Главная » 2008»აგვისტო»26 » აჭარიდან გორში დღეს ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა
აჭარიდან გორში დღეს ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა
12:10
აჭარიდან გორში დღეს ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა. საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას აჭარის მთავრობისგან საჩუქრად გადაეცემა. ტვირთი ბათუმიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ თავად გააცილა. ანალოგიური ტვირთი რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ბორჯომში, კასპსა და ქარელშიც გაიგზავნა.