შაბათი, 27.04.2024, 11:20
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 28
რუსეთის საოკუპაციო ჯარის საქართველოში შემოსვლამ, პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე ბევრი ისეთი დოკუმენტი ამოატივტივა, რომლებიც ერთგვარი ნაღმებივით არის ჩალაგებული ქართულ-ოსურ და აფხაზეთის კონფლიქტებში, რომლებიც მოსკოვმა ლამის თვალებზე აგვაფარა. ასეთი დოკუმენტების დიდი ნაწილი ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს არის ხელმოწერილი.

ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შექმნილ კრიზისა და ცხინვალის ოპერაციასთან დაკავშირებით “პრესა.გე” ყოფილ პრეზიდენტ ედურდ შევარდნაძეს ესაუბრა.

- არა მგონია, რუსეთის ხელისუფლებას ქონოდა დაგეგმილი საქართველოში შემოჭრა. რა მოხდა 9 აგვისტოს ცხინვალში და რაც მოხდა იმაში ვინ არის დამნაშავე ამის გარკვევას დრო სჭირდება. უნდა შევსულიყავით თუ არა კონფლიქტის ზონაში და გამოიწვია თუ არა ამან ქართულ-ოსური კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება ამას გამოძიება უნდა.

როგორ ფიქრობთ, აქვს საერთაშორისო საზოგადოებას იმის ბერკეტები, რომ რუსეთი აიძულოს საქართველოს სუვერენულ უფლებებს პატივი სცეს?
- ვუყურე, ბრიუსელში, თითქმის მთელი ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რომ გაიმართა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. რუსეთი ამ კავშირების გარეშე ვერ იარსებებს. “იმპერია უნდა აღდგესო” - ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მითხრა ორი დღის წინათ.

მე მას  გავახსენე რუსეთ-ჩეჩნეთის ომი. ჩეჩნებმა საბრძოლო ნათლობა ხომ აფხაზეთში მიიღეს, როცა ქართველებს ებრძოდნენ. მერე დაბრუნდნენ უკან იარაღით და მიუბრუნდა რუსეთს ბუმერანგად. სწორედ ასე შევუთვალე მაშინ რუსეთის მთავრობასაც. მერე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის ომი. რა გარანტია აქვთ, რომ ხვალ რუსეთს არ წარმოექმნება დაღესტანის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 786 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

შანაის ორგანიზაციის სამიტზე მიღებულ საბოლოო დოკუმენტი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კამპანიის პირდაპირ მხარდაჭერას არ შეიცავს.

მასში მხოლოდ აღნიშნულია, რომ შანაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა მოსკოვის აქტივობას, რომელიც სამხრეთ ოსეთში მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრა დუშანბეში გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის ლიდერებს მოუწოდებდა, გამოსულიყვნენ დასავლეთის პოზიციის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში შეჭრას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გმობს.

ამასთან ერთად, ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია მხოლოდ, რომ ”შანჰაის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ოსეთში შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით და მხარეებს მოუწოდებენ არსებული პრობლემები მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაჭრა”.

ამ ფორმულირებაში ასახვა ჰპოვა პოზიციამ, რომელიც ჩინეთმა კავკასიურ კრიზისთან მიმართებაში დაიკავა. ხუთშაბათს სამიტის დამთავრებამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ცინ განმა კვლავ განაცხადა: ”ჩინეთი მსგავს საკითხებში პრინციპულ პოზიციას იჭერს - ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს დიალოგის და კონსულტაციების გზით”.

შანჰაის ორგანიზაციის განცხადებაში ამ ორგანიზაციის წევრები ”მიესალმებიან” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კონფლიქტის ზონაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით იქნა მიღწეული 12 აგვისტოს.

ამასთან, 6 ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს თავიანთ მხარდაჭერას ტერიტორიული მთ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 850 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი რამ ფუჭდება და ინგრევა. რუსები კვლავაც აჩანაგებენ ქართულ სოფლებს, სამხედრო ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნოებას. ამ დროს ჩვენმა სასიქადულო ეკონომისტებმა უკვე დაადგინეს, რომ ქვეყანას 1 მილიარდ დოლარზე მეტი არ უზარალია.

დამოკიდებელი ექსპერტები პირდაპირ და გრძელვადიან ზარალზე საუბრის დროს აცხადებენ, რომ თანხობრივ გამოხატულებაში საქართველომ 10-15 მილიარდი იზარალა. მთავრობა კი, ისევე როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც ზერელედ ეკიდება და გურგენიძის პირით აცხადებს, რომ ეკონმიკური დანაკარგები არც ისე დიდია.

ამერიკის საელჩოში საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელმა ამერიკულმა დელეგაციამ სამდღიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამა. აღნიშნულ ბრიფინგს ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ესწრებოდნენ.

რუბენ ჯეფრის თქმით, პირველ ეტაპზე გადასაჭრელ საკითხს ჰუმანიტარული დახმარება წარმოადგენს, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან იღებს. მეორე ეტაპზე კი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რეაბილიტაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის განვითარება უნდა მოხდეს. ამერიკელებს კონკრეტულად მათ მიერ გამოყოფილი დახმარების ოდენობა არ დაუსახელებიათ.

სამაგიეროდ, ჩვენმა ეკონომისტებმა მწრაფლ დაადგინეს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებულმა ზარალმა სსულ რაღაც 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგენა. ასეთი მოულოდნელი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 780 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილ თანამედროვე მსოფლიო წესრიგს რეალურ საფრთხეს უქმნის". "აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ ანგრევს საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნის საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილ თანამედროვე მსოფლიო წესრიგს. ეს არის მცდელობა, ევროპაში უხეში სამხედრო ძალის გამოყენების გზით ცალმხრივად შეცვალოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები, კვლავ დაამკვიდროს გავლენის სფეროები და გამყოფი ხაზები, რომლის იქითაც დემოკრატიული განვითარება შეჩერებული იქნება და ტოტალიტარული წესრიგი დამყარდება ისეთივე მეთოდებით, როგორსაც საბჭოთა კავშირი ცივი ომის პერიოდში იყენებდა", - ნათქვამია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო "ყოველგვარ საფუძველს მოკლებულს" უწოდებს რუსეთის ფედერაციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ "საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა აფხაზი და ოსი ხალხების ნების გაუთვალისწინებლად მოხდა" და აცხადებს, რომ "1991 წლის ხსენებული რეფერენდუმი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით), რაც თავისთავად ამ პროცესში აღნიშნული ეროვნული უმცირესობების მონაწილეობას გულისხმობს".
წაკითხულია: 795 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კიევის "დინამოს" გულშემატკივრებმა მოსკოვის "სპარტაკთან" გამარჯვების აღსანიშნავად უკრაინული დროშების გვერდით საქართველოს დროშებიც ააფრიალეს. ამ საქციელით კიევის "დინამოს" გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ქართველი ერისადმი მხარდაჭერა. უკრაინელებმა მოსკოვის "სპარტაკი" ანგარიშით 8-2 დაამარცხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს. კიევის "დინამო" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.
წაკითხულია: 831 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

1 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ესტონეთის დელეგაცია ევროკავშირს "რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრის გადახედვას" შესთავაზებს. ესტონეთის ხელისუფლებამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა პაკეტს, რომლის შეთავაზებასაც ოფიციალური ტალინი ევროკავშირისთვის "საქართველოსთან კონფლიქტისა და რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან" დაკავშირებით აპირებს. "ესტონეთის ხელისუფლება შესთავაზებს ევროკავშირს, გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრი, რათა მოსკოვს მიეცეს სიგნალი, რომ მეზობელთან თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან აგრესიული დამოკიდებულება უკვალოდ არ ჩაივლის" – აცხადებენ ესტონეთის მთავრობაში.
წაკითხულია: 711 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დევნილი მოსახლეობის დახმარების მიზნით ჰუმანიტარულ საქმიანობას პირველი ლედის სანდრა რულოვსის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი SOCO-ც ახორციელებს. უახლოეს დღეებში SOCO-ს ეგიდით ჰუმანიტარული ტვირთი დარიგდება, რომელსაც საქართველოში როსტროპოვიჩის ფონდი გამოგზავნის. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების საპარლამენტო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეტალურად გაეცნო ჯგუფის წევრი დეპუტატების მიერ წარმოდგენილ  ინფორმაციას დევნილი მოსახლების მდგომარეობის შესახებ.
წაკითხულია: 963 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (1)

კიევის "დინამოს" გულშემატკივრებმა მოსკოვის "სპარტაკთან" გამარჯვების აღსანიშნავად უკრაინული დროშების გვერდით საქართველოს დროშებიც ააფრიალეს. ამ საქციელით კიევის "დინამოს" გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ქართველი ერისადმი მხარდაჭერა. უკრაინელებმა მოსკოვის "სპარტაკი" ანგარიშით 8-2 დაამარცხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს. კიევის "დინამო" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.
წაკითხულია: 826 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

1 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ესტონეთის დელეგაცია ევროკავშირს "რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრის გადახედვას" შესთავაზებს. ესტონეთის ხელისუფლებამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა პაკეტს, რომლის შეთავაზებასაც ოფიციალური ტალინი ევროკავშირისთვის "საქართველოსთან კონფლიქტისა და რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან" დაკავშირებით აპირებს. "ესტონეთის ხელისუფლება შესთავაზებს ევროკავშირს, გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრი, რათა მოსკოვს მიეცეს სიგნალი, რომ მეზობელთან თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან აგრესიული დამოკიდებულება უკვალოდ არ ჩაივლის" – აცხადებენ ესტონეთის მთავრობაში.
წაკითხულია: 774 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთმა ე.წ. "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების" ტერიტორიაზე შესაძლოა, სამი სამხედრო ბაზა განათავსოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" მოსკოვში სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. "სამხედრო ექსპერტები სხვა სტრუქტურების სპეციალისტებთან ერთად გათვლებს აწარმოებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით. საუბარია კერძოდ, აფხაზეთში – გუდაუთასა და ოჩამჩირეზე, სამხრეთ ოსეთში კი – ჯავის რაიონზე", - განაცხადა წყარომ. მისივე თქმით, ბაზები განთავსდება იმ ადგილებზე, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ნაწილები მდებარეობდა. "გუდაუთაში, სადაც სამხედრო აეროდრომია, შესაძლოა, განთავსდეს მაგალითად, მოერიშე-სადესანტო ნაწილი, ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საშუალებები, ოჩამჩირის პორტში – შავის ზღვის ფლოტის გემების ნაწილი, ჯავაში კი - მოტომსროლელი ბრიგადა", - განაცხადა წყარომ. მისივე თქმით, "ბაზების განთავსება შესაძლოა, მხოლოდ სამხრეთ ოსეთთან და აფაზეთთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ დაიწყოს".
წაკითხულია: 755 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვგმობთ დიდ რვიანში ჩვენი პარტნიორის საქციელს.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც რუსეთიც აწერდა ხელს.

რუსეთის გადაწყვეტილება საეჭვოს ხდის რუსეთის, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტის, მონაწილეობას კავკასიის რეგიონში.

ვწუხვართ საქართველოში რუსეთის მიერ შეუსაბამო სამხედრო ძალის გამოყენებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილების მიმდინარე ოკუპაციის გამო.

მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, სრულად განახორციელოს ექვს-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, კერძოდ: დააბრუნოს თავისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს უცვლელ და ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ხაზს ვუსვამთ, რომ ანგარიშს ვუწევთ და თანადგომას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ლეგიტიმურ მთავრობას ამ კონფლიქტის მშვიდობიანად და ხანგრძლივი დროით გადაწყვეტის საქმეში.

წაკითხულია: 791 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რადგან იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია.

ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათთორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მიძინების დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.

ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან ცოტა ხნით მიიძინა და მესამე დღეს აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია.

ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას ლოცვით მიმართავს.

წაკითხულია: 780 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ეკონომიკას რომ სერიოზული პრობლემები აქვს, ამას უკვე ყველა აღიარებს. ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები გულის მოსაფხანად, რუსულ კოლაფსზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ბოლო დღეებში მათ მხარი უცხოელმა ანალიტიკოსებმაც აუბეს. ამჟამად კი რუსთა პრეზიდენტმაც აღიარა, რომ დიდი პრობლემების წინაშე შიძლება აღმოჩნდნენ.

რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო რუსეთის საფონდო ბირჟა პანიკამ მოიცვა. “გაზპრომის” კაპიტალიზაცია აგვისტოში 222 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა, “როსნეფტის” კაპიტალიზაცია - 81 მილიარდით, “სბერბანკისა” კი, - 49 მილიარდი აშშ დოლარით.

ბირჟის საფონდო მაჩვენებელმა 6,1 პუნქტით დაიწია (მაისში ის 9,4-ს შეადგენდა). აღსანიშნავია, რომ 1998 წლის ჰიპერკრიზისის დროს ეს მაჩვენებელი 7 პუნქტი იყო.

დიდი ხნის მალვის შემდეგ კრემლშიც აღიარეს, რომ “დერჟავას” თავსატეხი გაუჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საფონდო ბირჟის შეგნებულ ნგრევაში დასავლეთი დაადანაშაულა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ევროპას კონკრეტული საფინანსო და ეკონომიკური პრობლემების შექმნა შეუძლია. სანქციებში იგულისხმება რუსეთისათვის საფონდო ბირჟებზე და ანგარიშებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა.

სხვათა შორის, ამერიკელი იურისტები და ეკონომისტები გამოდიან ინიცაიტივით, რუსეთის დასავლური საბანკო ანგარიშების დეტალური გადამოწმება მოხდეს, მრავალი საეჭრო ანგარიში საერთოდ გაიყინოს.

უფრო შორს მიდის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 728 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის მთავარ ქალაქში კრეისერი ”მოსკოვი” - შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, რომელიც ანტისახომალდო სარაკეტო კომპლექსითაა აღჭურვილი - და ორი სარაკეტო კატერი შევიდა.

- ”ხომალდები უსაფრთხოების ზონებში სამშვიდობო ამოცანების შესრულებას გააგრძელებენ”, - იუწყება სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი იგორ დიგალო.

რუსულ ხომალდებს პორტში სერგეი ბაღაფში და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. სოხუმის პორტში რუსული და აფხაზური დროშები ფრიალებს.

მოსკოვის მიერ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცნობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსულ შეიარაღებულ ძალებს დაავალა უზრუნველყონ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობის მხარდაჭერა” მეგობრობის შესახებ შეთანხმების დადების დასრულებამდე.

თავის მხრივ, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი უახლოეს ხანში რუსეთთან ხელს მოაწერს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

“სივიწროვეა”
ორიოდე დღის წინ, როცა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელს ანატოლი ნოგოვიცინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რამდენად შორს დგანან ერთმანეთისგან ნატოსა და რუსეთის ხომალდები, მან განაცხადა: ”შავ ზღვაზე ამგვარი დაჯგუფებისთვის სივიწროვეა, მით უმეტეს, რომ ლოკაციური საშუალებები ყველა სამხედრო ხომალდს აქვს, ხოლო დაზვერვის წარმოების რადიუსი - 300-დან 400 კმ-მდეა.”

- ”გარდა ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობიდან ხომალდების დამატებას, თუმცა რუსეთს აქვს ამის შესაძლებლობა.”

რუსეთი ვაშინგტონს ბრალს სდებს ”ძალის დიპლომატიაში” და ამტკიცებს, რომ ამერიკულმა ხომალდებმა ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანის მიზეზით თბილისში იარაღი შ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 825 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

12 ქართველი სამხედრო ტყვე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა 10 დღის წინ ფოთში დააკავეს, კრემლმა ქართველ მხარეს გენერალ რომან დუმბაძეზე გაუცვალა.

ვინ არის გენერალი დუმბაძე და რატომ მოითხოვა რუსეთმა მაინცდამაინც ის?

დუმბაძე ქართულმა საზოგადეობამ ე.წ. აჭარული რევოლუციის დროს გაიცნო. მან აჭარაში ხიდები ააფეთქა.

საქართველოდან გაქცეული დუმბაძე ასლან აბაშიძის ყველაზე მტკიცე დასაყრდენად ითვლებოდა. დუმბაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც “ვარდების ხელისუფლებამ” 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

- ”გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა იმ პირის გადაცემა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს არის რომან დუმბაძე. მან თავის დროზე აჭარაში ხიდები ააფეთქა. ვინმეს თუ ჰქონდა კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ახლა ყველაფერი გაირკვა. როგორც ბორისოვმა თქვა, დუმბაძე იცხოვრებს მის აგარაკზე პოდმოსკოვიეში. ჩვენ დუმბაძე გადავეცით, რადგან ჩვენთვის ტყვეების, ჯარისკაცების სიცოცხლე და ცხედრების გადმოსვენება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი კრიმინალი დუმბაძე", - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ ტყვეების გაცვლის შემდეგ გააკეთა.

მაშასადამე, გამოდის, რომ რუსულ ინტერვენციაში ქართული პოლიტიკის რევოლუციამდელი ელიტა, ანუ როგორც მათ უწოდებენ - რევანშისტები, აქტიურად არიან ჩართულნი?

ალბათ, ასეა. ყოველ შემთხვევაში, თამაშში რომან დუმბაძის, უფრო სწორად, ასლან აბაშიძის გამოჩენა შემთხვევით არ მომხდარა. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ბიურის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 803 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ვის სურდა ომის დაწყება
უკვე გამოვთქვით მოსაზრებები იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, ის, ვინც ომი დაიწყო, შესაძლებელია არ იყოს ომის ინსპირატორი. ახლა შედეგების მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული სამხედრო ესკალაციით, მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგებიც შეიძლება განსხვავებული იყოს კონფლიქტში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობებისგან.

რუსეთმა მოიგო ომი და მიიღო ის, რომ სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე; კიდევ უფრო გაუარესდა კომუნიკაცია ქართველებსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის; გაიზარდა რუსეთის გავლენა მთლიანად კავკასიაში; გაიზარდა გავლენა ამიერკავკასიის ენერგოდერეფნის პოტენციურ ინვესტიციებზე.

იმის მიუხედავად, რომ საომარი რიტორიკა საქართველოდან დაიწყო, რუსეთს არ უცდია პოლიტიკური მეთოდებით ამ გაუმართლებელი აღტკინების ჩახშობა. პირიქით, რუსეთმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, მას ამ კონფლიქტიდან კონკრეტული სარგებლის მიღება შეეძლო.

ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ, მაგრამ არ იყო სათანადოდ კატეგორიული, როცა საქართველოს სამხედრო სამზადისი თავდაცვის მოთხოვნებს აშკარად აჭარბებდა.

შესაძლებელია, ევროკავშირის მოზომილი დამოკიდებულება დემოკრატიულად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისადმი საომარი მოქმედებების ინსპირაციას აღვივებდა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ, სწორედ ამ ომის წყალობით, ევროკავშირმა შემოდგომის პირზე მიიღო პოლიტიკური ფრონტის საწინააღმდეგო ხაზზე მყოფი გაბრაზებული ენერგომიმწოდებელი. ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 743 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჩეჩნები მოითხოვენ, რომ საქართველომ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ამის შესახებ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა, ხიზრი ალდამოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დადგა დრო, რომ რუსეთმა ადეკვატური პასუხი მიიღოს საკუთარ საქციელზე არა მარტო დასავლეთისგან, არამედ - კავკასიისგან.

- ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით კრემლმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მთელს კაკასიაში საერთო სახალხო გამოსვლებს გამოიწვევს. ჩეჩნეთი, დაღესტანი, ინგუშეთი, ყარაჩაევო-ჩერქეზეთი, - ამ ხალხებისთვის მთავარი მიზანია რუსეთისგან თავი დაიხსნან. ყველა ეს ერები აღსდგება. კავკასია უნდა გაერთიანდეს რუსეთთან ომში და მსოფლიომ მას მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს”.

- ”დღეს ყოველი ჩეჩენის გულში ახალმა ძალამ გაიღვიძა, ჩვენ დიდი ხანია დავრწმუნდით, რომ რუსეთი ბოროტების იმპერიაა და ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ”, - განაცხადა ალდამოვმა.

წაკითხულია: 884 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (2)

რუსმა ოკუპანტებმა ფოთი შესაძლოა, დღეს ან ხვალ დატოვონ. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ განაცხადა.

ლომაიას განმარტებით, ”ფოთის ტერიტორიაზე ბლოკპოსტების გაუქმებასთან დაკავშირებით რუსებზე დიდი ზეწოლაა, რის გამოც შესაძლოა, უახლოეს დღეებში მათი გაუქმება მოხდეს”.

რაც შეეხება სიტუაციას ახალგორის რაიონში, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ვითარება უცვლელია.

- ”ბოლო დღეებში არსებობდა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე, თუმცა ამჟამად ეს საფრთხე მოხსნილია”, - აღნიშნა ლომაიამ.

როგორც ცნობილია, ახალგორის რაიონს ამ დროისთვისაც რუსი და ოსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

წაკითხულია: 797 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ზარალი აუნაზღაურდეთ". ამის შესახებ ქალაქის მერმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის დაწყებამდე განაცხადა. უგულავამ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დევნილებს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მშვიდობიანი მომავალი უსურვა. "მინდა, ვუსურვო დევნილებს, რომ შემდეგი მარიამობა მკვეთრად განსხვავებული - ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს" - დასძინა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იქადაგებს. ტაძარში უამრავი ხალხია შეკრებილი, მათ შორის - რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანებიც.
წაკითხულია: 796 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოსური მხარე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დე ფაქტო შს მინისტრის მიხეილ მინძაევის მტკიცებით, "გუშინ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა უპილოტო მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს". მისივე განცხადებით, საფრენი აპარატი 15:40 საათზე იქნა ლიკვიდირებული.
წაკითხულია: 868 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჩინეთი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კიდევ ერთხელ გმობს. "ჩინეთის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს პრეზიდენტ მედვედევის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს" -  ნათქვამია ჩინეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
წაკითხულია: 818 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის აზრით, "რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განხორციელებულ სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით  "თანამშრომლობის შანხაის  ორგანიზაციის" წევრი ქვეყნების ერთსულოვანმა პოზიციამ ფართო საერთაშორისო რეზონანსი უნდა ჰპოვოს და სერიოზულ სიგნალად უნდა იქცეს მათთვის, ვინც საქართველოს ქმედებებს ამართლებს". "სამწუხაროდ, გვიხდება იმის კონსტატაცია, რომ გრძელდება ნაციონალური ინტერესების ძალისმიერი მეთოდებით უზრუნველყოფის მცდელობები. მსგავსი უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქმედებების საუკეთესო მაგალითია საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია", - განაცხადა მედვედევმა. ამასთან, მან ორგანიზაციის წევრებს "კავკასიაში რუსეთის სამშვიდობო მისიის გაძლიერების" საკითხთან დაკავშირებით "გაგებისა და ობიექტური შეფასების" გამო მადლობა გადაუხადა. "დარწმუნებული ვარ, რომ  თანამშრომლობის შანხაის  ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი პოზიცია საერთაშორისო რეზონანსს ჰპოვებს. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება სერიოზული სიგნალი მათთვის, ვინც აგრესიის გამართლებას ცდილობს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
წაკითხულია: 855 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ფულადი დახმარების საკითხს ფონდი უკვე განიხილავს. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ფონდმა ზარალის შესაფასებლად საქართველოში მისია გამოგზავნა. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველო უცხოური კაპიტალის მეშვეობით სავაჭრო დეფიციტის ფინანსირებას ახდენს, რუსული აგრესიის შემდეგ კი იზრდება ალბათობა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ინვესტიციების ნაკლებობა განიცადოს. "ეს დახმარება რუსეთის აგრესიის შემდეგ ქართული ეკონომიკისადმი ინვესტორების ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს" – მიიჩნევენ სავალუტო ფონდში.
წაკითხულია: 765 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩეინიმ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო მკაცრად გააკრიტიკა. როგორც ჩეინიმ ამერიკული ლეგიონის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა, "საქართველოში დამკვიდრებული ახალგაზრდა დემოკრატია გაუმართლებელი თავდასხმის მსხვერპლი გახდა". "საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად" - დასძინა ჩეინიმ.
წაკითხულია: 798 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ეკონომიკას რომ სერიოზული პრობლემები აქვს, ამას უკვე ყველა აღიარებს. ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები გულის მოსაფხანად, რუსულ კოლაფსზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ბოლო დღეებში მათ მხარი უცხოელმა ანალიტიკოსებმაც აუბეს. ამჟამად კი რუსთა პრეზიდენტმაც აღიარა, რომ დიდი პრობლემების წინაშე შიძლება აღმოჩნდნენ.

რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო რუსეთის საფონდო ბირჟა პანიკამ მოიცვა. “გაზპრომის” კაპიტალიზაცია აგვისტოში 222 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა, “როსნეფტის” კაპიტალიზაცია - 81 მილიარდით, “სბერბანკისა” კი, - 49 მილიარდი აშშ დოლარით.

ბირჟის საფონდო მაჩვენებელი 6,1 პუნქტამდე შემცირდა (მაისში ის 9,4-ს შეადგენდა). აღსანიშნავია, რომ 1998 წლის ჰიპერკრიზისის დროს ეს მაჩვენებელი 7 პუნქტი იყო.

აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის მალვის შემდეგ კრემლშიც აღიარეს, რომ “დერჟავას” თავსატეხი გაუჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საფონდო ბირჟის შეგნებულ ნგრევაში დასავლეთი დაადანაშაულა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ევროპას კონკრეტული საფინანსო და ეკონომიკური პრობლემების შექმნა შეუძლია. სანქციებში იგულისხმება რუსეთისათვის საფონდო ბირჟებზე და ანგარიშებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა.

სხვათა შორის, ამერიკელი იურისტები და ეკონომისტები გამოდიან ინიცაიტივით, რუსეთის დასავლური საბანკო ანგარიშების დეტალური გადამოწმება მოხდეს, მრავალი საეჭრო ანგარიში საერთოდ გაიყინოს.

უფრო შორს მიდის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი, რომელიც რუსეთის სრულ იზოლაციას (როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 768 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ფრანგული გაზეთი ”ლე ფიგარო”-ს შეფასებით, შავ ზღვაში მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირება ძლიერდება.

სტატიის ავტორის, იზაბელ ლასერის აზრით, ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსეთის ფლოტის მომავალი, შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის ახალი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. იქნება თუ არა ყირიმის ომი? პუტინის რუსული ნაციონალიზმი დაუპირისპირდება თუ არა ნატო-ს? ეს ის კითხვებია, რომლებიც ევროპას რუსეთის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოსკოვმა სუვერენული საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.

ევროკავშირის გაფართოების კომისარი ოლი რენი გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა, შესაძლოა, გახდეს შემდეგი ქვეყანა, რომელზეც ზეწოლას რუსეთი განახორციელებს.

ამავე აზრს იზიარებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომლის თქმითაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდეგ რუსეთი უკრაინას ყირიმში, ხოლო მოლდოვას დნესტრისპირეთში შეუქმნის პრობლემებს.

გაზეთის მტკიცებით, უკრაინასა და რუსეთს შორის შავ ზღავზე დაპირისპირების ფაქტები შეშფოთების საფუძველს მხოლოდ აძლიერებს. ოთხშაბათს რუსეთის ფლოტმა მიიღო დავალება, თვალ-ყური ადევნოს შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების გადაადგილებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონაში გამოჩდნენ. საპასუხოდ უკრაინამ განაცხადა, რომ სევასტოპოლში განლაგებულ რუსეთს ფლოტის არენდის საფასურს გაუზრდის.

სტატიაში აღნისნულია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ყრიმისთვის დავას დიდი ხნის ისტორია აქვს. ნიკიტა ხურშჩოვის გადაწყვეტილებით, 1954 წელს ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას გადაეცა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნახევარკუნძულის მოსახლეობ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 828 | თარიღი: 28.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz