შაბათი, 27.04.2024, 14:29
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 26
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებისაგან უკვე მიიღო დაპირებები ეკონომიკური აღორძინებისა და უსაფრთხოების შესახებ". "ეკონომიკური აღორძინების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტების განხორციელების შემდეგ  საქართველო უახლოეს მომავალში ძლიერ და უსაფრთხო ქვეყნად ჩამოყალიბდება. თავისუფლებისა და არათავისუფლების შეტაკებაში არათავისუფლებამ რუსეთის სახით ვერაფერს მიაღწია და საქართველოში რუსული იმპერიალიზმის აღორძინების დასაწყისის დასასრული შედგა. ჩვენი ევროპული არჩევანისათვის ჩევნ ამ ბრძოლაში ევროპასთან ერთად გავიმარჯვებთ და საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას შევძლებთ" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს მოსახლეობისადმი მორიგი სატელევიზიო მიმართვისას.
წაკითხულია: 769 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხდებით, "რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მსოფლიოში პოზიციები შეისუსტა და საქართველოს შიდა საკითხებთან მიმართებაში კონტროლი დაკარგა". "რუსულ-ქართულ დაპირისპირებაში მტერმა ვერ ნახა ყველაზე მთავარი, რაც საქართველოს დააჩოქებდა. მან ვერ ნახა შეშინებული და ევროპისგან ზურგშექცეული საქართველო და ვეღარასოდეს ვეღარ ნახავს დაჩოქებულ ქართველ ერს!" - განაცხადა პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მორიგი სატელევიზიო მიმართვისას. მისივე თქმით, "საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოდ შედგა და ამ მდგომარეობიდან ასჯერ უფორ წელგამართული და ძლიერი  გამოვა".
წაკითხულია: 760 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს მისცა საშუალება და საფუძველი, მთელი რიგი საკითხები დააყენოს". "რუსეთმა ვერ გათვალა, რასთან აქვს საქმე და საკუთარი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს ვერსად ვერ წაიღებს" – განუცხადა ჟურნალისტებს იაკობაშვილმა. მისივე განმარტებით, "მზადდება მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, თუმცა რუსული მხარის მიერ მიღებულისგან განსხვავებით, ეს არა ნაჩქარევად მიღებული, არამედ კარგად აწონილ-დაწონილი და ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული გადაწყვეტილებებია".
წაკითხულია: 769 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამ წუთებში საქართველოში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერებით: "ნუ გადაწყვეტთ ჩვენს ბედს ჩვენს გარეშე", "არა – რუსეთის ფაშიზმს", "გაეთრიეთ საქართველოდან!". აქციაში დევნილებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
წაკითხულია: 749 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მედვედევის დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოსა და მის ტერიტორიულ ერთიანობას არ შეეხება. როგორც ვაშაძე აცხადებს, "ეს არის სულელური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, რუსეთს მოუტანს ზიანს". "რუსეთს ჰგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, პრობლემები კი მისთვის სწორედ ეხლა იწყება" – განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მედვედევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები და უკვე გაცემულია შესაბამისი დირექტივებიც, თუმცა მათი დაკონკრეტებისგან ვაშაძემ ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
წაკითხულია: 741 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსების მიერ ოკუპირებული ფოთისკენ ამერიკული ხომალდი ”მაკფოლი” მოემართება. სევასტოპოლის პორტიდან კი საქართველოს ტერიტორიალური წყლებისკენ კრეისერი ”მასკვა” დაიძრა. ორი ქვეყნის გემების საზღვაო გადაადგილებას წინ ის მწვავე განცხადებები და დაპირებანი უსწრებდა, რომელთა შესრულებაზეცაა ახლა საქართველოსა და საერთოდ თავისუფალი სამყაროს ბედ იღბალი.

”დიდი შვიდიანის” ქვეყნების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადაც ერთხმად მიიღეს რეზულუცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭებაზე. გუშინ რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დიმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

”დიდი შვიდიანის” შემადგენლობაში შემავალი ქვეყნები: აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. ”ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და შეშფოთებულები არიან რუსეთის გეგმით, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”, - განუცხადეს ”როიტერს ” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლუის მარია დე პუჩი მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და სრულად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით იკისრა.

- ”რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს სტრატეგიული პოზიციების ოკუპაცია დაუშვებელია და ვერ ჩაითვლება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მოხსენებულ უსაფრთხოების დამატებით ზონებად”, - აცხადებს ლ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 777 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება დაგმეს. "მედვედევის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ნიღაბი ახადა რუსეთის რეალურ სახეს და მსოფლიოს აჩვენა ის მწარე სინამდვილე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა წლების განმავლობაში თვალს ვერ უსწორებდა. რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი სამართლებრივად და ისტორიულად მცდარი და მორალურად გაუმართლებელია", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან თერმურ მჟავიასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, "რუსეთს 15 წლის განმავლობაში საშუალება ჰქონდა, მის მიერვე ინიცირებული კონფლიქტების მოგვარებაში პოზიტიური წვლილი შეეტანა მაგრამ ამის ნაცვლად ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეთნოწმენდის უპრეცედენტო მაგალითი შექმნა". აკიშბაია იმედოვნებს, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებს სეპარატიზმის გამარჯვებას და საქართველო განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას".
წაკითხულია: 792 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ ქართულმა აგრესიამ უბიძგა". როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა იმდენად, რამდენადაც ამ ხალხების გადარჩენაზეა პასუხისმგებელი". "რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა იმდენად, რამდენადაც პასუხისმგებელია ამ ორი მოძმე ერის გადარჩენაზე, რომლებიც თბილისის აგრესიული და შოვინისტური კურსის პირისპირ აღმოჩნდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. "2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე აგრესიული თავდასხმით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამშვიდობოების მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა და აფხაზეთის მისამართითაც ანალოგიური აქციის მზადებით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავადვე დაუსვა ჯვარი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, ლავროვის უწყების მტკიცებით, "იმ ხალხების მისამართით, რომელთა ნახვაც მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სახელმწიფოს შემადგნელობაში სურდა, მუდმივად უხეში სამხედრო ძალის გამოყენებამ აფხაზ და ოს ხალხს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა გარდა იმისა, რომ თავადვე ეზრუნათ საკუთარ უსაფრთხოებაზე და უფლებებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით".
წაკითხულია: 770 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სრულ უკანონობად აფასებს და დარწმუნებულია, რომ მას "არც საქართველოსთვის და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია". "რუსეთის გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ რუსეთის მხრიდან წარმოუდგენელი თავხედობაა. საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს არის პირველი მცდელობა ევროპული სახელმწიფოს საზღვრების ხელყოფისა", - განაცხადა მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში სააკაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ "რუსეთმა ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა". ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, "რუსეთმა საქართველო ვერ დააჩოქა და სახელმწიფოს ფუნდამენტალური საფუძვლის გამოთხრა ვერ მოახერხა". "რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს მსოფლიო რუკიდან გაქრობა, რაც მისი ჩანაფიქრი იყო. მთელი ამ დღეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა არნახული სიმამაცე გამოიჩინა. მთელი ჩემი პრეზიდენტობაც იმას ეფუძნებოდა, რომ საქართველო ასეთ გადამწყვეტ მომენტში მარტო არ ყოფილიყო", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
წაკითხულია: 735 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება სრულიად უკანონოა და ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას აღვევს. "რუსეთმა თავისი გადაწყვეტილებით წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რაც რუსეთის ფედერაციასვე მოუტანს ზიანს. ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო მხარში გვიდგას და სოლიდარობას გვიცხადებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, მთელი მსოფლიო თვალებში შემოგვყურებს", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოსახლეობისადმი მორიგი სატელევიზიო მიმართვისას.
წაკითხულია: 778 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი საქართველოში განცდილი პოლიტიკური მარცხის შემდეგ, საკუთარ გულს ასკდება. პუტინმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მედვედევმა დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთი ფიქრობს, ასე იყრის ჯავრს მთელს სამყაროზე, მაგრამ სამყარო რუსეთს ორბიტის ირგვლივ არ ბრუნავს და ეს რუსეთმაც კარგად იცის.

გუშინ, კრემლის რუპორები ერთმანეთს ცვლიდნენ ტრიბუნასთან და ალბათ, ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ დასავლეთის წინააღმდეგობას გატეხენ. ზიუგანოვმა რამდენჯერმე შეახსენა დასავლეთს, რომ ენერგეტიკულად ისინი რუსეთზე არიან დამოკიდებულები და ”თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, მაშინ ნახეთ, რა მოხდება”, - ასე ბრძანა ზიუგანოვნა.

ამ მუქარაში არის ლოგიკის მარცვალი, რადგან ენერგომატარებლების 40% დასავლეთში მართლაც რუსეთიდან შედის და რუსეთის მიერ გაზის ონკანის გადაკეტვა ევროპას ცუდ დღეში ჩააგდებს. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და მედლის მეორე მხარეს რეალობა სხვაგვარია.

ამბიციები
ჯერჯერობით, რუსეთი ახერხებს ევროპა მის ენერგორესურსებზე იყოს დამოკიდებული და ეს ბუქარესტის სამიტმაც დაასტურა. ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე უარიც რომ თქვას და ალტერნატიულ გზებზე დაიწყოს ფიქრი, ერთის მხრივ, ეს, რუსეთს თითქოს, ვერ შეასუსტებს. საქმე ისაა, რომ რუსეთი დიდი ხანია ჩინეთსა და ინდოეთთან აწარმოებს გაზის მიწოდებაზხე მოლაპარაკებებს.

რუსეთი მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის და ცენტრალური აზიის ქვეყნების: აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის დარწმუნებასაც ცდილობს, რომ გ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 750 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეუთო რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ”ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად” აფასებს.

როგორც ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ”ეუთოს ყველა წევრი ქვეყანა და მათ შორის რუსეთიც ვალდებულია, პატივი სცეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ”რუსეთი ვალდებულია, დაიცვას ეუთოს პრინციპები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.

- ”რუსეთი ასევე ვალდებულია, დაუყონებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი და დაიცვას ცეცხლის შეყვეტის შესახებ არსებული შეთანხმება. საერთაშორისო თანამეგობრობა ასევე ვერ მიიღებს ცალმხრივი წესით განსაზღვრულ უსაფრთხოების ზონებს”, - განაცხადა სტუბმა.

წაკითხულია: 868 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსების სამხედრო მანქანამ კი უკან დაიხია, მაგრამ ეკონომიკური შეტევა საქართველოზე ახალი ძალით განახლდება. კრემლი მრავალგვარ ეკონომიკურ სანქციებს ადრეც არაერთგზის გვიწესებდა, თუმცა ასეთი ”მასშტაბური” შედეგისათვის არასოდეს მიუღწევია.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქართველოს ეკონომიკის ზარალი იმდენად დიდია, რომ მის დათვლას კარგა ხანი დასჭირდება. იმისათვის, რომ ეკონომიკური ნგრევის სურათი თვალნათლივ გამოჩნდეს, ქართველებს ამერიკელი სპეციალისტებიც ეშველებიან.

რუსული აგრესიის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი ამერიკული დელეგაცია თბილისში უკვე ჩამოვიდა.დელეგაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი ხელმძღვანელობს.

როგორც საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროებებს აშშ-ს სხვადასხვა სააგენტოების მაღალჩინოსნები გაეცნობიან.

მათ შორის, აშშ-ს განვითარების სააგენტოს, კომერციულ საქმეთა დეპარტამენტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საზღვარგარეთ კერძო ინვესტირების კორპორაციის, აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის და ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან შეხვედრებს გეგმავს. ამერიკული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 27 აგვისტომდე გასტანს.

ვიდრე ზარალის რაოდენობა ოფიციალურად გახდება ცნობილი, კეთდება განცხა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 742 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ქვეყნის ეკონომიკის განადგურების აღსაკვეთად. როგორც სამინისტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალგზის მოწოდების მიუხედავად,  რუსეთის ფედერაცია არ აპირებს, შეასრულოს ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით". "რუსეთის სამხედრო ფორმირებები უკანონოდ არიან განლაგებული ფოთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან - 30 კილომეტრით, ხოლო ცხინვალის კონფლიქტის ზონიდან 160 კილომეტრით არის დაშორებული", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, სამინისტრო გუშინ ღამით ფოთში რუსი ჯარისკაცების მიერ  კომპანია "ნიკორას" ადგილობრივ საწარმოში შეჭრის ფაქტსაც ეხმიანება. მისი შეფასებით, "აღნიშნული ფაქტი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარები მაროდიორთა ბანდებად გადაიქცნენ, რომელთა ქმედებები სამოქალაქო მოსახლეობისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რბევა-განადგურებისკენ არის მიმართული". "თავად ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებების თანახმად, რუსეთი არ აპირებს საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, ცხადყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ საკუთარი პოლიტიკის იარაღად საბოლოოდ ეთნიკუ ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 821 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ მჟავია საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. "პირველი" მას უცვლელი სახით გთავაზობთ. "ოფიციალურ განცხადებებში ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება  იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ პერმანენტულ რეჟიმში განხორციელებული აგრესიული ღონისძიებები ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ოფიციალურად ეღიარებინათ აფხაზეთი და  ყოფილი სახრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად, რაც განახორციელეს კიდეც გუშინ - რუსეთის სახელმწიფო პარლამენტის ორივე პალატამ, დღეს - რუსეთის კვაზი-პრეზიდენტმა მედვედევმა, არსებითად კი - პრეზიდენტ-პრემიერმა პუტინმა. სწორედ ამ მიზნით ჩააბა რუსეთმა  საქართველო საომარ მოქმედებებში. შეიძლება, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საქართველოში საომარო მოქმედებების გაჩაღება და ჩვენი ქვეყნის აგრესორად წარმოჩენა მათ სწორედ ამისათვის დასჭირდათ. ისმის კითხვა: რამ განაპირობა რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები? - მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთმა: პუტინი დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში გაწევრიანდება  ნატოში, ამიტომ მიღებული აქვს ლიბერალური დასავლეთისათვის და, როგორც ჩანს, ჩვენთვისაც ნულოვანი ალბათობით მოსალოდნელი გადაწყვეტილება   -  დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დემონტაჟი. ჩვენ სრული დარწმუნებულობით ვაცხადებთ, რომ პუტინი დაადგა საკუთარი პრობლემის გადაჭრის იმ გზას, რომელიც პრობლემის გამომწვევი სუბიექტის არარსებულ მდგომარეობაში მოქცევას ითვალისწნებს. თუ კი სტალინისეული "პოსტულატის" პერიფრაზირებას მოვახდენთ, მივიღებთ შემდეგს: არ არი ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 774 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

"ოლიმპიური ვარსკვლავი" პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს ბინებს გადასცემს. ამის შესახებ "პირველს" "ოლიმპიური ვარსკვლავის" წარმომადგენელმა ლელა რაზიკაშვილმა განუცხადა. "პირობის თანახმად, ოლიმპიური ჩემპიონები "ოლიმპიური ვარსკვლავისგან" ბინებით დასაჩუქრდებიან. ამასთან, შეგახსენებთ, რომ სამივე გამარჯვებული ერთი წელია, კომპანიის სტიპენდიანტია" – განმარტა რაზიკაშვილმა. ოლიმპიური ჩემპიონები სამშობლოში უკვე ჩამოფრინდნენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  აეროპორტში საგანგებო მიღება არ გამართულა, თუმცა გაკეთდა ქართული დროშების ე.წ. მდუმარე ხეივანი, რომელშიც ქართველი ოლიმპიელები გამოივლიან. ქართული ოლიმპიური დელეგაციის დასახვედრად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენები, საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები იმყოფებიან. არ არის გამორიცხული, ოლიმპიადის ქართველი პრიზიორები დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღონ. შეგახსენებთ, რომ პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები მანუჩარ კვირკველია, ირაკლი ცირეკიძე და რევაზ მინდორაშვილი გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს ნინო სალუქვაძე, ოთარ თუშიშვილი  და გიორგი გოგშელიძე  დასჯერდნენ.
წაკითხულია: 939 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგა. 

ამის შესახებ განცხადება საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ გააკეთა.

სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია  როგორც სოფელ სკრასთან, ასევე კასპის რაიონში სარკინიგზო ხიდის აფეთქებისას დაზიანებულ მონაკვეთზე. 

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე რკინიგზაზე დაგროვებული ტვირთების გატარება იგეგმება, მომავალი კვირისთვის კი სავარაუდოდ, აღდგება სამგზავრო მარშრუტებიც.

წაკითხულია: 719 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ახალგორის რაიონში ვითარება გუშინ უკიდურესად გამწვავდა. სეპარატისტული ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევის ცნობით, რაიონის ერთ-ერთი სოფელი, რომელიც უშუალოდ დაბა ახალგორთან მებარეობს, ქართულმა პოლიციამ დაიკავა, თუმცა “ამ შემთხვევაში საუბარი არ არის სოფლის მიტაცებაზე”.

- “სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფები ლენინგორის რაიონის სიღრმეში შევიდნენ და ამჟამად სოფელ მოსაბრუნთან იმყოფებიან. ჩვენ დავუკავშირდით ლენინგორის მოსაზღვრე საქართველოს რაიონის ხელმძღვანელობას, რათა მათ საქართველოს შსს-ს დანაყოფები მშვიდობიანად გავიდნენ სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომელიც მათ წასვლას აიძულებს”, - აცხადებს ჩოჩიევი.

- “ქართული პოლიცია იქ დარჩება, სადაც შევიდა. არანაირი მოლაპარაკება არ მიდის და ქართული პოლიციაც იქიდან გასვლას არ აპირებს. სხვა ზომებს მივმართავო - რას ნიშნავს, არ ვიცი,მაგრამ ქართული პოლიცია რომ იმ ადგილების დატოვებას არ აპირებს, ცხადია. ეს ქართული სოფლებია და ქართული პოლიცია ვალდებულია დაიცვას ისინი. შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. რაც მოხდება, მოხდება”, - განუცხადა აღნიშნულის შესახებ “რეზონანსთან” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

პარალელურად კოკოითის შს მინისტრმა მიხაილ მინძაევმა ჟურნალისტებს ახალგორის რაიონში ქართველი სამხედროების დაკავების შესახებ ამცნო. მისი თქმით, რაიონში მდებარე ცხინვალის მილიციის ერთ-ერთმა გაძლიერებულმა საგუშაგომ საქრთველ სამხედროთა ჯგუფი დააკავა.

თბილისში ქართველ სამხედროთა დაკავებას უარყოფე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 802 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ რეკომენდაციას მედვედევმა ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მან დე ფაქტო პრეზიდენტების ”ედუარდ კოკოითის, სერგეი ბაღაფშისა და ამ ორი რეგიონის მოსახლეობის თხოვნაც გაითვალისწინა და ხელი მოაწერა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას”.

წაკითხულია: 743 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსების მიერ ოკუპირებული ფოთისკენ ამერიკული ხომალდი ”მაკფოლი” მოემართება. სევასტოპოლის პორტიდან კი საქართველოს ტერიტორიალური წყლებისკენ კრეისერი ”მასკვა” დაიძრა. ორი ქვეყნის გემების საზღვაო გადაადგილებას წინ ის მწვავე განცხადებები და დაპირებანი უსწრებდა, რომელთა შესრულებაზეცაა ახლა საქართველოსა და საერთოდ თავისუფალი სამყაროს ბედ იღბალი.

”დიდი შვიდიანის” ქვეყნების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადაც ერთხმად მიიღეს რეზულუცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭებაზე. გუშინ რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დიმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

”დიდი შვიდიანის” შემადგენლობაში შემავალი ქვეყნები: აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. ”ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და შეშფოთებულები არიან რუსეთის გეგმით, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”, - განუცხადეს ”როიტერს ” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლუის მარია დე პუჩი მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და სრულად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით იკისრა.

- ”რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს სტრატეგიული პოზიციების ოკუპაცია დაუშვებელია და ვერ ჩაითვლება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მოხსენებულ უსაფრთხოების დამატებით ზონებად”, - აცხადებს ლუის მარია დე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 705 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბაზისბანკის" თანამშრომლებმა კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობა მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში მონათლეს. ნათლულთა შორის არასრულწლოვანების გარდა, იყვნენ ხანში შესულებიც. გარდა ამისა, სარწმუნოება კათოლიკე ქალბატონმა შეიცვალა და "ბაზისბანკის" თანამშრომლის ნათლული გახდა. ნათლიებმა არასრულწლოვანი ნათლულებისთვის საბავშვო ანაბარი გახსნეს, რომელზეც თანხას ყოველთვიურად გადარიცხავენ.  
წაკითხულია: 819 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მოუწოდებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს. "როგორც "პირველს" ნათელაშვილმა განუცხადა, "მსოფლიოში 5 000 ენობრივი ჯგუფი და 200 სახელმწიფოა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად რუსეთს, შემდეგ კი ერთმნაეთის მიყოლებით მთელ რიგ სხვა სახელმწიფოებს შეუქმნის საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა, საბოლოოდ მთელი ცივილიზაცია დაღუპვამდე მიიყვანოს". "იმედი მაქვს, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ატეხილი ბრძოლა მალე შეწყდება და რუსი და ქართველი ხალხის ინტერესები გაიმარჯვებს"  - დასძინა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საბჭოს წევრებთან ერთად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის საკითხს განიხილავს.
წაკითხულია: 797 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, ნატო საქართველოს  სამხედრო ინფრაქსტრუქტურის აღდგენაში ეხმარება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, "ნატოს სპეციალისტების მხარდაჭერით საქართველოში ტარდება რიგი ღონისძიებები საჰაერო სივრცეზე კონტროლის აღდგენის ელემენტების შეტანისა და აეროპორტების აღდგენის მიზნით". მისივე თქმით, "საქართველოს ტერიტორიაზე, მთელი რიგი დასახლებული პუნქტების მიმდებარედ სამხედრო მოსამსახურეების შეკრება შეინიშნება".
წაკითხულია: 742 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დღეს მოსკოვში მცხოვრები მოქალაქეებიც გამოეხმაურნენ. ადამიანის უფლებათა დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვეს. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, 400-მდე აქტივისტი მოსკოვის ცენტრში, გრიბოედოვის ძეგლთან შეიკრიბა და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, "ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ რჩება, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ქმნის".აქცია სანქცირებული იყო და ექსცესების გარეშე დაიშალა
წაკითხულია: 793 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ევროპას და საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. "ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპა და საერთაშორისო ორგანიზაციები ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდნენ. დღეს ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ევროპა გეგმავს. რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული დევნილთა საკითხია, რომელშიც ევროპის წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია", _ განუცხადა ჟურნალისტებს იაკობაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს უმაღლეს კომისარს თომას ჰამარბერგსა და ევროკომისიის საჭიროებათა შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
წაკითხულია: 770 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი “მაკფოლი” ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ფოთის პორტისკენ დაიძრა.

ამის შესახებ სააგენტო AFP საქართველოში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება. ფოთში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ რუსული ბლოკსაგუშაგოები კვლავ რჩება.

სააგენტოს ინფორმაციით, “მაკფოლი” და მისი თანმხლები ორი ამერიკული ხომალდი ფოთის პორტში 27 აგვისტოს შევლენ.

წაკითხულია: 809 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული ქმედებები არცერთ საერთაშორისო ნორმას არ შეესაბამება. "საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ჩამოჰყავდათ სატვირთო მანქანებით ქართველი მოხუცები, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოყარეს და ქუჩებში იმყოფებოდნენ", - განაცხადა სტუბმა. მისივე შეფასებით, "ის ქმედებები, რომელსაც რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, საერთაშორისო ურთიერთობის ნორმებს არანაირად არ შეესაბამება".
წაკითხულია: 782 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის მეუღლე სინდი მაკკეინი უკვე საქართველოშია.  როგორც ცნობილია, სინდი მაკკეინი საქართველოში ჰუმანიტარული მისიით იმყოფება. ამასთან, იგი რუსული აგრესიის შედეგებს ადგილზე გაეცნობა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.
წაკითხულია: 804 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლუის მარია დე პუჩი რუსეთს მკაცრი ტონით მიმართავს და პრეზიდენტ მედვედევს რუსული საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანას კატეგორიულად სთხოვს. მისი თქმით, "რუსეთის ჯარების მიერ სტრატეგიული პოზიციების მიმდინარე ოკუპაცია დაუშვებელია და ვერ ჩაითვლება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მოხსენიებულ  უსაფრთხოების დამატებით ზომებად". "რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და სრულად შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის შუამავლობით იკისრა" – აცხადებს ლუის მარია დე პუჩი.
წაკითხულია: 791 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს, 13:00 საათზე სომხური დიასპორისა და სომხური თეატრის წარმომადგენლები სომხური თეატრის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. სომხური თეატრიდან ისინი 14:00 საათისთვის რუსეთის საელჩოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, აგრესია შეაჩეროს და საქართველოს ტერიტორია დატოვოს. როგორც სომხური თეატრის მსახიობმა გაგიკ მელქიმოვმა სააგენტო "პირველს" განუცხადა, აქციის მონაწილეები კატეგორიულად მოსთხოვენ რუსებს, დროულად დატოვონ საქართველოს ტერიტორია და მისცენ საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება. სომხური დიასპორის წარმომადგენლის მარიამ მიქოიანის განცხადებით კი, "მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსის ჯარის გასვლა ფიქციაა". "რუსულ ჯარს უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, მაგრამ არ დაუტოვებია და აგრესია გრძელდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, - ეს არის ყველა მოქალაქის ვალი, ჩვენ კი საქართველოს მოქალაქეები ვართ და დღეს ვართ ქართველები" – აღნიშნა მან. აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს სომხებმა საპროტესტო აქცია იგოეთში გამართეს, სადაც რუს ოკუპანტებს აგრესიის შეჩერებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ მზად არიან, საქართველოს ინტერესები ქართველებთან ერთად დაიცვან.
წაკითხულია: 875 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოსური ბანდფორმირებები ცხინვალის კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას სახლების დატოვებას კატეგორიულად სთხოვენ. როგორც "პირველს" შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნაბულის ლადო ვარძელაშვილის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ოსურმა ბანდფორმირებებმა რამდენიმე ქართულ სოფელში შეჭრა და მოსახლეობის დაწიოკება გუშინ საღამოდან დაიწყეს. "ამ რეგიონში ოსი სეპარატისტები კვლავ მაროდიორობენ, მოსახლეობას აწიოკებენ, სახლებში უვარდებიან და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ", - განაცხადეს რწმუნებულის პრეს-სასმსახურში. მისივე ინფორმაციით, ოსური ბანდფორმირებები მაროდიორობას რუსეთის მიერ გახსნილ საგუშაგოებთან ახორციელებენ.
წაკითხულია: 767 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აჭარის მთავრობა გორში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებულ რამდენიმე ობიექტს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს.

“აჭარის მთავრობა შეძლებისდაგვარად დაეხმარება გორის რაიონს. ჩვენი ფინანსებით გორის ერთ საბაშვო ბაღსა და ერთ სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამასთან, ადგილზე დათვალიერების შემდეგ აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით კიდევ რამდენიმე ობიექტი გარემონტდება” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.

როგორც ცნობილია, რუსეთის ოკუპაციის შედეგად აჭარაში სულ 2  600 დაზარალებულია რეგისტრირებული. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა თავის კუთხეს. დაზარალებულების საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი მთავრობისა და მერიის მიერ კონტროლდება

წაკითხულია: 781 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში დღეს, 12:00 საათზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციაში სოფლის ათასამდე მაცხოვრებელი მიიღებს მონაწილეობას. ისინი მექანიკურ ქარხანაში რუსი ოკუპანტების ყოფნას გააპროტესტებენ და რუსული საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსული უკანონო საგუშაგოები განთავსებულია წალენჯიხის რაიონის სოფლებში, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში, სენაკში, სოფელ თეკლათში და ფოთში. 

ამ დროისთვის კვლავ ოკუპირეულია განმუხური და ხურჩა. აქ მაროდიორობა მიმდინარეობს, რუსი ოკუპანტები მოსახლეობას ავიწროებენ, სახლებში შედიან და ავეჯი გამოაქვთ.

წაკითხულია: 823 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჩხოროწყუს რაიონში რუსი ოკუპანტები სანგრების თხრას განაგრძობენ.

უკანონო ბლოკ-პოსტზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ტყვიამფრქვევები. რუსი ჯარისკაცები ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიოებით გადაადგილდებიან, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობასთან რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ უკანონო საგუშაგოები განთავსებულია წალენჯიხის რაიონის სხვა სოფლებშიც, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში, სენაკში, სოფელ თეკლათში და ფოთში.

წაკითხულია: 763 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბათუმის აკვატორიაში ამერიკული ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული გემის "დალასის" შემოსვლა ხვალისათვისაა დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი საწოლებს და პირველადი მოხმარების ნივთებს შეიცავს. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის პორტში ჰუმანიტარული მისიით  ამერიკული სამხედრო ხომალდი "მაკ ფოლიდი" შემოვიდა, რომლის სიგრძე 180 მეტრია

წაკითხულია: 784 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 

კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სპეციალური სხდომა გაიმართება.  

როგორც კომიტეტის აპარატში განმართავენ, დღევანდელი სხდომა ეხება დევნილი მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და გრძელვადიან პრევენციული ღონისძიებებს, კერძოდ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობების მკურნალობასა და პრევენციას. 

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, რომელიც მედიკოსების მონაწილეობით გაიმართება, 13:00 საათისთვის არის დანიშნული

წაკითხულია: 832 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

- ორთვენახევარი, სამი თვის ჩასული ვიყავი კოდორში სროლა რომ დაიწყო. ვიცავდით ჩვენს ტერიტორიას, ვიცავდით კოდორს, სამშვიდობო მისიით ვიყავით.Dცხინვალის რეგიონში ბრძოლა, რომ დაიწყო, მაშინ ჩვენთან სიმშვიდე იყო. სანამ რუსი ჩაერეოდა, ჩვენთან სიმშვიდე იყო და რუსი რომ ჩაერია, მერე დაიწყო დაბომბვა.

სახლებს არ ურტყამდნენ, ბომბებს გვერდზე ყრიდნენ, პირადად ჩვენთვისაც არ დაურტყამთ, ახლომახლო გვირტყავდნენ, ჩვენ ტყეში ვიყავით, ჩვენთან ახლომახლო სახლები არც იყო. 2-3 საათში ხდებოდა დაბომბვა. ჩვენგან პირდაპირ სროლა რომ ხდებოდა, მაშინ გვირტყავდნენ პირდაპირ.

ჩვენი მხრიდან მსხვერპლი იყო?
ერთი ნაღმზე აფეთქდა, ერთი ჩვეულებრივი სროლის დროს დაიღუპა. ჩვენს წინ სპეცნაზი იდგა, ჩვენი სპეცნაზი ებრძოდა. მოწინააღმდეგე მხარეს აფხაზები იყვნენ თუ რუსები, ვერ გეტყვით.

რამდენი დღე გრძელდებოდა ეს ბრძოლა?
- ალბათ, 5 დღე. საჭმელიც გვქონდა და სასმელიც. კოდორის ხეობას ცალკე სარდალი აკონტროლებდა. მისი სახელი და გვარი ზუსტად არ მახსოვს. ომი სანამ დაიწყებოდა, არაფერი გვაკლდა, გეგონება კაი “დაჩაზე” ხარო. საკვები, სასმელი გვქონდა, დროს ტარება, ბანაობა იყო, დიდი მდინარე ჩამოდიოდა.

როდესაც იქაურობა დავტოვეთ და წამოვედით, რუსებს და აფხაზებს რომ არ დარჩენოდათ, რაც იყო სუყველაფერი გავანადგურეთ, კოტეჯები გავანადგურეთ - დავნაღმეთ, ავაფეთქეთ, ბენზინი იყო იქ ცისტერნებით და ავაფეთქეთ. ამერიკული იარაღი ემ-4 იყო ჩამოტანილი, ერთ “კამაზამდე” და ისიც ავაფეთქეთ.

როცა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 962 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმდოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მხარს არ დაუჭერს ფედერაციის საბჭოსა და დუმის მოწოდებას, აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

- ”შეშფოთებით ვიყურუებ რუსეთის დუმის გუშინდელ დადგენილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ რეზოლუციას ხელს არ მოაწერს. ეს იქნებოდა მორიგი, საგანგებოდ კრიტიკული ვითარება საქართველოს ტერიტორულ მთლიანობასთან დამოკიდებულებაში”, - განაცხადა მერკელმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, საქართველო განვითარების გზაზე დგას.

- ”საქართველო ნამდვილად ვითარდება. ძალიან მინდა, ამას მხარი დაუჭიროს ბევრმა საერთაშორისო ინვესტორმა”, - განაცხადა მერკელმა და აქვე დასძიანა, რომ ევროკავშირის შეუძლია, სერიოზული წვლილი შეიტანოს საქართველოს ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად განადგურდა.

მისვე თქმით, საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ახლა უკვე დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და მესამე ქვეყანამ, კერძოდ, რუსეთმა მათ განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

-”საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მოვლენაა, თუმცა ეს იყო დემოკრატიული მოძრაობის ნაწილი. ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ახლა თავიანთ გადაწყვეტილებებში თავისუფალნი არიან”, - აღნიშნა მან.

წაკითხულია: 806 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

იმაზე, თუ რას შეიძლება ელოდოს საქართველო, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ 1 სექტემბრისათვის დაგეგმილი ევროკავშირის საგანგებო სხდომისაგან, რომელიც საქართველოში რუსული ინტერვენციის მცდელობას განიხილავს, გაითვალისწინებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთის ქვედა და ზედა პალატის მიერ მისი მისამართით შემუშავებულ მოთხოვნას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

რუსეთის სათათბიროს ქვედა და ზედა პალატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ამავე თხოვნით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მიმართეს. თქვენი აზრით, აღიარებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?
- ძალიან მეპარება ეჭვი, რომ რუსეთმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ხმაურიანი განხილვით რუსეთი დასავლეთთან ვაჭრობისთვის ფონის შექმნას ცდილობს. მოსკოვში კარგად იციან, რომ ევროკავშირის სპეციალური სხდომა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინიციატივით 1 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

რუსეთი, რომელიც ჯერ თავად ვერ გარკვეულა საერთაშორისო არენაზე საკუთარი თავის მოჭრის მასშტაბებში, ნამდვილად ვერ გადადგამს ნაბიჯს იმისათვის, რომ გაურკვეველი წარმონაქმნის დამოუკიდებლობის აღიარებით დაუპირისპირდეს დასავლეთს. თუ ”ცივი ომი” რუსეთის არჩევანია, ის გახდება ”ყინულოვანი ომის” მოწმე, დასავლეთი ამისათვის სულ უფრო მეტ მზადყოფნას ამჟღავნებს.

თუ მაინც აღმოჩნდა, რომ სიძულვილმა გამოიწვია პუტინისა და მედვედევის ცნობიერები ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 720 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მთავრობა და პრეზიდენტი ყოველ წუთს გაიძახის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძველებურადაა, არც ეკონომიკური კრიზისი გვემუქრება და არც ინვესტიციების ნაკლებობა იქნება. სინამდვილე კი სხვაგვარია. სერიოზული პრობელემები აქვთ ბანკებს, სამშენებლო კომპანიებს, სოფლის მეურნეობას და ტურიზმს. ეს დარგი, შეიძლება ითქვას, დიდი ხნით გამოეთიშა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებს.

ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს არ დაზარალებულა აჭარაა. მართალია, რეგიონს პირდაპირი ზარალი არ მიუღია, მაგრამ ტურიზმის სეზონის ჩავარდნამ და საინვესტიციო შეფერხებამ, შესაძლოა, საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

ჯერერჯობით სხვაგვარად მეტყველებენ აჭარის ხელისუფალნი. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის მიუხედავად აჭარაში ინვესტიციების შემოდინება არ შეჩერებულა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის ინისტრის ვაჟა ბოლქვაძის განმარტებით, ომის პერიოდში სამინისტროს წარმომადგენლებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ უცხოური კაპიტალით შექმნილ საწარმოებთან, რომლებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განარძობდნენ.

- ”გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა სამკერვალო საწარმოებში 11-12 აგვისტოს, როდესაც მუშათა გარკვეული ნაწილი სამსახურში არ გამოცხადდა, რაც ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარეობდა, თორემ სხვა მხრივ შეფერხებები არ დაფიქსირებულა. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პერიოდში საწარმოთა გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და რათა მოსახლეობისათვის გაცლებით მეტი პროდუქტი მიეწოდებინათ, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე ხებოდა. ეს ძირითადად, წისქვილ-კობინატებს ეხებათ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ რეგიონის მოსახლეობისათვის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 789 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აჭარიდან გორში  დღეს ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა. საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აჭარის მთავრობისგან საჩუქრად გადაეცემა. ტვირთი ბათუმიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ თავად გააცილა. ანალოგიური ტვირთი რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ბორჯომში, კასპსა და ქარელშიც გაიგზავნა.
წაკითხულია: 783 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბორჯომის ხეობაში გაღვივებულ ხანძარს ვერტმფრენებით და კვადროციკლებით შეებრძოლებიან. როგორც "პირველს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ეკა ბენდელიანმა განუცხადა, ცეცხლის ლოკალიზება "საქართველოს ბანკის" დახმარების ფონდის მიერ ნაჩუქარი კვადროციკლებით იგეგმება, რომელიც მიუვალ ადგილებში ძალზე მოსახერხებელია. ცეცხლის ლიკვიდაციაში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები ჩაერთვება. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია უკრაინის მიერ გადმოცემული სახანძრო მანქანებიც. მისივე თქმით, ამ წუთებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე შემთხვევის ადგილისკენ მიემართება. შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, სადაც ხანძარი ლოკალიზებული იყო, გუშინ, გვიან ღამით ცეცხლი კვლავ გაღვივდა. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობის ტყეებში 20 ჰექტარი ტყის მასივი იწვის და ცეცხლის 10-მდე მწვავე კერაა. კერების გაღვივება ქარიშხალმა გამოიწვია. მდგომარეობას ართულებს ის, რომ ცეცხლი მიწას უკიდია, დაახლოებით ნახევარ მეტრ სიღრმეზე იწვის ტუფი.
წაკითხულია: 765 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტებსა და კვიპროსის პრობლემას შორის ანალოგიების გავლება სცადოს. თუმცა დეპუტატის აზრით, რუსეთს იმის გათვალისწინება მოუწევს, რომ ნებისმიერი კონკრეტული კონფლიქტი უნიკალური და ინდივიდუალურია. "რუსეთი გარეგნული ნიშნებით საქართველოს კონფლიქტების კვიპროსისთვის დამსგავსებას ცდილობს: თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსში ჯარი შეიყვანა და მისი დამოუკიდებლობა აღიარა. ამ შემთხვევაშიც რუსეთმა ჯარი შემოიყვანა და რაღაცის აღიარებას აპირებს, მაგრამ ამით მსგავსებები მთავრდება. განმასხვავებელი დეტალი უამრავია. მაშინ, როცა თურქეთმა კვიპროსში ჯარი შეიყვანა, სულ სხვა ვითარება იყო: ეს მოხდა 70-იან წლებში, როცა საბერძნეთში დიქტატურა მეფობდა, საბერძნეთმა კვიპროსის შეერთების სურვილით ომი დაიწყო და ძალიან რთული, სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო" - განუცხადა "პირველს" დარჩიაშვილმა და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დღეს არც თავად ჩრდილოეთ კვიპროსის მოსახლეობა და არც თურქეთი კუნძულის გაერთიანების წინააღმდეგი არ არიან". რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხს, პოლიტოლოგის აზრით, ამ შემთხვევაში მოსკოვის მხრიდან აშკარაა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს ტერიტორიის დაპყრობა. "დღეს პუტინი მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც 30-იანი წლების ბოლოს - სტალინი, რომელიც ომებს იწყებდა და მეზობელ ქვეყნებს იპყრობდა. მსოფლიო ამას ხედავს და ძალიან ღიზიანდება" - დასძინა დეპუტატმა.
წაკითხულია: 757 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 4.0/1 | კომენტარი (0)

რუსეთმა შესაძლოა, ის შეთანხმება გააუქმოს, რომლის საშუალებითაც  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთისა და შუა აზიის ქვეყნების გავლით ავღანეთს აუცილებელ აღჭურვილობას აწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" ავღანეთში რუსეთის ელჩის ზამირ კაბულოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ელჩმა გაზეთ "Time"-სთან ინტერვიუში განაცხადა, "ამ შეთანხმებამ აზრი დაკარგა, რადგან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო რუსეთმა ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლიბა შეაჩერა". "ნურცერთი საღად მოაზროვნე ქვეყანა ნუ იფიქრებს, რომ ერთის მხრივ, რუსეთთან ითანამშრომლებს და მეორეს მხრივ, მსოფლიოს სხვა რეგიონში მის წინააღმდეგ იმოქმედებს" - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ტვირთების ტრანზიტული გზით შეტანის შესახებ ხელშეკრულება ნატო-ს აპრილის სამიტზე დაიდო. ხელშეკრულების მთავარი მიზანი სატრანსპორტო ხაზის უზრუნველყოფა იყო, რომელიც ქაბულსა და პაკისტანს შორის ალტერნატიულ მარშრუტს ეხება.

წაკითხულია: 765 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კოლორადოს შტატში, დენვერში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამაზე თავდასხმის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ობამას მკვლელობა 28 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი Invesco Field at Mile High-ის სტადიონზე სიტყვით უნდა გამოსულიყო.  დაკავებულთაგან ერთ-ერთმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. წინასწარი ინფორმაციით, სულ ცოტა, ერთი ეჭვმიტანილი მაინც რასისტული მოძრაობის წევრია.
წაკითხულია: 816 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. ჰუმანიტარული ტვირთი 10 ტონას იწონის და მასში კარტოფილი, ყველი და ბოსტნეული შედის. ჰუმანიტარული დახმარება გორში ჩავა, შიდა ქართლის ადმინისტრაცია კი მას საჭიროების მიხედვით გადაანაწილებს. როგორც ცნობილია, ეს რიგით მეხუთე ტვირთია, რომელიც ქვემო ქართლიდან შიდა ქართლში იგზავნება. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლი რუსული აგრესიის შედეგად დაზარელებული მოსახლეობის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.
წაკითხულია: 803 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის მოსახლეობას ე.წ "საქართველოს თავდასხმის მსხვერპლთა" ანგარიშზე თანხების გადახდას აიძულებენ. რუსეთის რეგიონებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. "ჰუმანიტარული დახმარება" რუსეთის მოქალაქეებს ხელფასიდან იძულებითი მეთოდით დაექვითებათ. ამასთან, ინტერნეტ-გამოცემა News.ru ავრცელებს ციტატას ერთ-ერთი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებულებიდან. "მათ, ვინც ერთი დღის ხელფასს საქართველოს თავდასხმის მსხვერპლთა ანგარიშზე არ გადარიცხავს, ხელფასის დანამატი დაექვითებათ და დაერიცხებათ მათ, ვინც თანხა ნებაყოფლობით გადარიცხა" – ნათქვამია ბრძანებულებაში. რუსეთის მოსახლეობა ხელისუფლების ამ მოთხოვნით აღშფოთებულია.
წაკითხულია: 731 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თბილისში ყველა ელოდა, რომ რუსი დეპუტატები აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს სასწრაფო წესით წამოწევდნენ, ამიტომ რუსეთის სათათბიროს ქვედა და ზედა პალატების გადაწყვეტილება დიდად არავის გაკვირვებია.

ქართველი ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ მედვედევს ახლა მაინც ეყოფა გონიერება, ასეთ დიდ ავანტიურაზე არ წავა და “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თუმცა, ერთი რამ უდავოა - კრემლის ხელში ეს საკითხი ძალიან კარგი სავაჭრო თემა იქნება.

თორნიკე შარაშენიძე, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი: “მედვედევს სჭირდება, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში პოზიციები გაიმყაროს. იტყვის, რომ წარმომადგენლობითი ორგანო თხოვს, რომ ვცნო ამ რეგიონების დამოუკიდებლობა. რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთს პირდაპირ განუცხადებს, რამე რომ იყოს, ამაზე უპრობლემოდ წავალო. არა მგონია, რუსეთმა “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ამ საკითხს დასავლეთის დასაშანტაჟებლად კარგად გამოიყენებს”.

ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: “რუსეთი პოლიტიკურ იზოლაციაში ექცევა და ცდილობს, ამ იზოლაციიდან პოლიტიკურ მოვლენებზე ძალისმიერი ზეწოლით გამოვიდეს. მაქსიმუმს ითხოვს, რომ რაც შეიძლება მინიმუმი დათმოს. მას შემდეგ, რაც საქართველო და უკრაინა MAP-ს მიიღებს, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობას რუსეთი ღიად გამოაცხადებს”.

თუკი რუსეთი მართლაც აღიარებს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთისა” დამოუკიდებლობას, მაშინ ამით ამ რეგიონებშ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 932 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა ჟვანიას შეფასებით, რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ამგვარი პრეცედენტის შექმნის გამო მსოფლიოს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

როგორც ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც მტრული სახელმწიფოს ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ამ ქმედებების გვირგვინია და რუსეთმა საკანონმდებლო ორგანოს საშუალებით უკვე იურიდიულად ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
მანვე დასძინა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით რუსეთმა მთელ მსოფლიოს უჩვენა, რასაც საქართველო აქამდე მუდმივად ამბობდა, რომ რუსეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში იყო საქართველოს ტეტიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შებღალვა.

ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარ ქმედებებში მარტო არ ყოფილა და მას მხარს უჭერდნენ სირია, ვენესუელა, კუბა, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზსბოლა" და, სავარაუდოდ, რუსეთი არც ბოლო გადაწყვეტილებაში დარჩება მარტო და ისინი მხარდაჭერას განაგრძობენ.

"ეს მიანიშნების რუსეთის სრულ თვითიზოლაციურ პოლიტიკაზე, რაზედაც დასავლეთი აფრთხილებდა და ახლაც აფრთხილებს", – მიიჩნევს კომიტეტის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 726 | თარიღი: 26.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz