გრიგოლი კარასიანი განცხადებას აკეთებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ” ქართულ მხარესთან მოლაპარაკება არ გაიმართება.
საქართველომ უნდა გაიყვანოს ჯარები 1992 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზომამდე და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი არ შედგება. ”
გრიგოლი კარასინმა კომენტარი გააკეთა ოფიციალური კიევის განცხადებაზეც: ”კიევის უკანასკნელი განცხადებები ხელს არ შეუწყობს, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ასრულებს თავის მოვალეობას.
ჩვენ არ გვინდა იგივე განმეორდეს აფხაზეთშიც რაც მოხდა ცხინვალში. ამით აიხსნება საბრძოლო გემების გამოჩენა საქართველოს საზღვრებთან ახლოს. ”
შეგახსენებთ, რომ დღეს კიევის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კიევმა შესაძლოა შეაფერხოს საქართველოსაკენ მომავალი რუსეთის საზღვაო ფლოტი.