შაბათი, 05.10.2024, 01:01
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 31
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნი ევროპარლამენტისა და დიდი ბრიტანეთის სახელით აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმედი აქვს, რომ "საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი". "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვწუხვარ, საქართველოს ბუქარესტის სამიტზე MAP-ი რომ არ მიეცა, მაგრამ საქართველო და ნატო აუცილებლად დაუახლოვდებიან ერთმანეთს და ქვეყანა ალაინსის წევრი უახლოეს პერიოდში გახდება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.  ამასთან, ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნი დარწმუნებულია, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. "ის, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, მიუღებელია და პუტინს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს", - განაცხადა ბარონესა ვინტერბორნმა. ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნი თბილისში სამი დღეა წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ოფიციალურ პირებს შეხვდა, ასევე მოინახულა სკოლის შენობებში თავშეფარებული დევნილი მოსახლეობა. იგი ასევე საგარეო ურთიერთობათა საპარალმენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანიასთან ერთად თბილისის 198-ე სკოლაში იმყოფებოდა. ამ სკოლაში 150-მდე უნარშეზღუდული ბავშვი სწავლობს და სწორედ ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნის რეკომენდაციით აქ ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უნარშეზღუდული და ჯანმრთელი ბავშვების ურთიერთობას. გასული სასწავლო წლის დასაწყისიდან იმავე რ ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 813 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ინგუშეთის ოპოზიციური საიტის Ingushetiya.ru-ს მფლობელი, მაგომედ ევლოევი თავში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა, იუწყება რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი.

- ”მილიციის მუშაკების მიერ ევლოევის დაკითხვის პროცესის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაკავებულმა თავის არეში მიიღო ჭრილობა, ხოლო მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა”, - ავრცელებს ”ინტერფაქსი” რუსეთის პროკურატურის წამორმადგენლის, ვლადიმირ მარკინის სიტყვებზე დაყრდნობით.

როგორც ინგუშეთის რესპუბლიკური საავადმყოფოდან წყარომ ”РИА Новости”-ის აუწყა, ევლოევმა გამჭოლი ჭრილობა მიიღო და ექიმებმა ის შეაფასეს, როგორც სიცოცხლესთვის საშიში.

- ”ევლოევის სიკვდილთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო შემოწმებები მიმდინარეობს. შედეგებიდან გამომდინარე მოხდება გადაწყვეტილების მიღება საქმის აღძვრასთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს მარკინი.

როგორც ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ევლოევი ”მაგასის” აეროპორტში დააკავეს, როცა მოსკოვიდან ჩამოფრინდა.

ამტკიცებენ, რომ ევლოევი სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის იარაღის წართმევას შეეცადა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მიიღო მძიმე ჭრილობა თავის არეში.

დახურული პორტალი Ingushetiya.ru
მოსკოვის სახელმწიფო სასამართლომ აგვისტოს შუა რიცხვებში მიიღო გადაწყვეტილება Ingushetiya.ru-ს დახურვასთან დაკავშირებით.

ინგუშეთის პროკურატურის თანახმად, საიტის დახურვის მიზეზად ბიზნესმენთან და ოპოზიციის ლიდერთან, მუსი კელიგოვთან, გამოქვეყნებული ინტერვიუ იქცა, რომელიც, როგორც ხელისუფლება თვლის, რესპუბლიკის პრეზიდენტის მურატ ზიაზიკოვის მკვეთრ კრიტიკას შე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 800 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გორის რაიონის სოფელ პატარა გარეჯვარიდან დევნილი მცირეწლოვანი მინდია ღოლიჯაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს პატიმრობაში მყოფი უფროსი ძმის, ივანე ღოლიჯაშვილის შეწყალებას ითხოვს. 26 წლის ივანე ღოლიჯაშვილი ძროხის მოპარვისთვის სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდის. "მინდა გვერდით მყავდეს უფროსი ძმა, რომელიც პატრონობას გამიწევს. საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვ შეიწყალოს ჩემი ძმა", - ამბობს მინდია ღოლიჯაშვილი, რომელიც გორის რაიონის დაბომბვის შემდეგ  ნათესავებთან, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ცხოვრობს. ბავშვს ფეხიც მოტეხილი აქვს და მკურნალობას საჭიროებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, მინდიას დედა მეოთხე შვილის მშობიარობისას ბავშვთან ერთად დაიღუპა. მამა კი შრომისუუნაროა.
წაკითხულია: 814 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

"დიდი რვიანის" ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა იაპონიაში, ევროკავშირის სამიტის პარალელურად გაიმართება.  "დიდი რვიანის" ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ძირითადი განსახილველი საკითხი საქართველოში მიმდინარე მოვლენები იქნება. სამიტზე რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვიც ჩავა. როგორც ცნობილია, "დიდი რვიანის" წევრმა შვიდმა ქვეყანამ  იაპონიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, კანადამ, აშშ-მა და ბრიტანეთმა  ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება დაგმო.
წაკითხულია: 852 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთსა და ე.წ "აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს" შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აფხაზეთი რეგულარული ავიარეისების აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" აფხაზეთის "სახელმწიფო კომპანიის" "აფხაზეთის ავიახაზების" გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბამ განუცხადა. მისივე თქმით, "ამჟამად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს". "საწყის ეტაპზე ავიარეისების განხორციელება მოკოვის, კრასნოდარისა და როსტოვის მიმართულებით იგეგმება. ამასთან, დასაწყისში ექსპლუატაციაში მხოლოდ ისეთი თვითმფრინავები იქნებიან, რომლებიც მხოლოდ 100-ადგილიანია, რადგანაც სოხუმის აეროპორტს დიდი თვითმფრინავები არ აქვს", - განაცხადა ეშბამ.
წაკითხულია: 840 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ხვალ, 1 სექტემბერს დაგეგმილ "ცოცხალ ჯაჭვთან" დაკავშირებით თბილისში ცენტრალური ქუჩები და გამზირები გადაიკეტება. 13:00-დან-18:00 საათამდე გზები გადაიკეტება შემდეგი მიმართულებით: რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა, პეკინის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, ზაარბრუკენის მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი და მესხიშვილის ქუჩა. შეგახსენებთ, რომ ხვალ ევროკავშირის სამიტის პარალელურად, მთელი საქართველოს მასშტაბით "ცოცხალი ჯაჭვი" გაკეთდება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.
წაკითხულია: 918 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ექსპერტების ვარაუდი, რომ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საბოლოოდ მას თვითიზოლაციის პირობებში მოაქცევდა, გამართლდა, თუმცა საამისოდ მთელი რიგი სადამსჯელო სანქციების გატარებაა საჭირო.

დაიწყება თუ არა რეალურად რუსეთის იზოლაციის პროცესი, რომლისთვისაც მზადყოფნას საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად გამოთქვამს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1-ლი სექტემბრის სამიტამდე ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. მათივე თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საკითხი განიხილება.

აღნიშნულ სამიტს საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დაესწრება, რომელიც ბრიუსელში, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს გაემგზავრება. პრეზიდენტი სააკაშვილი სამიტზე გამგზავრებას ვერ შეძლებს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ რუსულმა მხარემ საჰაერო სივრცე შეგნებულად ჩაკეტოს და მას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მისცეს.

- “რუსეთის ხელისუფლებას არაფერი სმენია ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემოღების შესაძლებლობის თაობაზე, პირველად მესმის სანქციებზე”, - ერთგვარი ირონიით განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეი ლავროვმა და თავისი ფრანგი კოლეგა ბერნარ კუშნერი ავადმყოფურ აზროვნებაში დაადანაშაულა.

- “სანქციების გარდა, ის კიდევ საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინას, მოლდოვასა და ყირიმს დაესხმება თავს. ეს ავადმყოფური აზროვნებაა”, - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა. მისი აზრით, ეს განცხადებები დაბნეულობის გამომხატველია, რაც იმით ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 757 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველო-რუსეთს შორის დაპირისპირების პირველივე დღეებში საფრანგეთმა შუამავლის ფუნქცია იტვირთა. მაშინ როდესაც აპრილში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსათვის მაპ-ის მიღების საკითხი რამდენიმე ქვეყანას შორის საფრანგეთმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, დღეს უკვე ხმამაღლა ამბობენ იმას რომ ეს ევროპის შეცდომა იყო.

მეზობელ ქვეყანასთან საომარ ვითარებაში ყოფნისას დიდი მნიშვნელობა აქვს საიფორმაციო პოლიტიკას. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია ქართულ მედიას კომპეტენტური ინფორმაციის მოპოვების ფუნქცია შეუზღუდა, რუსული მედია კი აქტიურად თესავს ანტიქართულ ისტერიას და საკუთარ მოსახლეობას და მსოფლიოს არწმუნებს ქართველების აგრესიულ ბუნებაში.

ამ დღეებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრამგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პრეზიდენტი სააკაშვილი 1 სექტემბრისათვის დაგეგმილ ევროსამიტს არ დაესწრება.

ამასთან დაკავშირებით “პრესა.გე” ესაუბრა ბრიუსელში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს გიორგი ფოფხაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა რომ რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება:

- ”ეს რუსების ანტიქართული პროპაგანდის შემადგენალი ნაწილია. არც პრეზიდენტ სარკოზის და არც ბერნარ კუშნერს მსგავსი არაფერი უთქვავთ. პრეზიდენტი სააკაშვილი არ მიდის სამიტზე ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეშინია რომ, რუსები საქართველოში აღარ ჩამოუშვებენ. მან ამის შესახებ გერმანულ გაზეთ “ბილდ ცაიტუნგს” განუცხადა. მიმაჩნია რომ, რუსებმა შესაძლოა მართლა მოაწყონ პროვოკაცია. 1 სექტემბრის ევროსამიტზე საქართველოს პრემიერი ვლადიმერ გურგენიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი წარმოადგენენ”.

ქართული მ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 820 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

1 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ესტონეთის დელეგაცია ევროკავშირს "რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრის გადახედვას" შესთავაზებს. ესტონეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა პაკეტს, რომლის შეთავაზებასაც ოფიციალური ტალინი ევროკავშირისთვის "საქართველოსთან კონფლიქტისა და რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან" დაკავშირებით აპირებს. "ესტონეთის ხელისუფლება შესთავაზებს ევროკავშირს, გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრი, რათა მოსკოვს მიეცეს სიგნალი, რომ მეზობელთან თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან აგრესიული დამოკიდებულება უკვალოდ არ ჩაივლის" – აცხადებენ ესტონეთის მთავრობაში.
წაკითხულია: 917 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ფრედრიკ რაინფელდტის განცხადებით, "1 სექტემბერს ევროპას საუკეთესო საშუალება ეძლევა, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს". "1 სექტემბერს ჩვენ გვეძლევა საშუალება, ევროკავშირის საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე განვიხილოთ საკითხები, როგორ დავუჭიროთ საქართველოს მხარი და როგორ უნდა გამოვნახოთ საუკეთესო გზა ამის განსახორციელებლად", - განაცხადა რაინფელდტმა. ამასთან, მან საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს, ხოლო რუსეთის ჯარმა მთლიანად უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია". როგორც ცნობილია, ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლოდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან. საგანგებო შეკრებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლნები კიდევ ერთხელ განიხილება.
წაკითხულია: 829 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დღეს ქალაქის ქუჩებში ველოსიპედებით საპროტესტო სვლას მოაწყობენ. ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ აქციას რუსი ეროვნების მოქალაქეებიც შეუერთდებიან. აქცია ლოზუნგით "შეწყდეს საქართველოს ოკუპაცია რუსი აგრესორების მიერ" რუსეთის საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

წაკითხულია: 826 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დიდუბის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს აღუდგება. ერისთავის, მირცხულავას, სამტრედიის ქუჩებსა და წერეთლის გამზირზე (გამოფენის წინ) მდებარე კორპუსებს გაზის მიწოდება დღეს საღამოს ეტაპობრივად აღუდგებათ. 30 აგვისტოს სამტრედიის ქუჩასთან მდებარე გაზსადენზე მომხდარი ავარიის დიდუბის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს აღუდგება. ერისთავის, მირცხულავას, სამტრედიის ქუჩებსა და წერეთლის გამზირზე (გამოფენის წინ) მდებარე კორპუსებს გაზის მიწოდება დღეს საღამოს ეტაპობრივად აღუდგებათ. 30 აგვისტოს სამტრედიის ქუჩასთან მდებარე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო აღნიშნულ ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდათ. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

წაკითხულია: 770 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მისცა კურთხევა, 1 სექტემბერს მთელს მსოფლიოსთან ერთად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა არა მარტო ხვალ, არამედ მთელი ამ დღეების განმავლობაში წარმოთქვან საუფლო ლოცვა  "მამაო ჩვენო" და ლოცვა ღვთისმშობლისადმი "მოწყალებისა კარი განგვიღე". "დიდ განსაცდელს ყოველთვის მოსდევს ღვთის წყალობა და ძირძველი საქართველოს ტერიტორიები ისევ საქართველოს დაუბრუნდება. მინდა შეგახსენოთ წმიდა მამათა ცხოვრების წესი - როდესაც მამები ხედავდნენ, რომ მათზე განსაცდელი არ იყო, ტირილით შესთხოვდნენ უფალს – ნუ დაგვივიწყე უფალო, მოგვივლინე განსაცდელიო. ასე რომ, ეს განსაცდელიც ჩვენივე ცოდვებისთვის არის. კარგად ჩავიხედოთ თითოეულმა ჩვენს სულსა და გულში და მივხვდებით, რომ ჩვენი ქცევაც არ იყო ყოველთვის სწორი, მაგრამ განსაცდელი ღვთისაგან ბოძებულია და იგი სიხარულით შეიცვლება", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა. როგორც ცნობილია, ხვალ მთელი საქართველო, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ "ცოცხალ ჯაჭვში" ჩადგება და რუსეთს კიდევ ერთხელ ეტყვის - "საქართველო ჩვენია!"
წაკითხულია: 898 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ტელეიმედის“ საინფორმაციო სამსახურს მანანა მანჯგალაძე ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე ივნისში დაინიშნა. მანჯგალაძე, მანამდე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი იყო.

„ქრონიკა“ „იმედის“ ეთერში 2007 წლის 26 დეკემბრიდან აღარ გადის. ამ დღეს, ტელეკომპანიის ეთერი საერთოდ გაითიშა.

„იმედის“ მაუწყებლობა ნაწილობრივ, მხოლოდ 5 მაისს აღდგა. დღემდე, არხი მხოლოდ გასართობ პროგრამებს გადასცემს: მხატვრული ფილმებს, სერიალებს, მუსიკას.

„ტელეიმედის“ მაუწყებლობა პირველად 2007 წლის 7 ნოემბერს შეწყდა, როცა თბილისში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად გამწვავდა. ამ დღეს პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანიაში შეიჭრა და იქაურობა დაარბია.

წაკითხულია: 875 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ბავშვებმა მოხატეს

აღსანიშნავია, რომ აქცია უკვე ოცდამეათე წელია, მხატვარ პაატა მოისწრაფიშვილის ინიციატივით იმართება. 

ღონისძიების ბოლოს, ტრადიციისამებრ, წარწერით ”ცისფერი უბანი” დიდი პური გამოაცხვეს და აქციის ყველა მონაწილეს დაურიგეს.

აქცია ქალაქის მერიისა და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდა

წაკითხულია: 860 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "Тополь" (РС-12М) გამოსცადა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვის სპეციალური საშულებებითაა აღჭურვილი. 

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის განმარტებით, “რაკეტა 21 წლის განმავლობაში საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში იმყოფებოდა და განხორციელებული გაშვების მთავარ ამოცანას  მისი ძირითადი ტექნიკურ-საფრენი მახასიათებლების სტაბილურობის დადასტურება და არასახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებისთვის პერსპქტიული საბრძოლო აღჭურვის დამუშავება წარმოადგენდა”.  

რაკეტა პლესეცკის კოსმოდრომიდან სტრატეგიული დანიშნულებისა და კოსმიური ჯარების სარაკეტო ქვედანაყოფების გათვლით იქნა გაშვებული.

წაკითხულია: 825 | თარიღი: 31.08.2008 | რეიტინგი: 4.0/1 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz