Главная » 2008»აგვისტო»31 » დღეს ქალაქ ჰამბურგში ქართული დიასპორის წარმომადგენლები საპროტესტო სვლას მოაწყობენ
დღეს ქალაქ ჰამბურგში ქართული დიასპორის წარმომადგენლები საპროტესტო სვლას მოაწყობენ
11:19
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დღეს ქალაქის ქუჩებში ველოსიპედებით საპროტესტო სვლას მოაწყობენ. ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ აქციას რუსი ეროვნების მოქალაქეებიც შეუერთდებიან. აქცია ლოზუნგით "შეწყდეს საქართველოს ოკუპაცია რუსი აგრესორების მიერ" რუსეთის საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.