რუსმა ოკუპანტებმა ფოთი შესაძლოა, დღეს ან ხვალ დატოვონ. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ განაცხადა.
ლომაიას განმარტებით, ”ფოთის ტერიტორიაზე ბლოკპოსტების გაუქმებასთან დაკავშირებით რუსებზე დიდი ზეწოლაა, რის გამოც შესაძლოა, უახლოეს დღეებში მათი გაუქმება მოხდეს”.
რაც შეეხება სიტუაციას ახალგორის რაიონში, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ვითარება უცვლელია.
- ”ბოლო დღეებში არსებობდა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე, თუმცა ამჟამად ეს საფრთხე მოხსნილია”, - აღნიშნა ლომაიამ.
როგორც ცნობილია, ახალგორის რაიონს ამ დროისთვისაც რუსი და ოსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
|