრო ძალით განთავისუფლების შესახებ.

ბაღაფშმა განაცხადა, რომ ”2 წლის განმავლობაში მოვუწოდებდით საქართველოს, რომ გაეყვანა ძალები კოდორის ხეობიდან.მაგრამ ეს არ მოხდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ კოდორი დავიბრუნოთ სამხედრო ძალის გამოყენებით.”

წაკითხულია: 769 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საავადმყოფოებს ესაჭიროებათ პირველი უარყოფითი და მეორე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 930 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიიდან და შვედეთიდან ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 825 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას განცხადებით, ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 844 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსული ავიაცია უკვე კახეთში გამოჩნდა. ჩეჩნეთის ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 903 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართულ-რუსული ბრძოლების წინა ხაზზე ამ დროისთვის იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, ასევე, გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა.

ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

წაკითხულია: 1062 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე, ქართული საზოგადოების სახელით, საგანგებო თხოვნით მიმარათავს გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანებული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, ყველა ჩვენს მეგობარსა და გულშემატკივარს, მიიღონ საგანგებო ღონისძიებები საომარი მოქმედებების უსწრაფესად აღსაკვეთად.

“დღეს აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან თვისებრივად განსხავებული, ბევრად უფრო აქტიური მოქმედება. პირველ რიგში, აუცილებელია მიღწეულ იქნას გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ მიზნით, გამოყენებულ უნდა იყოს რუსეთთან საერთაშორისო თანამეგობრობის წევრების ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები, რათა მოხერხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით სამშვიდობო პროცესის უსწრაფესად დაწყება”, - აღნშნულია ნინო ბურჯანაძის სპეციალურ განცხადებაში.

წაკითხულია: 760 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ზემო კოდორის ხეობაზე ამჟამად რუსული და აფხაზური ძალების მიერ სახმელეთო და საჰაერო შეტევა ხორციელდება, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

- ”ხეობა იბომბება. იყო ხეობის ხმელეთიდან შეტევის მცდელობა, თუმცა ჩვენმა ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს”, - განუცხადა Civil.Ge-ს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, იბომბება სოფლები აჟარა, გენწვისი, ქვაფჩარა.

- ”მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუირება გუშინ ღამით მოხდა”, - აცნობეს Civil.Ge-ს მთავრობაში.

- ”ჩვენ არ გვეშინია არანაირი შეტევისა კოდორის ხეობაზე,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ჯერ კიდევ დილით განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება ზემო კოდორის ხეობაში 1’000 სამხედროს გაგზავნის თაობაზე. მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაში 11 აგვისტოს შედის.

იმავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები საქართველოს საზღვაო საზღვარზე განთავსდნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მათი ამოცანაა საზღვაო მარშრუტებით საქართველოში იარაღის შეტანის აღკვეთა.

წაკითხულია: 879 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს აფრთხილებს. თეთრი სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა უარყოფითად აისახოს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაზე. ბუშის ადმინისტრაცია რუსეთის ქმედებებს საშიშსა და არა-ადეკვატურს უწოდებს. დანა პერინომ ბუშის პოზიცია სიენენის პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. მისი თქმით, ბუში მუდმივად იღებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბუში პუტინსაც შეხვდა და სეპარატისტულ რეგიონში არსებულ კრიზისზე ესაუბრა.
წაკითხულია: 820 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოსა და რუსეთს სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტას თხოვს რომის პაპი და მსოფლიო ლიდერებს კონფლიქტის მშვიდონიანი გზით მოგვარებისთვის დახმარებისკენ მოუწოდებს. მან შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გამო და ვითარებას დრამატული უწოდა. ''ჩვენ ვუერთდებით მართლმადიდებლურ ეკლესიას და ვლოცულობთ მათთან ერთად მშვიდობისთვის''- თქვა ბენედიქტ მეთექვსმეტემ.
წაკითხულია: 892 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 883 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მივმართავთ ყველას – ხალხს, ადამიანებს, რათა სოლიდარულები იყვნენ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში ცდილობს დაიცვას საკუთარი თავისუფლება და რომელიც ძლიერი და უზარმაზარი სახელმწიფოს თავდასხმის ობიექტად იქცა. რუსეთი არასოდეს შეურიგდება იმპერიის დაშლას.

უნდა გავითვალისწინოთ: დღეს – საქართველო, ხვალ – უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, პოლონეთი... რუსეთს სურს თავისი პოზიცია მთელ ევროპას მოახვიოს. მისი ენერგეტიკული პოლიტიკა ამის საუკეთესო დადასტურებაა.

ჩვენ, პოლონელებს, სიტყვები - „არ გვსურს მოვკვდეთ საქართველოსთვის” - გვახსენებს 1937 წელს წარმოთქმულ სიტყვებს – ”არ გვსურს დავიღუპოთ გდანსკისთვის”. ისინი, ვინც ამ სიტყვებს წარმოთქვავდნენ, შემდეგ იღუპებოდნენ საფრანგეთისთვის, ბელგიისთვის, ჰოლანდიისთვის, ინგლისისთვის... აგრესორი, როდესაც წინააღმდეგობას არ აწყდება, უბრალოდ თავხედდება. ჩეჩნეთი მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპებოდა! ახლა უკვე საქართველოს ჯერი დადგა.

რუსეთმა ჭკვიანურად შექმნა კონფლიქტის კერები ყარაბახში, დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, ცხინვალში.

ტყუილია, თითქოს ერთი, ცალკე აღებული ადამიანი, უძლურია. მივმართავთ მთავრობას, პარლამენტარებს, დაეხმარონ საქართველოს. მოვაწყოთ მანიფესტაციები რუსეთის საელჩოსთან.

გთხოვთ ყველას, გამამხნევებელი წერილებით მიმართონ საქართველოს საელჩოს და ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გავუწიოთ საქართველოს.

პოლონელ ხალხს ახსოვს თავისუფალი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 857 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 852 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, თავდასხმა მხოლოდ ჰაერიდან ხორციელდება და სახმელეთო შეტევა არ დაწყებულა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იმუქრება, რომ კოდორის ხეობის ზედა ნაწილის ასაღებად სახმელეთო შეტევას დაიწყებს.

ზემო აფხაზეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ, გვიან ღამით განხორციელდა.

წაკითხულია: 810 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს საზღვაო საზღვრებისკენ სევასტოპოლიდან სარაკეტო კრეისერ “მოსკოვისა” და საგუშაგო გემ “სმეტლივის” გამოსვლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა თბილისში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრეზკომ.

“უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას ამ წუთებშიც აზუსტებეს. თუ ესეთი ფაქტი დადასტურდა, უკრაინა ამაზე მოახდეს გავლენას და არ დაუშვებს, რომ კრეისერმა საქართველოს საზღვრებამდე მოაღწიოს”,-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინა არ აპირებს კონფლიქტში ჩართვას და მშვიდობიანი მეთოდებით შეეცდება შექმნილი სიტუაციაზე რეაგირებას.

ინფორმაცია სარაკეტო კრეისერ “მოსკოვისა” და საგუშაგო გემ “სმეტლივის” შესახებ დღეს სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა.

ამასთან, “რია ნოვოსტის” ავრცელებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანრე ლომაიას კომანტარსაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები ოჩამჩირის რაიონის საზღვაო პორტში შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლომაიას განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

წაკითხულია: 805 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თბილავიამშენის~ აეროდრომის თანამშრომლების განცხადებით, დილის 06.00 საათისთვის ორი აფეთქების ხმა გაისმა და რუსულმა ბომბდამშენმა რამდენიმე ჭურვი ჩამოაგო.
როგორც ~ინტერპრესნიუსის~ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება,  აეროდრომზე დარჩენილია რამდენიმე აუფეთქებელი ჭურვი და ამჟამად გამნაღმველები მათ გაუვნებელყოფაზე მუშაობენ. ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანენები მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, ჭურვები არ ჩამოვარდნილა აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე, არამედ ისინი აეროდრომის ტერიტორიაზე დაეცა 

წაკითხულია: 818 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რამდენიმე წუთის წინ რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასა და ზუგდიდიდან 6 კმ-ით დაშორებულ სოფელ ძველ აბასთუმანზე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ურთაში დაბომბილია ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი. 
რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა სოფელ ძველს აბასთუმანშიც. ეს სოფელი მჭიდროდაა დასახლებული და იქ რუსი სამშვიდობოების ბაზაც არის განთავსებული.
როგორც ~ინტერპრესნიუსის~ კორესპონდენტი იუწყება, ქართულმა მხარემ საზენიტო ცეცხლი გახსნა, თუმცა მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს.
არ ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებაც.



წაკითხულია: 774 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ყველას და ყველაფერს აქვს გამოსწორების შანსი და პერსპექტივა, მაგრამ რუსეთი ისეთი რამეა, რომელსაც ვერაფერი ვერ გამოასწორებს! განა აქამდე ომი არ იყო? რუსი განა აქამდე ნაკლებ საშინელებებს გვიშვრებოდა? ახლა კი უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.

კარიკატურისტი, ცხონებული თორნიკე ამბოკაძე ის კაცი იყო, რომელიც თავის კარიკატურებში ყველაზე ზუსტად ასახავდა რუსეთის რაობას. თორნიკე რუსეთს ხატავდა არყით გალეშილი ღორის სახით, რომელსაც თავისი ბინძური დრუნში კავკასიონის გადმოღმა ჰქონდა გამოჩრილი.

რა გასაკვირია, რომ ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე კვირის მთავარი თემა სწორედ რუსეთის ღორული საქციელი იყო.

carlito: “საქართველომ რუსეთს ნიღაბი ჩამოგლიჯა. გასაგები და ცხადი გახდა უკვე ყველასთვის - ვინ იყო და არის კონფლიქტის მეორე მხარე! ჩვენს სამშობლოს ყოველთვის დიდი და ძლიერი მტერი ჰყავდა:

რომის იმპერია, მაზდეანური სპარსეთი არაბათა ხალიფატი, თურ-სელჯუკთა, სასულთნო, მონღოლთა საყაენო, ყიზილბაშური ირანი, ოსმალთა სასულთნო, რუსეთის იმპერია ჯერ - მეფის, მერე - წითელი, მერე და ეხლა ფედერაცია

არაფერი არ ხდება ახალი. ჩვენი არმია იმდენად ორგანიზებულად, თანმიმდევრულად და ვაჟკაცურად მოქმედებს, რომ რუსეთს ერთადერთი დარჩა - საავიაციო ომი - სურთ გორის აღება, რომ ზურგი აღარ ქონდეს ჩვენ ჯარს, და ამიტომ ცდილობს დათესოს პანიკა...”

რუსეთს ნიღბის ჩამოპგლეჯა უკვე აღარ სჭირდება. მას კარგა ხანია ნიღაბიც ჩამოგლეჯილი აქვს და სხვა რაღაცეებიც... სწორედ ამიტომაცაა დაბოღმილი სამყაროზე.

სანამ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 828 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

9 აგვისტოს ღამეს და 10 აგვისტოს დილით, კონფლიქტის ზონაში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა. ცხინვალი 2-ჯერ გადავიდა ხელიდან-ხელში და ამ ბრძოლებს საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

10 აგვისტოს დილით ქართველები ტაქტიკურად გაადადგილდნენ უკან და ამჟამად ქალაქ ცხინვალს კვლავ აგრესორები აკონტროლობენ, თუმცა როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

ამჟამად პრაქტიკუულად დანგრეულია და მიწასთან გასწორებულია დიდი და პატარა ლიახვის როგორც ქართული, ასევე - ოსური სოფლების დიდი ნაწილი. ქალაქ ცხინვალის გარდა, დანგრეულია სოფლები: ნიქოზი, ფრისი, თამარაშენი, ხეთაგუროვო, ძარწემი, ავლევი, ნული და სხვა... რუსი აგრესორების ბომბები გორის რაიონის უკიდურეს სამხრეთით მდებარე სოფლებსაც გადასწვდა.

ჭურვები და რაკეტები ჩაცვივდა სოფელ მეღვრეკისში, ვარიანში, შავშებში.

ქარელის რაიონის სოფლებში: აბანო, ატოცი, აბისი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამპრობლების “შავი ხელები” ხაშურის რაიონსაც კი მისწვდა და ნასროლმა ბომბებმა ქალაქ ხაშურთან ახლოს მდებარე სოფლის მეურნეობის სავარგულები გაანადგურა. ასევე დაიბომბა ონისა და ამბროლაურის რაიონებიც.

რაჭაში ბომბები მაშინ ჩაცვივდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა და მათი სიცოცხლე მხოლოდ რუსების უზუსტობამ იხსნა. ბომბების უმეტესობა ტყიან მასივში ჩავარდა.

როგორც საქართველოს რეინტეგრაციის მინიტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რუსების მხრიდან მსხვერპლი რამდენჯერმე მეტი იყო. დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცებიც ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 846 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსული ავიაციის მიერ თბილისზე მიტანილი იერიშის შედეგად დაბომბილია ”თბილავიამშენის” ტერიტორია. თავდაპირველად ითქვა, რომ ჭურვები აეროდრომის ასაფრენი ბილიკზე ჩამოვარდა. ”პრესა.გე”-ს ინფორმაციით აფეთქება ღამის 5:40 საათზე მოხდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭურვები ტერიტორიაზე აფეთქდა და საფრენი ბილიკი არ დაზიანებულა. მის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მისულმა სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალი ”არსენალის” წარმომადგენელმა გიორგი ჟორჟოლიანმა აცნობა.

მისი განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვა ერთი თვითმფრინავიდან განხორციელდა, რომელმაც 500 კგ-იანი რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდო.

დამობმვის შედეგად ჭურვების ნამსხვრევებით მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ტერიტორიის დაცვის თანამშრომლებმა. დამომბვის ფაქტი უკვე დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

გამთენიისას რუსულმა ბომბდამშენებმა ზემო აფხაზეთის სოფელი აჟარა დაბომბეს. აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

დაბომბვის ხმა ისმის ასევე ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თუმცა მოსახლეობა ჯერჯერობით ვერ არკვევს, სად ხდება ჭურვების ჩამოყრა.

რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა აგრეთვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასა და ზუგდიდიდან 6 კმ-ით დაშორებულ სოფელ ძველ აბასთუმანზე. სოფელ ურთაში დაბომბილია ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი.

რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა სოფელ ძველს აბასთუმანშიც. ეს სოფელი მჭიდროდაა დასახლებული და იქ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 835 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
 
 
წაკითხულია: 919 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ცხინვალსა და მის შემოგარენში მყოფი ქართული სამხედრო შენაერთები პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაკავებული პოზიციების შენარჩუნება წარმატებულად მიმდინარეობს, რეზერვისტები კი, გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობისა და წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.  ზღულაძის თქმით, არც ერთი რეზერვისტი დაშავებული არ არის.
წაკითხულია: 810 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები შეუფერხებლად მუშაობენ. არც ერთი რეისი ამ დროისთვის გადადებული არ არის. მისივე ინფორმაციით, შეუფერხებლად მუშაობს საქართველოს რკინიგზაც.
წაკითხულია: 957 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სანდრო კვიტაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე და 40 მშვიდობიანი მოსახლე. "იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია, დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე და 40 მშვიდობიანი მოსახლე. ონის რაიონის დაბომბვის დროს დაიჭრა 6 მოზარდი, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მეტ-ნაკლებად მძიმეა სხვა დაჭრილების მდგომარეობაც. მობილიზებულია ყველა სამედიცინო სამსახური და ჯერ გამოყენებული არ არის რეზერვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად მუშაობს და რაიმე გართულებებს არ ველოდებით", - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
 
წაკითხულია: 799 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველო ხვალ პეკინის ოლიმპიადას ოფიციალურად დატოვებს. როგორც "პირველისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელიც ამჟამად ოლიმპიადაზე იმყოფება, შესაბამის ოფიცილაურ განცხადებას სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს. განცხადების ტექსტი ამ წუთებში მზადდება. როგორც ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა მსოფლიოს ყველა ოლიმპიელს პეკინის ოლიმპიადიდან რუსეთის დელეგაციის მოხსნის თხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ოლიმპიადას ბოიკოტს თავად ქართული დელეგაცია გამოუცხადებს
წაკითხულია: 890 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, მამუკა კუდავას განცხადებით, საფრანგეთს უკვე მომზადებული აქვს და ხვალ რუსეთს წარუდგენს სამპუნქტიან გეგმას, სადაც მითითებულია, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, პატივისცემა გამოიხატოს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთის სამშვიდობოების ჩანაცვლება მოხდეს საერთაშორისო ფორმულით. ამის შესახებ კუდავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა და დასძინა, რომ საფრანგეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტი სარკოზი კი მზადა არის პირადად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მამუკა კუდავას ინფორმაციით, ორშაბათს ან სამშაბათს ევროკავშირის ქვეყნების 27 მინისტრი შეიკრიბება, სადაც სწორედ საქართველოს საკითხზე იქნება მსჯელობა. მომავალი კვირის ბოლოსთვის კი, საჭიროების შემთხვევაში, სარკოზი სამიტს მოიწვევს, რომელსაც 7 ქვეყნის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
წაკითხულია: 811 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სოხუმის უნივერსიტეტის  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია აპროტესტებენ რუსეთის  სახელმწიფოს  მიერ განხორციელებულ აგრესიულ  საომარ  მოქმედებებს საქართველოს  მიმართ. "XXI საუკუნეში, მსოფლიო საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც არსებობს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის  დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, მაშინ როდესაც ადამიანის სიცოცხლე აღიარებულია უპირველეს ღირებულებად, რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის,  ნეობოლშევიკური და ნეოფაშისტური აგრესია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიუთითებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების საზოგადოებრივი აზროვნების საშინელ  ჩამორჩენილობაზე", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში. "საქართველოს არაფერი აქვს გასაყოფი ოს ხალხთან, რადგან ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის  შესანიშნავი  ისტორია გვაკავშირებს. მოვუწოდებთ ყველას ხმა აიმაღლოს რუსეთის ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ. მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. იმედი გვაქვს მსოფლიოს  შეგნებული  საზოგადოებრიობა და რუსი ხალხი ხმას აიმაღლებენ ამ  ბარბაროსობის  წინააღმდეგ", - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.
წაკითხულია: 852 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 823 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 896 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სამამულო ომს აწარმოებს.

იაკობაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მან “სისულელე და ტყუილი” უწოდა.

მისი თქმით, რუსეთი ცხინვალის დატოვების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები უკავშირდებოდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

- “ეს არის საქართველოს სამამულო ომი რუსეთთან და არა შეიარაღებული კონფლიქტი. იგი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”, - აღნიშნა იაკობაშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა რუსეთის აგრესია, მაგრამ იგი ამით საქართველოს ვერ დააშინებს.

- “რუსეთის 4 თვითმფრინავი შემოვიდა და ჩამოვაგდეთ. კვლავაც ჩამოვაგდებთ. შემოყვანილი იყო მძიმე ტექნიკა, მაგრამ ჯავის აქეთ ვერ გადმოვიდა”, - აღნიშნა იაკობაშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს შესწევს ძალა, რათა დაამტკიცოს, რომ იგი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა.

წაკითხულია: 837 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
ახალი ქართულ-ოსური ომი უკვე მომხდარი ფაქტია. უკვე ცნობილია გამარჯვებულიც – თბილისი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ერთი პირობით – ამის საშუალება მას მოსკოვმა უნდა მისცეს.

ოფიციალური რუსეთის შედარებითმა პასიურობამ უკანასკნელი დღეების მოვლენებს უკვე დაასვა გადამწყვეტი დაღი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გაბრაზებული ტონი და დეპუტატების თეატრალიზებული წყევლა-კრულვა არ ითვლება. სანამ საქმეში სამხედრო მუშტი არ ჩართულა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ჯარების შეტევის ხმაურიანი თანხლებაა.

რეგიონში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა, იქ მყოფი ნომინალური სამშვიდობოების ჩათვლით, ვერ შეძლეს და, შესაძლოა, არც უცდიათ სისხლისღვრის შეჩერება.

ქართული არმიის სტარტზევე შეჩერება მათთვის არც ისე რთული იქნებოდა. მიუხედავად წესისამებრ განაწილებული როლებისა, ეს არ გაკეთდა.

რა არის ამის მიზეზი? სააკაშვილის ოსტატური საგარეოპოლიტიკური მანევრები? პუტინის ოლიმპიური მოგზაურობა? მედვედევის ვოლგისპირული ტურნე?

ან, იქნებ წინასწარვე იქნა მიღებული იოლად რეალიზებადი გადაწყვეტილება, რომ მოვლენებისთვის ბუნებრივად განვითარების საშუალება მიეცათ? თუ ასეა, მაშინ ეს იქნებოდა რუსეთის სამხრეთკავკასიური პოლიტიკის უდიდესი შემოტრიალება ბოლო 15 წლის განმავლობაში. და თუ ასე არ არის და მასშტაბური ძალისმიერი ჩარევა გველის, მაშინ მისი ფასი – პოლიტიკურიც და კონფლიქტის ყველა მონაწილის მიერ დაღვრილი სისხლისაც – გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ ახლო წარსულში შესაძლოა ყოფილიყო.

და თუ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 851 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
 
 
 
წაკითხულია: 843 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როცა რუსეთის მსგავს აგრესიას ახორციელებს საქართველოზე, არ შეიძლება იგი პეკინში მიმდინარე ოლიმპიადაში მონაწილეობდეს. ამის შესახებ დღეს დეპუტატმა შოთა მალაშხიამ განაცხადა.

“აუცილებლად უნდა დადგეს რუსეთის დელეგაციის, როგორც სამარცხვინო ქვეყნის ოლიმპიადიდან დათხოვნის საკითხი, წინააღმდეგ შემთხევაში, საქართველოს დელეგაციამ დატოვოს ოლიმპიადა”,-აღნიშნა მალაშხიმა.

მალაშხიას ინიციატივას უერთდება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოლიმპიადის ტრიბუნის გამოყენებას პოლიტიკური განცხადებებისთვის.

“თუ არ ვცდები, სწორედ 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც 62 ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით არ დაესწრო ამ ოლიმპიადას იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა შეიყვანა თავის შეარაღებული ძალები ავღანეთში. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის ბოიკოტი და პროტესტი”, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ოლიმპიადაზე გარკვეულმა დემარშმა, შესაძლებელია, ძალიან დიდ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ყურადღება პეკინისკენ არის მიპყრობილი.

წაკითხულია: 815 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველო იმყოფება უცხოური აგრესიის მდგომარეობაში, რომელიც რუსეთის მხრიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებიდან მოდის. საქართველო იბრძვის გადარჩენისათვის, - ასეთი განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთმა იერიშიმ იტანა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სისტემაზე და შეტევას ახორციელებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პატარა, დემოკრატიული ქვეყნის განადგურებაზე ორიენტირებული ომი.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, საუბრობდა, რომ რუსეთს აქვს გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ არავინ ისმენდა. დღეს კი, ფაქტობრივად, განხორციელდა ყველაზე დიდი სამხედრო შემოჭრა რუსეთის მხრიდან საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო გამოიღვიძებს და გარკვეულ რეალურ ზომებს მიმართავს, რათა შეჩერდეს სრულიად კრიმინალური და გიჟური აქტი საქართველოს წინააღმდეგ.

მისივე განცხადებით, საქართველო დღეს იბრძვის მსოფლიოს მშვიდობისთვის და იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრესია შეჩერდება.

“საქართველოში გამოცხადებულია საო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 805 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარაქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

პატრიარქმა ბოლო დღეების საბრძოლო მოქმედებებისა და დაბომბვების შედეგად დაჭრილები მოინახულა და დალოცა.

ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში საჰაერო დაბომბვების შედეგად დაჭრილი 200-მდე ადამიანი იმყოფება.

წაკითხულია: 925 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 904 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როგორც რუსული ინტერნეტ-გამოცემა ლენტა.რუ იუწყება, ცხინვალის მოვლენებმა რუსეთის საფონდო ბირჟაზე გავლენა მოახდინა.

მოსკოვის დროით 15:30 რუსეთის საფონდო ინდექსები 3-4 პროცენტით დაეცა. სავაჭრო სესიის დაწყებისას ისინი ამერიკული და აზიური ინდექსების ვარდნის გამო ეცემოდნენ, მაგრამ ამის შემდგომ ტრეიდერებმა ყურადღება სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე გადაიტანეს.

რუსული საბირჟო მონაცემების ვარდნა უფრო მეტად იგრძნობა, როდესაც მათ მოძრაობას ევროპული საფონდო ინდექსების მოძრაობას ადარებენ. საერთოდ, როგორც წესი, აღინიშნება ხოლმე მსგავსი დინამიკა, თუმცა, დღეს, 8 აგვისტოს, აღინიშნება ევროპული მონაცემების ზრდა.

გრაფიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 13-დან 14 საათამდე ტრეიდერებს პრაქტიკულად არც ერთი აქცია არ გაუყიდიათ.

ამის შემდეგ, ყიდვა-გაყიდვა კვლავ გაგრძელდა, რაც დროში დაემთხვა რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის ერთდროულ რეაქციას, რომელიც მათ სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში გამოხატეს.

წაკითხულია: 809 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართულმა სამხედრო-საზღავო ძალებმა ქალაქ ფოთზე რუსი მომბადმშენების შეტევა მოიგერიეს, რომლებიც ქალაქში ობიექტების დაბომბვას აპირებდნენ. როგორც ფოთის მერმა ვანო საღინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავები შაბათს, დაახლოებით 20.00 საათზე ზღვის მხრიდან დასაბომბად შეიჭრნენ, ქართული სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

15 წუთის განმავლობაში, საღინაძის თქმით, თვითმფრინავენბი ქალაქის თავზე იმყოფებოდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს მისი დაბომბვა.

წაკითხულია: 873 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 886 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქმედებები სამხრეთ ოსეთში აბსოლუტურად დასაბუთებულია იურიდიული თვალსაზრისით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, - იუწყება ”რია ნოვოსტი”.

”იურიდიული თვალსაზრისით ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად დასაბუთებული და ლეგიტიმურია”, - განაცხადა პუტინმა შაბათს ვლადიკავკაზში გამართულ თათბირზე.

მისი თქმით, ”ეს ქმედებები აუცილებელია”. 

ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები პუტინის გამოსვლიდან:

”ჩვენ მშვენივრად გვესმის, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვისწრაფით კონფლიქტური სიტუაციების სამართლიან, მშვიდობიან გადაჭრისკენ, რომელიც ჩვენ წარსულიდან გვერგო”, - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

”მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეწყვიტოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, შეწყვიტოს ყველა დადებული შეთანხმების დარღვევა და პატივისცემით მოექცეს სხვა ხალხების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს”, - განაცხადა პუტინმა.

”თუ ვინმეს სურს, რომ მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, თვითონ უნდა სცეს პატივი სხვებს”, - განაცხადა მან.

”მიყენებულია სასიკვდილო დარტყმა თვითონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანუ, ზიანი მიადგა მის სახელმწიფოებრიობას: წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ, რაც ეხლა ხდება, დაარწმუნო სამხრეთ ოსეთი, შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ”გაჩაღებულმა აგრესიამ მრავალრიცხოვაინ მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას შორის და გამოიწვია ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა”.

”ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია ოსი ხალხის წინააღმდეგ”, - განაცხადა პუტინმა.

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 778 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 835 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის ორი პირობის შესახებ განაცხადა - მოსკოვი თბილისისგან მოითხოვს, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტის ზონიდან და დაუყონებლივ მოაწეროს ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენლობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მიმართა რუსეთის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებით. ”მე მივმართე რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედვს წინადადებით, შეაჩეროს ეს სიგიჟე”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ განცხადების კომენტარისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ”ასეთი წინადადება ჩვენი აზრით ლოგიკური იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტისგან, თუმცა, მხოლოდ ორი წინასწარი პირობის შესრულების შემდეგ: პირველი - კონფლიქტის ზონიდან ყველა ქართული შეიარაღების გაყვანა, მეორე - დაუყონებლივი ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენლობის შესახებ”.

”ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება შემდგომზე საუბარი”, - განაცხადა კარასინმა.

წაკითხულია: 807 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 956 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველო ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფ კონტინგენტს სრული შემადგენლობით გამოიწვევს, რომელიც 2000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, იუწყება სააგენტო ”როიტერი”.

”ბრიგადა სრული შემადგენლობით გაემგზავრება ერაყიდან. ჩვენ ველოდებით ამერიკულ მხარეს, რომელიც ჩვენს ტრანპორტირებას უზრუნველყოფს”, - აცხადებს სააგენტო, კონტინგენტის სარდალზე დაყრდნობით.

გუშინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ საქართველო ერაყიდან კონტინგენტის ნაწილს - ათას სამხედრო მოსამსახურეს უკან იწვევს. --0--

წაკითხულია: 819 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

CNN ზე მიმდინარეობს გამოკითხვა სათაურით "უნდა დაუჭროს თუ არა მხარი საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს"
გთხოვთ გადახვიდეთ ამ ბმულზე http://edition.cnn.com/ და მისცეთ ხმა.
წაკითხულია: 921 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
 
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალური რაზმები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გაძლერებული პატრულირება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონცენტრირებულია საზღვრის დაცვის უახლესი საშუალებები.   

 
წაკითხულია: 897 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული გამოუცხადებელი ომის ყველაზე მძიმე მომენტი დღევანდელი დღე იყო. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ გორის დაბომბვა დილის 10 საათიდან დაიწყეს და ეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სუ 24 და სუ 25-ის ტიპის რუსულმა თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს გორის სატანკო დივიზიაში.

დაბომბვების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. აგრესორებმა ასევე იერიში მიიტანეს გორის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ რაიონებშიც. დაიბომბა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებები. დაინგრა 4 საცხოვრებელი კორპუსი. ქართველების მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენის ცოცხლად გადარჩენილი მფრინავი იგორ ზინოვი, “ვერ იხსენებდა”, თუ კონკრეტულად რა დავალებით იყო საქართველოში შემოფრენილი.

გააფთრებული ომი გაგრძელდა უშუალოდ კონფლიქტის ზონაშიც. ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლების განსაკუთრებული შემართების მიუხედავად, ჩრდილოკავკასიიდან შემოსულმა რუსეთის 53-ე ბრიგადის რუსმა მებრძოლებმა ცხინვალის რამდენიმე უბნის დაკავება მაინც მოახერხეს. ქართული სოფლის მოსახლეობა ამ დროს უკვე უსაფრთხო ადგილზე იყო გახიზნული და ამან ქართულ არმიას საშუალება მისცა, დაცარიელებულ სოფლებში ძლიერი გამაგრებული პუნქტები შეექმნათ.

გორგი ქარუმაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს და ახლაც ლომებივით იბრძვიან. ახლა მთავარია ამერიკა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 907 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარი (2)

 
როგორც BBC იტყობინება, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს ტანკების რაოდენობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამვდროულად, რუსეთის ავიაციამ ქალაქ გორის ცენტრალურ უბნებს საავიაციო დარტყმა მიაყენა.

მათ სამიზნეებს სავარაუდოდ სამხედრო ბაზები წარმოადგენდა, თუმცა საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა. BBC-ს რეპორტიორებმა იხილეს ძლიერ დაზარალებული მოსახლეობა, რომლებიც თავისსავე საცხოვრებელ სახლებში რუსული ჭურვებით არიან დაჭრილები.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ იღწვის იმისთვის, რათა ”საქართველოს მშვიდობა აიძულოს”. რუსეთის სამხედეროებმა ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ჯარის შეყვანას სამხრეთო სეთში და განახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს.

BBC-ს კორესპონდენტმა ჯეიმს როჯერსმა, მოსკოვიდან გვამცნო, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ფიასკოთი დამთავრდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ვერ შეძლო შეეჯერებინა იმ განცხადების ტექსტი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

რუსეთი გაეროს საბჭოს მუდმივი წევრია და მას შესწევს უნარი, ვეტო დაადოს ნებისმიერ რეზოლუციას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი აგრესიაში დამნაშავედ რუსეთს თვლიან.

სანამ რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთში ჯავშანტექნიკის გადასროლას აწარმოებს, სერგეი ლავროვმა 1500 მშვიდობიანი მოქალაქის და 15 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ გააკეთა განცხადება.

ამ დროს კი კრემლში

- ”ჩვენი მშვიდო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 876 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დევნილთა დასახმარებლად თბილისის მერიაში დროებითი შტაბი და ცხელი ხაზი ამოქმედდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი სანიკიძემ განუცხადა, ამ დროისთვის თავშესფრით უზრუნველყოფილია კონფლიქტის ზონიდან 500-მდე დევნილი.

მერიაში მიმდინარეობს დევნილთა აღრიცხვა. იქმნება სიები. ამოქმედდა ცხელი ხაზი - 38-72-89.

მერია სთხოვს მოსახლეობას შესაძლებლობიდან გამომდინარე დაეხმარონ დევნილებს საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით.

დროებითი შტაბი მიცკევიჩის ქუჩა №29-ში არის განთავსებული. მოსახლეობას საკვების და სხვა ნივთების მიტანა ამ შტაბში შეუძლია.

წაკითხულია: 896 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“ნიუ იორკ თაიმსი” – ვინაა პასუხისმგებელი პუტინი თუ მედვედევი [”ინტერპრესნიუსი”] “ესკალაცია “სამხრეთ ოსეთში” კავკასიაში დროებით მიწყნარებული კონფლიქტის განახლების საშიშროებას ქმნის, რომელიც მსოფლიო ბაზრებს კასპიის ზღვის ნავთობით ამარაგებს, - წერს გავლენიანი გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი”. როგორც სტატიის ავტორი მიიჩნევს, რუსეთის ინტერვენცია კონფლიქტში – კრემლის თავდაჯერების ნიშანია და, გარკვეულწილად, საკუთარი სამხედრო ძალის გამოცდაც, რომლის მოდერნიზებას პუტინი თავისი ორი საპრეზიდენტო ვადის დროს ცდილობდა. ამერიკელი ჟურნალისტის აზრით, არსებულმა კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ძალაუფლების შეზღუდულობაზე, რომელიც პუტინის ხელდასმული მემკვიდრეა. “მთელი დღის განმავლობაში რუსეთის პოზიცია მხოლოდ პუტინმა დაიცვა, რომელიც ჩინეთის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა. მედვედევმა კი საკმაოდ გაურკვეველი ოფიციალური განცხადება გააკეთა, იმის თაობაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება რუსეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაზე. საგარეო პოლიტიკა ხომ ოფიციალურად პუტინის პორტფოლიოს ეკუთვნის”, - წერს “ნიუ იორკ თაიმსი”. ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებული პოლიტიკის აბსურდულობაზე სტატიის ავტორს თავისუფალი რუსული რადიოსადგურის- “ეხომოსკვის” კომენტარიც მოჰყავს. “ოსეთში ომმა ნათლად აჩვენა ჩვენი სახელმწიფო მმართველების იდიოტობა. ვინ არის პასუხისმგებელი - პუტინი თუ მედვედევი?”- აცხადებს “ეხო-მოსკვის” ჟურნალისტი. “ნიუ-იორკ თაიმსი” გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის, რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის თქმით, რუსეთის ინტერვენციას ორ ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 886 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ცნობილი გახდა ქართული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული მოიერიშე თვთმფრინავების, კერძოდ ”სუ-25”-ის ერთ-ერთი მფრინავის ვინაობა.

იგორ ჟინოვი, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია. ზინოვი მოსკოვის გარეუბანში, კერძოდ, ქალაქ ჟუკოვსკში უფროს მფრინავ - გამომცდელად იყო მივლინებული.

დაკავებულია კიდევ ორი დაჭრილი რუსი პილოტი, ნაპოვნია გარდაცვლილის გვამიც, რომლის გვარიც, სავარაუდოდ, ჟავჩინია.

აღსანიშნავია, რომ ზინოვის უბის წიგნაკის ჩანაწერებში აღმოჩნდა ლექსი, რომელიც რუს მეომრებში ანტიდასავლური განწყობის შექმნას ემსახურებოდა:
Пока у русского солдата,
Есть спички, пули, самогон,
Сосите хрен, солдаты НАТО,
Дрожи от страха, Пентаго

ცნობისთვის ეს ”პოეზიის” მოყვარული პილოტი აცხადებს, რომ არ ახსოვს სად მიფრინავდა და რატომ

წაკითხულია: 922 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
8 აგვისტოს, რუსულმა ბომბდამშენებმა სისხლიანი კვალი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში დატოვეს. გორისა და ქარელის დაბომბვის შედეგ, ერთმანეთის მიყოლებით დაიბომბა მარნეული, ბოლნისი, ვაზიანი, რაჭა, ქუთაისი, სენაკი, ფოთი... დაიღუპა 10-მდე ადამიანი.

საქართველოს მოსახლეობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენებს მათში პანიკა არ გამოუწვევია და ეს თავდაჯერებულობა ქართული არმიის მოქმედებებზეც აისახა.

ზნაურის რაიონის და ცხინვალის შემოგარენის სეპარატისტებისაგან სრული გათავისუფლების შემდეგ, ქალაქ ცხინვალს ქართულმა შენაერთებმა სამი მხრიდან შეუტიეს. უტევდნენ ერედვის, ნიქოზისა და სოფელ ხეთაგუროვოს მხიდან და ალყის რკალი თანდათან უფრო ვიწყოვდებოდა. ცხინვალის ცენტრამდე მიღწევის შემდეგ, 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ქუჩის ბრძოლები, სადაც განსაკუთრებული მისია საპოლიციო შენაერთებს ეკისრებოდათ.

დაახლოებით საღამოს 6 საათისათვის, ქართველებმა ქალაქის სრული გაწმენდა მოახერხეს. აიღეს ცხინვალის ყველა დაწესებულება და 17-წლიანი გაურკვევლობის შემდეგ, ცხინვალის ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე ქართული პირველად დროშა ააფრიალეს.

ნიკო ბარიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე მაგრად ზნაურის აღების დროს იომეს. ზნაურის შესასვლელთან მდგომ ვითომ სამშვიდობო ჯარებში მყოფ რუსებს ეგონათ, ქართველები ზნაურში ცენტრალური გზით შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენებმა ეშმაკობა გამოიჩინეს. ჯერ აიღეს ზნაურის შემოგარ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 980 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 3.0/2 | კომენტარი (0)

რუსეთის გეგმა სატანკო იერიშის განხორციელების შესახებ ჩაიშალა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული შენაერთების მიერ აფეთქებულია რუსეთის ფედერაციის 40-მდე ტანკი და ჩამოგდებულია ათი მოიერიშე თვითმფრინავი.

მისივე განცხადებით, ორი დაჭრილი რუსი პილოტი გადაყვანილია თბილისის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში და ამ დროისთვის მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. როგორც ზღულაძემ აღნიშნა, რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონაში გარკვეულ გადაჯგუფებებს ახორციელებენ და შესაბამისი ტაქტიკური ცვლილებები განხორციელდება ქართულ შენაერთებშიც.

ეკა ზღულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”ქართული შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ სიმშვიდეს ცხინვალსა და მის შემოგარენში”.

წაკითხულია: 896 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართულმა სპეცრაზმმა ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, წრიაყანის მთავარ სიმაღლეზე რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების რაზმი სრულად გაანადგურა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ქართულმა ჯარებმა რუსული ავიაციის 10 ბომბდამშენის განადგურებაც შეძლეს და რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსულ მხარეს ქართველებთან ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს ”წითელი ჯვრის” საშუალებით დაუბრუნებენ.

ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

- ”ჩვენს ჯარებს ტყვედ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ჰყავთ აყვანილი, თუმცა ჩვენ მათ დაკავებას არ ვაპირებთ და რუსულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაცია ”წითელი ჯვრის” საშუალებით გადავცემთ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთს კონფლიქტის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გვამებსაც გადასცემენ.

 

წაკითხულია: 965 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შექმნილ ვითარებაში უკრაინა მზად არის, საქართველოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე ელისეევმა გორში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელისეევის განცხადებით, უკრაინელი ხალხი გულგრილი არ არის იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში განვითარდა.

- ”უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ყოველ საათში იღებს ინფორმაციებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და საქმის კურსშია ყველა დეტალის შესახებ, რაც საქართველოში ხდება”,-აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ იუშჩენკოს თანადგომა გადმოსცა და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.

ელისეევის განმარტებით, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ ქვეყნების ხელისუფლებასთან, სადაც ისინი არიან აკრედიტებული.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა, პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების გარდა, საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, ელისეევმა აღნიშნა, ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება ამ საკითხს არ განიხილავს.

- ”ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- დასძინა კონსტანტინ ელისეევმა.

წაკითხულია: 850 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთმა კოდორის ხეობა ბლოკადაში მოაქცია. ჭურვები ზემო აფხაზეთის სოფლებში საკენში და ქვაბჩარაში ჩამოყარეს.

ამასთან, რუსული ბომბდამშენების მიერ დაიბომბა და განადგურდა ზემო აფხაზეთში მისასვლელი გზა.

ასევე გაწყვეტილია კავშირი თავად ხეობის სოფლებს შორის. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა ზემო აფხაზეთში მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერეს.

ზემო აფხაზეთის ტერიტორიას ”მიგ-29” ტიპის 8 მფრინავი აპარატი ზვერავდა.

ბომბორადან ხეობაში ჯერ ოთხი მზვერავი თვითმფრინავი შეფრინდა, შემდეგ მას კიდევ სამი მიჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთმა სოფელ აჟარაში მდებარე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერა.

ახლახანს ონის რაიონში, კურორტ შოვის თავზე რვა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა.

თვითმფრინავები მამისონის უღელტეხილის მიმართულებით გაფრინდნენ, სადაც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთი გადის.

დაახლოებით ერთი საათის წინ კი, რუსულმა ავიაციამ ქალაქ ონში ჭურვი ჩამოაგდო, თუმცა, აფეთქება მთებში მოხდა და შედეგად არავინ დაზარალებულა.

დღეისთვის საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად.

მათივე ცნობით, რუსეთ_საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე, ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 968 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz