|
Главная » 2008 » აგვისტო » 27
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შემდეგ, ლიახვისა და ფრონის ხეობებში მდებარე ქართული სოფლები რუსულ-ოსური საჯარისო შენაერთების მიერ არაერთხელ გაიძარცვა. მარადიორები ძირითადად ღამით მოქმედებენ და განსაკუთრებით იმ სახლებს არბევენ, სადაც ქართველი ჯარისკაცები, ან პოლიციელები ცხოვრობენ. მარადიორებთან ერთად მოქმედებენ ცხინვალელი ქალებიც. ქართველების სახლებში შეჭრის შემდეგ, სწორედ ქალები არჩევენ იმ ნივთებს, რომლებსაც შემდეგ სეპარატისტები სატვირთო ავტომანქანებზე ტვირთავენ და ვლადიკავკაზისაკენ ეზიდებიან.
პატარა ლიახვის ხეობის მკვიდრო გია კოკორაშვილი თბილისში 26 აგვისტოს ჩამოვიდა. ომის დაწყების შედეგ, გია და მისი ორი თანასოფლელი ტყეებში იმალებოდნენ და ლიახვის ხეობაში ქართველი პოლიციელების შესვლის იმედი ბოლო მომენტამდე ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა სახლების გაძარცვასთან ერთად, მათი ტრაქტორებით ნგრევაც დაიწყეს, ტყეში გახიზნული ქართველები იძულებულნი გახდნენ, კონფლიქტოს ზონას გამორიდებოდნენ. მით უმეტეს, უკვე გაგაბეული ჰქონდათ, რომ მათსავით ტყეში გახიზნული ფრონის ხეობის სოფელ ნულის ორი მცხოვრები 23 აგვისტოს სეპარატისტებმა სადისტურად აწამეს და დახოცეს.
გია კოკორაშვილი: ”ტყიდან მხოლოდ ღამით გამოვდიოდით და ისიც იმიტომ, რომ ჩვენმი სოფელი და სახლები დაგვეზვერა. ბევრი სახლი ომის დროს დაინგრა და დაიწვა, მაგრამ სახლების უმეტესობა მაინც იყო და იმედი გვქონდა, რომ ადრე თუ გვიან სოფელშო დაბრუნებასაც შევძლებდით. 22 და 23 აგვისტოს, პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ქსუისში ოსები ბეტეერებითა და 5 სატვირთო მანქანით შევიდნენ. უკვლებლივ ყველა სახლი გაძარცვეს და გადაწვეს. შემდეგ კი, მოიყვანეს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 905 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა "დალასმა" საქართველოში 76 ათასი ფუტი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა. ამ წუთებში ჰიმანიტარული ტვირთის დაცლა მიმდინარეობს. ჰუმანიტარული დახმარება საკვებს, სარეცხ საშუალებებს და პირველადი საჭიროების ნივთებს შეიცავს. ქართულმა მხარემ ამერიკული ხომალდის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყო. ბათუმის პორტში სტუმრებს აჭარის ხელისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტანის წარმომადგენლები დახვდნენ. რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმნიტარული ტვირთის დარიგება სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება. შეგახსენებთ, რომ "დალასმა" ცხინვალის კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისთვის ამერიკული ჰუმანიტარული ტვირთის მორიგი პარტია ჩამოიტანა. რამდენიმე დღის წინ ბათუმის პორტში ჰუმანიტარული მისიით ამერიკული სამხედრო ხომალდი "მაკ ფოლიდი" შემოვიდა.
წაკითხულია: 915 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უცხოელ სამშვიდობოებს "არ დაუშვებს". ამის შესახებ გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთან" ინტერვიუში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. "რუსეთი ვერ ხედავს ვერც ერთ სახელმწიფოს, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის გარისკვა შეუძლია. იყო გამოცდა, რომელსაც რუსეთმა სრულად გაუძლო, ნატო-ს წევრებმა კი ამ გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს" – განაცხადა როგოზინმა. მისივე თქმით, "სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ, ვინ არის მათი სამხედრო მოკავშირე, ვისთან სურთ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების დადება და ვისი ბაზების ხილვა სურთ საკუთარ ტერიტორიაზე სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად, ამიტომ უცხო ქვეყნების სამშვიდობოების დაშვება თავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანხმობის გარეშე გამორიცხულია".
წაკითხულია: 867 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განაცხადებით, ცხინვალში რუსეთის საელჩო უახლოეს მომავალში გაიხსნება. დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შესაბამის განცხადებას დღეს სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. კოკოითის განცხადებით, "საელჩოსთვის შენობა უკვე შერჩეულია და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობა უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას". შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად სცნო.
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას სთავაზობს, რომელთა თანახმად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია ნებისმიერი მოქალაქისა და ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულება იქნება. როგორც ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალური სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების პარალელურად, ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაშიც. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამართლებრივ დოკუმენტს, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტით უნდა განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსი, რუსეთთან, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან შემდგომი ურთიერთობები. საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, მასში ასევე უნდა დაფიქსირდეს ეთნოწმედისა და რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ფაქტორი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალური სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებოდ შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი დღეს შეიკრიბა. ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების წევრებს აერთიანებს, მუშა ფორმატში შეიკრიბა და საკუთარი ხედვები შეაჯერა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს ეს დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც პარლამენტში 16:00 სთ-ზე გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი ზოგადად საერთაშორისო საკანონმდებლო სისტემაში, როდესაც ასეთი შინაარსის სამართლებრივი აქტი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 771 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ოპოზიციურმა პარტიამ “გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტი”, რომლის ხელმძღვანელი ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გარი კასპაროვია, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო.
პარტია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების ინტერესებს, არღვევს რუსეთის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებებს და საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს.
ამავე პოზიციას იზიარებს ოპოზიციური ბლოკი “იაბლოკო”, რომლის აზრით, კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება თავად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის არის სახიფათო.
“რუსეთი ყველა შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეს და უნდა იფიქროს არა მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტის მხარეებზე, არამედ საკუთარ მომავალზეც. რუსეთში ბევრი ისეთი ტერიტორიაა, რომელიც თეორიულად რამდენიმე ხნის შემდეგ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გზით წავიდეს. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება 10,15,20 წლის შემდეგ. დღეს ძალიან საშიშია ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელსაც შესაძლოა, სამომავლოდ მსგავსი ტერიტორიები დაეყრდნონ”, - განაცხადა “იაბლოკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მიტროხინმა.
წაკითხულია: 867 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისრო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღარებას საქართველოს ანექსიას უწოდებს. ამის შესახებ საუბარია საგანგებო განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგრეო უწყებამ დღეს გაავრცელა.
”დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმების უხეში დაღვევაა. მათ შორის, უგულვებელყოფილია გაერო-ს წესდება და ჰელსინკის 1975 წლის პირველი აგვისტოს კონვენცია ”, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ იგი არის გაერო-ს წევრი ქვეყანა.
- ”საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მარიონეტული რეჟიმების მხარდაჭერა გვარწმუნებს, რომ რუსეთში საერთაშორისო პრობლემების მოგავრებისას რეანიმაცია განიცადა დოქტრინამ - ”ძალის სამართლის” შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააერთიანოს ძალები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მოსკოვში ვიზიტი გააუქმა.
ამასთან უკრაინა მზად არის, შეუერთდეს საერთაშორისო ძალისხმევას და დაეხმაროს საქართველოს მშვიდობის აღდგენაში.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტთან” საუბრისას განაცხადა. უკრაინა მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს გაერო-სა და ეუთო-ს მისიაში და
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 829 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ბოლოს გორიდან მყავდა დამსვენებელი. ერთი ოთახი მქონდა გაქირავებული. როცა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა, წავიდნენ და უკან დაბრუნდნენ მეგობრებთან ერთად. უფასოდ შევუშვი, შემეცოდნენ”-ამბობს გონიოს მცხოვრები 47 წლის შუშანა აბაშიძე
ტურისტების უმრავლესობამ აჭარა, ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით დაახლოებით 34 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა აჭარაში საომარი მოქმედებების დაწყების დროს.
- ”უცხოელი ტურისტების უმრავლესობამ აჭარა თურქეთის გზით დატოვა” - განგვიცხადა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ დიასამიძემ – პირველივე დღეებში მოგვმართა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურმა კორპუსებმა დავხმარებოდით მათ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში.
თავდაპირველად, 8 აგვისტოს, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო, მოსახლეობა და დარჩენილი ტურისტები აჭარაში თავს ყველაზე უსაფრთხო ადგილას გრძნობდნენ.
9 აგვისტოს ღამე კი მთელს ბათუმში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროს განხორციელდა ბათუმის პორტის და ტერმინალის 2000 მდე თანამშრომლის ევაკუაცია. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და მთელი ღამე ქალაქის დაბომბვას ელოდა.
10 აგვისტოს ღამე კი თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელი დაიბომბა, რომელიც სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს, თუმცა არავინ დაშავებულა.
- ”იმის იმედი მქონდა, რამე მოხდა, თურქეთის საზღვართან მივალ, იქ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ასე ადვილად რუსეთი ვერ დაარტყამდა ” - განგვიცხადა 33 წლის მაია აფრიდონიძემ, რომელმაც აჭარა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 909 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სერბეთი და კოსოვოც გმობენ. ”სერბეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს. ბელგრადი შეშფოთებით ადევნებს თვალს კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს.
ოფიციალური ბელგრადი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და პრინციპულად უჭერს მხარს სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, პირველ რიგში - სერბეთის რესპუბლიკის” – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის გადაწყვეტილებას კოსოვოს პრეზიდენტი ფატმირ სეიდიუც გმობს. ”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, რომ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა და ვერ გახდება პრეცედენტი სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის და ტერიტორიებისთვის” - აღნიშნა კოსოვოს პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, კოსოვოს დამოუკიდებლობა ამ დროისთვის 45 სახელმწიფოს აქვს აღიარებული. ამასთან, გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სააგენტო “გაზეტა.რუ”-ს ინფორმაციით, უკრაინამ, შესაძლოა, სევასტოპოლში რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტის განთავსებისთვის გადასახადების მომატების საკითხი წამოაყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ განაცხადა.
იუშენკომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაც გააკრიტიკა და მას მიუღებელი გადაწყვეტილება უწოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ და მეზობელი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ინიციატივით გამოდიოდა.
იუშენკომ რუსულ ფლოტთან დაკავშირებით ახალი კანონი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, რუსული სამხედრო ფლოტის ხომალდებს სევასტოპოლის პორტში მოძრაობა შეეზღუდებათ.
წაკითხულია: 825 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსული მედიის ცნობით, 27 აგვისტოს ინტერვიუ მისცა გერმანულ გაზეთ Bild-ს, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, რადგან რუსეთს შეუძლია დახუროს საჰაერო სივრცე და და სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მისცეს ქვეყნის პრეზიდენტს.
ამის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ გაემგზავრება 1 სექტემბერს ბრიუსელში, სადაც უნდა გაიმართოს ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი საქართველოში შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთისაგან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ცნობის შესახებ.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მიმართვა გაერო–ს გენერალური მდივნისადმი, მისი უდიდესებულობა პან გი მუნისადმი: - ”2008 წლის რუსეთის ფედერაციის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის დუმამ საგანგებო სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი მიმართვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი დიმიტრი მედვედევისადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის წინადადებით.
26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამ რესბულიკების ცნობის შესახებ და მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს მიებეძათ რუსეთის მაგალითისთვის.
ამ რეგიონების ტერიტორიებს ბევრნი ”სეპარატისტულ რეგიონებს” უწოდებენ, რაც საერთაშორისო დონეზე იდეოლოგიური ოკუპაციის პოლიტიკის გატარებაა.
ამასთან, ამ რეგიონების მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს სურს საქართველოდან გამოყოფა. მეორე ნაწილი ან განადნურებულია, ან იძულებით დევნილია, ან იმყოფება ეთნიკური რეჟიმების დიქტატურის ქვეშ.
ტერმინის ”სეპარატისტული რეგიონის” გამოყენებით საერთაშორისო საზოგადოებრიობა აღიარებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან საპარეტისტები, არ აქვთ არანაირი უფლება არც ამ ტერიტორიებზე, არც საკუთარ სახლებზე, საიდანაც გამოდევნეს და არც იმ საფლევებზე, სადაც მათი წინაპრები არიან დაკრძალულნი.
მოსახლეობის ეს ნაწილი, საკუთარი ინტერესების დასაცავად, პარტიზანულ ომებს აწარმოებდა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლით, ყველა არაფორმალური თუ ნახევრად ფორმალური დაჯგუფებები განაიარაღა. რითაც პასუხისმგებლობა მათ უსაფრხოთებაზე დაეკისრა თბილისს, მოსკოვს და საქართველოს სხვა ”მეგობრებს”.
დღეს მათი უმრავლესობა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 990 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თეთრი სახლი ”სასაცილოს” უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას იმისთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ იარაღი შეაქვს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ”სამხედრო გემები საქართველოში მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად შედიან”.
- ”რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება სასაცილოა. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს მართლაც ჰუმანიტარული ტვირთია”, - აცხადებს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ტონი ფრატო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია BBC-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ”საქართველოს საზღვაო პორტებში ნებისმიერ იმ გემს შეუძლია, შევიდეს, რომელსაც თითქოსდა ჰუმანიტარული ტვირთი შეაქვს”. ”და რას ეძახიან ამერიკელები ”ჰუმანიტარულ ტვირთს”? მათ, რა თქმა უნდა, იარაღი შეაქვთ,”- განაცხადა მედვედევმა.
წაკითხულია: 885 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დევნილების რაოდენობა არ იკლებს. საკუთარი სახლებიდან გამოძევებულ არმიას ახალი ნაკადი დაემატა. ამ დროს, თბილისში და სხვა რეგიონებში მყოფ დევნილების ნაწილს თავშესაფარი ჯერაც არ აქვთ. ისინი იძულებულნი არიან სხვადასხვა ადგილებში თვითნებურად შეიჭრნენ.
დიდი ლიახვის ხეობის დევნილი მოსახლეობა, თავშესაფრის მოთხოვნით, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრში შევარდა. აღნიშნული ცენტრის დირექტორს, თბილისის მერიასა და დევნილებს შორის გარკვეული ინციდენტიც მოხდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
როგორც დევნილები აცხადებენ, მათ თავიანთი სახლები 8 აგვისტოს დატოვეს, მაგრამ, როდესაც თბილისში ჩამოვიდნენ, მათთვის თავშესაფარი ვერ გამოინახა. ამიტომ ისინი იძულებულები არიან სადაც ადგილს ნახავენ, იქ შეაფარონ თავი.
როგორც სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა მაკო ხოფერიამ განაცხადა, აღნიშნულ კლინიკაში ადგილები აღარ არის, რადგან როდესაც თბილისში უამრავი დევნილი შემოვიდა, მათ დევნილებისთვის მხოლოდ 40 ადგილის გამონახვა მოახერხეს. დევნილების განცხადებით კი, მათ წასასვლელი არსად აქვთ და ისინი აღნიშნულ ცენტრში აპირებენ დარჩენას.
დევნილთა რაოდენობა კი ჯერაც იზრდება. მართალია, გორის მცხოვრებნი საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ სავალალო მდგომარეობაა გორის მიმდებარე სოფლებში. ქართველი სამართალდამცველებისაგან მიტოვებული მოსახლეობა ოსური ბანდების შემოტევებს ვეღარ უძლებს და საკუთარ სახლებს ტოვებს. დევნილთა არმია ახალი ადამიანბით ივსება.
გორის მიმდ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 809 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 2.0/2
| კომენტარი (0)
|
თეიმურაზ ჯაში, ექსპერტი სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის საკითხებში] რუსეთის მიერ საქართველოზე ძალით თავსმოხვეული აფხაზური და ოსური პრობლემები თავისი არსით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამიტომაც მათი მოწესრიგების გზებიც განსხვავებული უნდა იყოს. ამ პრობლემების მოწესრიგება უნდა განხორციელდეს არა რუსეთის მიერ სუბიექტური-არასამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე, არამედ გაეროსა და ევროკავშირის აქტიური მონაწილეობით და, შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.
ამ წერილში მინდა გავამახვილო ყურადღება იმ საკითხზე, რომელიც ამ ბოლო წლებში ყველამ დაივიწყა ან მიზანმიმართულად ერიდებიან მასზე საუბარს. არა და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას...
საერთოდ, განსხვავებული ენობრივი და ეთნიკური ჯგუფების ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების თვალსაზრისით ფედერალური მოდელი სახელმწიფოს ტერიტორიული დაყოფისა და მართვის ერთერთი ყველაზე სრულყოფილი ფორმაა.
თუმცა, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ასევე თითოეული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აქ იგულისხმება მხოლოდ ის ეთნიკური ჯგუფები, რომელთა ისტორიული სამშობლო არის ამავე სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში და არა ის ეთნიკური ჯგუფი, რომლის ისტორიული სამშობლო არის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ამ თვალსაზრისით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების ისტორიული სამშობლო არის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებული ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა.
საკითხის არსიდან გამომდინარე გაჩნდა ასეთი კითხვა: ეთნიკური ოსები რომ დასახლებულიყვნენ სხვა რომელიმე ქვეყნაში, მაგალითად, მეზობელ სომხეთში ან აზერბაიჯანში ან
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1004 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთმა რუსეთი კანონგარეშედ გამოაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა".
“ეს არის არა მხოლოდ ევრიკავშირის აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არ შეგვიძლია საერთაშორისო სამართლის, უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე ევროპის შეთანხმების, გაეროს რეზოლუციის დარღვევის ფაქტი მივიღოთ და არც სხვისი ტერიტორიის შეიარაღებული ძალით მიტაცების ფაქტს დავუჭერთ მხარს”, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი მცდელობა უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაშიც განხორციელდეს.
წაკითხულია: 839 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადახედოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
ბუშის თქმით, რუსეთმა ყველა საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია და ამას შესაბამისი შეფასება მიეცემა.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში.
წაკითხულია: 846 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის “დემოკრატი” კანდიდატი, სენატორი ბარაკ ობამა რუსეთის საერთაშორისო იზოლირების საკითხს აყენებს.
“რუსეთის პრეზიდენტს მოვუწოდებ, არ მიანიჭოს ლეგიტიმურობა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის გამო რუსეთის იზოლაციის საკითხს ვაყენებ” – განუცხადა ჟურნალისტებს ობამამ.
ამასთან, მისივე თქმით, “არავის სურს რუსეთთან ახალი ცივი ომი, მაგრამ რუსეთის არჩევანი ყველას ახსენებს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში გარანტირებულად არ შეიძლება, ჩაითვალოს”.
წაკითხულია: 878 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პატრიკ უორმი კომპანია “ასპექტ კონსალტინგის” თანამშრომელია. კომპანია საქართველოს მთავრობამ შარშან, დეკემბრიდან დაიქირავა. როგორც ყველა სხვა კონტრაქტორს, იგი, საქართველოსაც გარე რეპუტაციის მართვასა და პოლიტიკური კომუნიკაციის უზრუნველყოფაში ეხმარება. ანუ პატრიკი არის ადამიანი, რომელმაც მართა და დღესაც მართავს საინფორმაციო ომს - ნამდვილი ომის კიდევ ერთ ფრონტის ხაზს.
თუმცა მისი ბიოგრაფიული მონაცემები, არცთუ დიდი ხნის წინ ევროკომისიაში გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობდა. დღეს მას საქართველოს რეპუტაციის დაცვა უწევს. რუსებს იგი არ მოსწონთ, მას “საქართველოს მთავარ ჯარისკაცს” უწოდებენ და რამდენიმე საინფორმაციო ბიულეტენში იმასაც ამბობენ, ტრადიციული ირონიით, რომ პატრიკის გვარი - Worm - ინგლისურიდან თარგმანში ჭიაყელას ნიშნავს.
რუსული ცინიზმი და შოვინიზმი კი, შეიძლება ითქვას, საქართველოს ძალიან წაადგა. შეიძლება რუსული ტრიბუნიდან ნატყორცნი ფრაზები მტკივნეულია, მაგრამ სასარგებლო. სასარგებლოა ჩვენთვის, საქართველოსთვის; რადგან ყოველი ამ ფრაზის იარაღად გამოყენება ძალიან მარტივია და თუ მას მართებულად მოიხმარ, საზოგადოებრივ ცნობიერებას ზუსტად ისე მომართავ, როგორც გსურს.
ამ სფეროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელით ვიცნობთ (შემოკლებით ვთქვათ, პიარი) და მისი გულიდან მოვლენები სხვაგვარად ჩანს. რუსული ოკუპაციის პიარ-ომის ფრონტიდან, მკითხველი ბევრს გაიგებს და ისწავლის.
წაკითხულია: 899 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დასავლეთი კი საქართველოს დახმარებას უკვე შეუდგა. იმ ჰუმანიტარული დახმარებების გარდა, რაც ქვეყანაში შემოდის, ინფრასტრუქტურისა და მთლიანად, ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი უცხოელებთან ერთად ითვლება, რაც სავარაუდოდ, მომავალში გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის გარანტიაც იქნება.
საინტერესოა, რომ რუსული აგრესიის შედეგად, ძირითადად, ის ინფრასტრუქტურაა დაზიანებული, რაც, თავის დროზე, სწორედ ამერიკული დახმარებებით შეიქმნა.
ახლა, ამერიკელებიცა და ევროპელებიც საქართველოს ეკონომიკის გადარჩენას ერთად ცდილობენ. აშშ-ს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში უკვე დაიწყო. ეს არის ეკონომიკური გუნდი, რომელიც დაკვირვებების საფუძველზე დაადგენს, ზუსტად რა სჭირდება საქართველოს და რა სახის დახმარება უნდა გაუწიოს აშშ-მ ქვეყანას.
საქართველოს პრემიერის, ლადო გურგენიძის განმარტებით, საუბარია მასშტაბურ დახმარებაზე. ქართულმა მხარემ უკვე წარადგინა ის დასაბუთებები, კონკრეტულად რა და რისთვის ესაჭიროება ქვეყანას, სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსიები, მსჯელობენ, რომ ის, რაც მოხდა, უმტკივნეულო იყოს ქვეყნის ეკონომიკისთვის.
დელეგაციას ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი III ხელმძღვანელობს. როგორც მან განაცხადა, ეს არის ამ კონტექსტში პირველი ვიზიტი და დეტალურად სწავლობენ, როგორ უნდა ითანამშრომლოს ორმა ქვეყანამ, რომ საქართველომ ჰუმანიტარული, სარეაბილიტაციო და ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი დახმარება მიიღოს.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ეკატერინე შარაშიძის თქმით, ქვეყანა ყველაზე დიდ და
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 863 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ქართულ სოფლებში განხორციელებულ ეთნოწმენდასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი არსენიშვილმა კომიტეტის ხელთ არსებული ინფორმაცია გერმანიის საელჩოს პირველ მდივანს კრისტიან პლატესს მიაწოდა.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ გიორგი არსენიშვილმა განაცხადა, საქართველოში საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მოსახლეობის წმენდა ეთნიკური ნიშნით, რაც დოკუმენტალურადაც არის დადსტურებული. მისივე თქმით, ყველა ეს მასალა მიეწოდება როგორც გერმანულ მხარეს, ასევე ევროგაერთიანების სხვა ქვეყნებს.
"აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგად მთლიანად დაირღვა ჟენევის მე-4 კონვენცია, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მოსახლეობასთან მოპყრობას განსაზღვრავს. ის, რაც საქართველოში მოხდა, დაუშვებელია და ამის შესახებ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ევროგაერთიანებას და ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას" - განაცხადა გია არსენიშვილმა.
კრისტიან პლატესის თქმით კი, გერმანიის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
წაკითხულია: 824 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი” შავ ზღვაში ამოცანის შესრულებას განაგრძობს.
ამის შესახებ სააგენტო “რია-ნოვოსტი” იუწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამტკიცებდა, რომ კრეისერი მთავარი დისლოკაციის ადგილს სამშაბათსვე დაუბრუნდებოდა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ანატოლი ნოგოვიცინის განცხადებით, “ეს ბაზიდან კრეისერის გეგმიური გასვლაა”.
“ჩვენ გვაქვს მომზადების წლიური გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, კრეისერი მთავარი ბაზიდან საბრძოლო მომზადების პოლიგონზე გავიდა. ეს არის ჩვეულებრივი გეგმიური გასვლა”, - განაცხადა ნოგოვიცინმა.
შეგახსნებთ, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კრეისერი საქართველოს მიმართულებით სევასტოპოლიდან გამოემართა. რუსული წყაროების ინფორმაციით, კრეისერის საქართველოს მიმართულებით წამოსვლა ნატო-ს სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შესვლას უკავშირდება.
წაკითხულია: 882 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დეპუტატები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შეეხება.
პარლამენტარები ასევე განიხილავენ რუსეთთან შემდგომი ურთიერთობის საკითხს. საბოლოო გადაწყვეტილება საგანგებო სხდომის გამართვის თაობაზე ჯერჯერობით მიღებული არ არის.
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "მოგმართავთ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი საზოგადოებისა და ამჟამად იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სახელით. რუსეთის ფედერაციას 15 წლის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოში მის მიერვე ინიცირებული კონფლიქტების მოგვარებაში პოზიტიური წვლილი შეეტანა, თუმცა პირიქით, მისმა ქმედებებმა კონფლიქტურ ზონებში ეთნიკური წმენდისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო მაგალითი გვიჩვენა.
რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით ნიღაბი ახადა რუსეთის ნამდვილ სახეს და მსოფლიოს აჩვენა ის მწარე სინამდვილე, რომელსაც წლების განმავლობაში ცივილიზებული სამყარო თვალს არ უსწორებდა.
რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი არის სამართლებრივად და ისტორიულად მცდარი და მორალურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზ და ოს ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული განვთიარების პერსპექტივას უსპობს".
აკიშბაიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს ასწლეულობით ჩამოყალიბებული სამართლიანი პრინციპების შელახვას და კავკასიის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში სეპარატიზმის გამარჯვებას სამართლიანობასა და საღ აზრზე.
"ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ქართველები, აფხაზები და ოსები კვლავინდებურად იცხოვრებენ ერთიან საქართველოში და ა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 802 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დევნილთა შევიწროება და შეურაცხყოფა უკვე დაიწყო. ამჟამინდელი ხელისუფოება ასეთი ქმედებების ოსტატია, მაგრამ ასე სწრაფად თუ ”იკისრებდა” ამ საქმეს ვერავის წარმოედგინა. თბილისში აპტრული დევნილებს ურტყამს, გაპარტახებულ გორში კი უმწეო ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას აღარ აწვდიან. ასე ცდილობს მთავრობა სიტაუციაზე კონტროლი არ დაკარგოს.
ათონელის ქ. N16-ში მდებარე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისის შენობაში შესახლებული დევნილებიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს.
თვითმხილველის, ემა ლიჩელის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიური სოფლიდან, ტყვიავიდან დევნილი სამი პირი - ვასიკო ჩიხლაძე, ილია ჩიხლაძე და გია ჩერპიაშვილი სასტიკად სცემეს და პოლიციაში უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს.
ინციდენტი კი გაუგებარი მიზეზით დაიწყო. ”შენობის გარეთ კიბეებთან ბიჭები იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მათ ჭიდაობა დაიწყეს, ოღონდ ხუმრობით. ამასობაში პატრულმა გაიარა და ბიჭები რომ დაინახა, მანქანა გააჩერა. ბიჭებს პატრულის მანქანა არ დაუნახავთ, ყურადღება არ მიუქცევიათ და იქვე, შენობასთან მდგარ მუხის ხესთან მივიდნენ და დასხნენ. მათ პატრულიც მიჰყვა”, - განაცხადა ლიჩელმა და დასძინა, რომ როდესაც დაინახეს ბიჭებისკენ წასული პატრული, ეჭვი გაუჩნდათ, რამე ცუდი არ მომხდარიყო და დევნილები, რომლებიც შენობაში არიან შესახლებულები, ამ მუხის ხისკენ გაემართნენ.
- ”ხმამაღლა ეუბნებოდნენ პატრულის თანამშრომლები, რას დგახართ, ჩერპიაშვილმა უთხრა, რა პრობლემაა, რამეს ვაშავებთო? პატრულმა, შენ როგორ მელაპარაკებიო, ჩაავლო ხელი და ცუდი სიტყვა უთხრა. რატომ მეუზრდელებიო, ჩერპიაშვილმა უთხრა,
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 863 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისის სამოქალაქო ობიექტებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდებათ. როგორც "პირველს" აფხაზეთის მედიაცენტრიდან აცნობეს, ქუთაისში უკვე გაემგზავრა ექიმების 15-კაციანი ჯგუფი. მედიკოსები დევნილ და ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ყველა სახის ამბულატორიულ გამოკვლევას (ექოსკოპიური, კარდიოლოგიური, ლაბორატორიული) ჩაუტარებენ და დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტებს დაურიგებენ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან მათი პრობლემების შესწავლის მიზნით შეხვდრებს გამართავენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის დალილა ხორავას განცხადებით, სამინისტროს სამსახურები და სამედიცინო პერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობიდან შემოსული არცერთი ზარი და მოთხოვნა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქუთაისში კოდორის ხეობიდან ჩასახლებული 400-მდე დევნილი ცხოვრობს. როგორც ცნობილია, დახმარების პროგრამა დაფინანსებულია აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან და ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების UMCOR-ის, COUNTER-PART INTERNATIONAL-ის და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით.
წაკითხულია: 831 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კონფლიქტის შედეგად საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად ჩამოსული აშშ-ის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს. როგორც ცნობილა, აღნიშნული კომისია საქართველოში 25 აგვისტოს ჩამოვიდა. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი ხელმძღვანელობს. ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროებებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სააგენტოების მაღალჩინოსნები გაეცნენ, მათ შორის - შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, კომერციულ საქმეთა დეპარტამენტის, საზღვარგარეთ კერძო ინვესტირების კორპორაციის, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს და ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამასთან, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართეს.
წაკითხულია: 894 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ზუგდიდის რაიონში და სრულიად სამეგრელოში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 09:00 საათზე სენაკის ბაზიდან ორი ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა გავიდა, რომელიც ამ წუთებში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვემო ჩხოროწყუსკენ, რუსი ოკუპანტების უკანონო ბლოკ-პოსტისკენ მიერმართება. შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანის შესახებ შეთანხმებას კვლავინდებურად არღვევს.
წაკითხულია: 807 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გალის რაიონში მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა. რუსული საოკუპაციო ჯარები და სეპარატისტული ხელისუფლების ქვედანაყოფები მსხვილკალიბრიანი და ავტომატური იარაღიდან ისროდნენ. განხორციელდა რამდენიმე აფეთქებაც. მოსახლეობაში პანიკაა. გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების ქვემო და ზემო ბარღების მოსახლეობის განცხადებით, ტყეში საგულდაგულოდ არის გადამალული რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნავდნენ. აღსანიშნავია, რომ რუს ჯარისკაცებს არ აქვთ საკვები პროდუქტი, რის გამოც ისინი მოსახლეობას ავიწროებენ, ძარცვავენ და საქონელს ართმევენ.
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი დღეს უკრაინაში ანტირუსული კოალიციის შექმნის საკითხებს განიხილავს. დიდი ბრიტანეთის სააგრეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინას დღეს ეწვევა და კოალიციის შექმნის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ მილიბენდი ანტირუსული კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს, ორგანიზება გაუწიონ რაც შეიძლება, ფართო კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მილიბენდმა რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დასდო ბრალი და კიდევ ერთხელ მოსთხოვა პრეზიდენტ მედვედევს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა უზრუნველყოს. აღნიშნული ინიციატივა მილიბენდმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გააჟღერა.
წაკითხულია: 797 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, "რუსეთის ქმედებები არა სააკაშვილის რეჟიმის დამხობით, არამედ გაჭირვებული ხალხის დახმარების სურვილით არის განპირობებული". როგორც მედვედევმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთან” ინტერვიუში განაცხადა, "რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთი მიზნით – იმ ხალხების დასახმარებლად აღიარა, რომლებიც დღეს გაჭირვებაში ჩავარდნენ". "არანაირი სხვა მოტივი ჩვენს მოქმედებას არ გააჩნია. რაც შეეხება სააკაშვილის რეჟიმს, ჩვენ ის ნამდვილად არ მოგვწონს. მან არა მხოლოდ შეცდომა დაუშვა, არამედ ჩაიდინა დანაშაული, თუმცა ამ დანაშაულის გამო პასუხი ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა აგოს", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა მედვედევმა ჟურნალისტის კითხვას, "ხომ არ არის რუსეთის ქმედებებში სურვილი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დესტაბილიზაცია მოახდინოს, იგი გადააყენოს და რეჟიმი შეცვალოს".
წაკითხულია: 850 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო, ამ უკანასკნელის თხოვნით.
რუსეთის ელჩმა გ.ვაშაძეს გადასცა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტი.
ვაშაძემ რუსეთის მხარეს კატეგორიულად მოსთხოვა საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესიის შეწყვეტა და ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკური წმენდის აღკვეთა.
წაკითხულია: 824 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
7 ქართველი სამხედრო ცხინვალშია დატყვევებული და მათ გადმოცემასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული.
ამის შესახებ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საპარლამენტო კომისიის წევრმა გიორგი თარგამაძემ გნაცხადა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ოსურმა მხარემ ქართველი ტყვეები ცხინვალის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოიყენოს
წაკითხულია: 818 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების განლაგების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს".
ეს განცხადება სესიაშვილმა ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის იმ ინიციატივის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზის განთავსებას შეეხება.
"რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ბაზების განლაგებით სეპარატისტთა დამოუკიდებლობის გარანტად გამოვა და მათ უსაფრთხოებას შეიარაღებული ძალებით უზრუნველყოფს. ამ რეგიონებში საკუთარი ბაზების განლაგებას მოსკოვი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე შეეცდება", - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ "ასეთ შემთხვევაში საქართველო რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მსხვერპლად გამოვა".
წაკითხულია: 829 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 3.0/1
| კომენტარი (0)
|
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობის გადაფასებას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტონი ფრატომ განუცხადა.
“ჩვენ რუსეთთან ყველა სახის ურთიერთობას თავიდან შევისწავლით”, - განაცხადა ფრატომ და განმარტა, რომ “არ შეიძლება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბედი ერთმა სახელმწიფომ გადაწყვიტოს”.
რუსეთს საქართველოში შეირაღებული ძალების ყოლის გამო პენტაგონიც აკრიტიკებს.
“რუსეთი ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და საქართველოში მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს ინარჩუნებს”, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენმა.
წაკითხულია: 831 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის სამიტი, რომელზეც რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილება, ბრიუსელში 1 სექტემბერს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ვესტი-24" საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების არაერთი თხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, 1 სექტემბერს ბრიუსელში სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართოს", - ნათქვამია სარკოზის პრესსამსახურის განცხადებაში.
ამასთან, როგორც გუშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, სამიტზე რუსეთის მიმართ სანქციების საკითხის განხილვა არ იგეგმება.
წაკითხულია: 829 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გორის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში, სექტემბერში განაახლებს.
ამის შესახებ გუშინ გორში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გია ნოდიამ განაცხადა, რომელმაც რუსების მიერ ჩამოგდებული ნაღმების შედეგად დაზიანებული უნივერსიტეტიც მოინახულა.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება და სესიები ჩვეულ რეჟიმში, სექტემბერში განახლდება. ასევე მალე აღდგება აგრესიის შედეგად დაზიანებული ყველა სასწავლო დაწესებულება. ასე რომ, გორის სკოლებიც სექტემბერში განაახლებენ მუშაობას" – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
წაკითხულია: 1184 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა, რომ რუსული დათვი ცივილიზებული მსოფლიოსგან ძალიან შორს დგას. თუმცა, ალბათ, ძნელია ცივილიზაციაზე და დასავლურ ღირებულებებზე ესაუბრო იმ ერს, რომელსაც დედაქალაქის მთავარ მოედანზე მავზოლიუმი აქვს. სეპარატისტთა მხარდაჭერითა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა მსოფლიოს საკუთარი სახე აჩვენა. თუმცა, ამით შესაძლოა, თავად რუსეთი აღმოჩნდეს წაგებული. კრემლმა აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებით დიდი ხანძარი დაანთო, რომელიც თავად რუსეთის იმპერიას გადაბუგავს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტებისათვის დაახლოებით სამოცდაათზე მეტი ფეთქებადსაშიში კერაა, აქედან უმრავლესობა სწორედ რუსეთშია. საბჭოეთში უხვად ცხოვრობდნენ ისეთი ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც მართალია, ცალკე ეთნოსს წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ ისტორიულად ჩამოყალიბებული სახელმწიფო, მკაფიოდ შემოსაზღვრული ტერიტორია თითქმის არასდროს ჰქონიათ. ასეთი ეთნოსების დიდი ნაწილი დღეს თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
კრემლი საკუთარ ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტების გაჩენას და ამ გზით სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბებას სასტიკად ებრძვის, მაშინ როცა მსგავსი გამოხტომებს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში დიდი სიამოვნებით ახალისებს და ახლა ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა კიდეც. თუმცა, შესაძლოა, სეპარატიზმის წახალისება რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდეს. ჩრდილო კავკასიასა და ვოლგისპირეთში მას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. სხვათა შორის, რუსეთისთვის რთული ვითარებაა არა მხოლოდ არარუსულ რესპუბლიკებში.
არსებობს ერთი ძალიან საინტერესო მოძრაობა - ციმბირის რესპუბლიკ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 868 |
თარიღი: 27.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|