პარასკები, 27.12.2024, 03:35
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 27 » ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გაეროს კვლავ მიმართავს დახმარებისთვის
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გაეროს კვლავ მიმართავს დახმარებისთვის
19:09
მიმართვა გაერო–ს გენერალური მდივნისადმი, მისი უდიდესებულობა პან გი მუნისადმი:
- ”2008 წლის რუსეთის ფედერაციის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის დუმამ საგანგებო სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი მიმართვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი დიმიტრი მედვედევისადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის წინადადებით.

26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამ რესბულიკების ცნობის შესახებ და მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს მიებეძათ რუსეთის მაგალითისთვის.

ამ რეგიონების ტერიტორიებს ბევრნი ”სეპარატისტულ რეგიონებს” უწოდებენ, რაც საერთაშორისო დონეზე იდეოლოგიური ოკუპაციის პოლიტიკის გატარებაა.

ამასთან, ამ რეგიონების მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს სურს საქართველოდან გამოყოფა. მეორე ნაწილი ან განადნურებულია, ან იძულებით დევნილია, ან იმყოფება ეთნიკური რეჟიმების დიქტატურის ქვეშ.

ტერმინის ”სეპარატისტული რეგიონის” გამოყენებით საერთაშორისო საზოგადოებრიობა აღიარებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან საპარეტისტები, არ აქვთ არანაირი უფლება არც ამ ტერიტორიებზე, არც საკუთარ სახლებზე, საიდანაც გამოდევნეს და არც იმ საფლევებზე, სადაც მათი წინაპრები არიან დაკრძალულნი.

მოსახლეობის ეს ნაწილი, საკუთარი ინტერესების დასაცავად, პარტიზანულ ომებს აწარმოებდა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლით, ყველა არაფორმალური თუ ნახევრად ფორმალური დაჯგუფებები განაიარაღა. რითაც პასუხისმგებლობა მათ უსაფრხოთებაზე დაეკისრა თბილისს, მოსკოვს და საქართველოს სხვა ”მეგობრებს”.

დღეს მათი უმრავლესობა დევნილები ან, იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

წლების მანძილზე იუნიონისტების ან კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები არასეპარატისტულად განწობილი მოსახლეობის პოლიტიკური უფლებები და ინტერესები სრულიად იგნორირებული იყო. ეს მოსახლეობა არ მონაწილეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ისინი დღეს პოლიტიკური რუქიდან გაქრნენ. ისინი ბუნებაში აღარ არსებობენ.

ჩვენ მოვუწოდებთ გაერო–ს, აღიაროს აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში კონფლიქტის შედეგად რეგიონებში მცხოვრები საზოგადოების ორად გახლეჩის ფაქტი.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია დისკრიმინაცია კონფლიქტების შედეგად გახლეჩილი საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელსაც არ სურს საქართველოდან გამოყოფა.

• მოვუწოდებთ გაერო–ს, მსოფლიო საზოგადოებრიობას გაითვალისწინოს აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად ორად გახლეჩილი საზოგადოების თითოეული მხარის ინტერესები.

• მოვუწოდებთ გაეროს, აღიაროს ამ ზონის მოსახლეობის ნაწილის ეთნიკური წმენდის ფაქტები, აგრეთვე არასეპარატისული ორიენტაციის ადამიანების (იუნიონისტების) განდევნის ფაქტები და ხელი შეუწყოს სამხედრო დამნაშავეების დასჯას, იმის მიუხედავად, კონფლიქტის რომელ მხარეს მიეკუთვნებიან ისინი.

• მოგიწოდებთ ამ კონფლიქტური ზონების არასეპარატისტული მოსახლეობის დაცვისა და იმის გარანტირებისაკენ, რომ არსებული ვითარება სამართლიანად დარეგულირდება.

• მოგიწოდებთ, იმოქმედოთ იმ რეზოლუციის მიხედვით, რომელიც გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის 15 მაისს მიიღო და რომელიც ითვალიწინებს აფხაზეთში ყველა დევნილის და იძულებით გადაადგილებული პირის და მათი შთამომავლების დაბრუნებას განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.

• იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი სახის რეზოლუცია მიღებული იქნება ახლაც ყოფილი სამხრეთ–ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის ვითარებაში.

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი”.

Просмотров: 994 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz