|
Главная » 2008 » აგვისტო » 11
მსოფლიო 21-ე საუკუნეში შეშფოთებული უყურებს გამაოგნებელ სურათს, თუ როგორ ბომბამს რუსეთი მეზობელ პატარა ქვეყანას. ამ ფონზე კი რუსული ინტელიგენცია დუმს. არადა, ეს ის ინტელიგენციაა, რომელსაც ქართული რჩეული საზოგადოება ყოველთვის მეორე რუსეთად მოიხსენიებდა და დიდ პატივს სცემდა.
თავად რუსეთის რჩეული საზოგადოება საქართველოს სიყვარულში არაერთხელ გამოსტყდომია. თუმცა, ამ ფრაზებს ძირითადად თბილისში სტუმრად ვიზიტის დროს ამბობენ. საკუთარ ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქართველოსთან კავშირები აქვს გაწყვეტილი და წუხან, რომ თბილისში ჩამოსვლა სხვა ქვეყნის გავლით უწევთ. კიდევ უფრო მეტად წუხან იმის გამო, რომ მოსკოვში ქართული ღვინით გამოთრობისა და ბორჯომით “პახმელიაზე” გამოსვლის საშუალება აღარ აქვთ. ასე რომ, მხოლოდ წუხან და მათი აქტიურობა ამით მთავრდება.
დღეს კი, როცა საქართველოს ქალაქები და სოფლები იბომბება, მათი წუხილიც კი არ ისმის. მხოლოდ ყველაზე რადიკალი ლიბერალები აკრიტიკებენ საკუთარ ხელისუფლებას უგუნური პოლიტიკის გამო.
ინტელიგენციის თუნდაც მოკრძალებული ნაწილის მხრიდან პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლის იმედი რომ გვქონოდა, ეს უკვე ძალიან დიდი ფუფუნება იქნებოდა. როგორც ჩანს, რუსული ინტელიგენციის დიდი ფენისთვის სულ ერთია, რა მოხდება საქართველოში. ასე რომ, მითი ორი რუსეთის არსებობისა საბოლოოდ დაიმსხვრა.
“პრესა.გე” შეეცადა გაეგო, თუ რას ფიქრობენ რუსული ინტელიგენციის ასეთ მწარე დუმილზე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და ასევე რიგითი ქართველები.
გია ბურჯანაძე, მსახიობი: “არც ველოდი, რომ რუსული ინტელიგენცია ხმას ამოიღებდა. ჩემთვის 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ორი რუსე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 918 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილია 1 მილიონი EUR-ს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება. ეს თანხა პირველად საჭიროებებს მოხმარდება.
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
როგორც დღეს საღამოს მთავრობის საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთის ჯარმა დაიკავა ცენტრალური ტრასა. ეს ტრასა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს აკავშირებს.
წაკითხულია: 899 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 1.0/1
| კომენტარი (0)
|
საქართველოს ამ დროისთვის 19 რუსული მოიერიშე თვითმფინავი აქვს განადგურებული 11 აგვისტო 2008, 21:12
საქართველოს მიერ ჩამოგდებული რუსული მოიერიშეების რაოდენობა 20-ს მიუახლოვდა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღნამელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში 19 რუსული სამხედრო თვითმფრინავი აქვს განადგურებული.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ განადგურებული მოიერიშეებიდან ერთ-ერთი ქართულმა მხარემ პრეზიდენტ სააკაშვილის გორში ვიზიტის დროს გორის თავზე ჩამოაგდო.
“მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორში იმყოფებოდა, გადმოფრინდა 2 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, თუმცა იმუშავა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ და ერთი თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა” – აღნიშნა უტიაშვილმა.
| |
წაკითხულია: 869 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
, რაც ახლა ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, სრულიად ნათელია, რომ არის მრავალი თვის, თუ არა წლების წინ დაგეგმილი სამხედრო ინტერვენცია. ამის მიზანია, სულ მცირე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ანექსია და, როგორც საბოლოო შედეგი, მთლიანად საქართველოს ოკუპაცია.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული საინტერვენციო ძალა ძალიან მრავალმრიცხოვანი, სერიოზულია და შეიცავს სასიკვდილო საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.
- "დღეს ხორციელდება საქართველოს ხელახალი ოკუპაციის, დამონების, დამოუკიდებლობის ჩამორთმევის მცდელობა. ეს რომ ასეა, საერთოდ ეჭვს აღარ იწვევს ბოლო დროინდელი განცხადებების შედეგად. თუ ადრე საუბარი ჰქონდათ, რომ უპასუხეს თითქოსდა ჩვენს მიერ დაწყებულ ოპერაციას სამხრეთ ოსეთში, გუშინ და გუშინწინ უკვე კეთდებოდა ოფიციალური განცხადება, რომ ოპერაციის მიზანი არის საქართველოს ხელისფლების გამოცვლა, საქართველოს კურსის შეცვლა ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს მათი ენიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დასრულებად ითარგმნება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხორციელდება დარტყმები კოდორის ხეობის მიმართულებით ზემო აფხაზეთში, ხორციელდება დარტყმები აფხაზეთის და სამეგრელოს მიმართულებით. გუშინ იყო გორის აღების მცდელობა, რაც მოგერიებული იქნა ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ.
- "ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან კარგად იბრძვიან, მათი მორალი სულ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, მე ძალიან ვწუხვარ, ომია და, რა თქმა უნდა, გვაქვს დანაკარგებ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 797 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა საქართველოშია. აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას იგი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრებს. როგორც ცნობილია, მეთიუ ბრაიზა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის წევრებთან გეგმავს შეხვედრას.
წაკითხულია: 850 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ხვალ, პარიზის დროით დღის 3 საათზე გრანდიოზული მიტინგის გამართვას გეგმავენ. საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები პარიზში რუსეთის საელჩოს წინ შეიკრიბებიან და ფაშისტური რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. მიტინგი ქართული სიმღერებისა და “გაუმარჯოს საქართველოს” სკანდირების ფონზე წარიმართება.
აქციის მონაწილენი საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ, დაგმონ საქართველოს ანექსიის მცდელობა და აქტიურად ჩაერიონ სამხედრო კონფლიქტის გადაწყვეტაში.
მიტინგი პარიზის ცენტრში თბილისის დროით დღის 5 საათზე გაიმართება. საფრანგეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციებს მანამ გააგრძელებენ, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას და რუსული საოკუპაციო ჯარი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას |
წაკითხულია: 1095 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ახლა “დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტია.
აშშ-ში სააკაშვილის თქვენით ჩანაცვლებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქედან წასულმა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილზე ძალიან ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ჩაიტანა ამერიკაში? ამბობენ, საომარ მოქმედებაში სწორედ ამის გამო ჩაებაო. ნინო ბურჯანაძე: უბრალოდ უხერხულია ახლა, ამ სიტუაციაში ამაზე ლაპარაკი. საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მიეჩვიოს იმას (ამ შემთხვევაში დიდაქტიკური ტონი ჩემმა ხალხმა მაპატიოს და ესმიიღოს იმან, ვისაც ეხება), რომ აშშ არ არის ის ქვეყანა, რომელიც ვიღაცაზე ბრაზდება და შემდეგ ამ ქვეყნის პირველი პირის შემცვლელის ძებნას იწყებს.
მით უმეტეს, საქართველოს შემთხვევაში, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როცა ჩვენი ხალხის ნაწილი ასე ფიქრობს და მსჯელობს, ეს არის შეურაცყოფა ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი და იმ ქვეყნის, რომელმაც საქართველოს ამდენი რამ გაუკეთა.
არანაირ შემცვლელზე აქ ლაპარაკი არ ყოფილა. აშშ ყოველთვის ცდილობდა საქართველოს იმ პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა, რაც არსებობს. ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, მაგრამ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და უნდა მივეჩვიოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღებას და არა სხვებზე ყველაფრის გადაბარებას და გადაბრალებას.
კონდოლიზა რაისი აქ ჩამობრძანებული იყო იმისთვის, რომ კონკრეტულად ესაუბრა როგორ შეიძლება დარეგულირდეს კონფლიქტები აფხაზეთში, ცხინვალში; როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში შემდგომი დემოკრა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 789 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მიხეილ სააკაშვილმა ხალხს მიმართა: ” ძვირფასო თანამემამულეებო ამ მძიმე დროს მინდა აგიწეროთ არსებული მდგომარეობა. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის რაც ხორციელდება არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი მინიმუმ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობა, რაც საბოლოოდ მთელი საქართველოს ოკუპაციას ითვალისწინებს.
ის ძალა , რაც შემოვიდა საქართველოში არის სასიკვდილო ძალა. დღეს ხორციელდება საქართველოს ხელახლა ოკუპაციის მცდელობა. თუ ადრე საუბარი იყო, რომ მათ უპასუხეს ჩვენს სროლებს, ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 840 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
„რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თუ მომცემს იმის გარანტიას,
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 915 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ტყვიავი კიდევ დაიბომბა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა სოფელი კიდევ ერთხელ დაბომბეს. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება
წაკითხულია: 976 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი მორიგ განცხადებას ავრცელებს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 847 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთმა შესაძლოა, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ვეღარ უმასპინძლოს.
ამის
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 891 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის განცხადებით, "რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ფრონტი გაიხსნა". "მსოფლიო როგორც იქნა, გამოფხიზლდა და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსთან მიმართებაში ტონი შეიცვალოს". როგორც იაკობაშვილი აცხადებს, "საქართველოს ხელისუფლებისთვის ახლა მთავარი ჯარისკაცების სიცოცხლე, მოსახლეობაში სიმშვიდე და მიყენებული ზარალის კიდევ უფრო გაზრდის თავიდან აცილებაა". "ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ ცოცხალი ძალა და იგი უაზროდ არ შევაკლათ მტერს", - აცხადებს იაკობაშვილი.
წაკითხულია: 839 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 889 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას "დროული გამოფხიზლებისკენ" მოუწოდებს. "ძალიან გთხოვთ, გამოფხიზლდით! საქართველო ბევრჯერ გადარჩენილა და ახლაც გადარჩება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რაც მეტი დრო გადის, მით მეტი მშვიდობიანი მოსახლე მეღუპება რუსეთის აგრესიის შედეგად. ჩვენ სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ დღეს დახმარება პატარა დემოკრატიულ საქართველოს სჭირდება, რომელსაც უმოწყალოდ სპობენ, ხვალ კი დახმარება შეიძლება, უკვე რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანას დასჭირდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს უცხოელი ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.
წაკითხულია: 904 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერმა კომენტარი გააკეთა ქვეყანაში შექმნილ საომარ მდგომარეობაზე.
ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ”ეს არის უსაზღვრო და უსინდისო აგრესია რუსეთისა , რაც იწვევს საშვილიშვილი ზიზღს მათ მიმართ.
მხოლოდ ქართველ ხალხს აქვს უპირობო უფლება ცივ გონებაზე გადაწყვიტოს ვინ იყოს მისი ქვეყნის პრეზიდენტი.”
წაკითხულია: 846 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ცხვარიჭამიაში მყოფი დევნილები დახმარებას საჭიროებენ.
როგორც ცნობილია, გუშინ ცხვარიჭამიას მოსახლეობამ 500-
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 926 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 1.0/1
| კომენტარი (0)
|
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დღეს 5 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ. რითაც ისინი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას გააპროტესტებენ.
- ”ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ რუსეთის აგრესია და ამიტომ ვმართავთ საპროტესტო აქციას ქართველების მხარდასაჭერად. ჩვენ რუსეთის აგრესიის შემდეგ სწორედ საქართველომ შეგვიფარა”.
- ”მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება აღმოუჩინონ ქართველებს რუსეთის აგრესიისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ახმეტაში გაეროს ოფისთან უვადო შიმშილობას დავიწყებთ” - განუცხადა რადიო ჰერეთს "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელმა მექა ხანგოშვილმა.
მოგვიანებით, 20:00 საათზე თელავში სახელმწიფო თეატრთან სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ და დაგმობენ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დაბომბვებს.
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 1093 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 941 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
თბილისს დღეს საგანგებო ვიზიტით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ეწვევა.
სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება.
ევროსაბჭოს უმაღლესმა პირებმა თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. ვიზიტის დეტალები უცნობია, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ტერი დევისი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 867 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
იმაზე, თუ რის გამო დაიწყო ომი საქართველოში და რა პოზიცია შეიძლება დაიკავონ დასავლურმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, “რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორს, გიორგი ხუციშვილს.
გიორგი ხუციშვილი: სიტუაციის აქამდე მიყვანას ყველას ერთად ვაბრალებ. ეს იყო ყველა მხრიდან დაშვებული უგუნური ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ღია და დაუფარავი აგრესია.
ეს გამოიხატება იმაში რომ ხელყოფილია ადამიანების სიცოცხლე, დაბომბილია ქალაქები და დასახლებული პუნქტები, სტრატეგიული ობიექტები. რუსეთი საბოლოო შეტევაზე გადმოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაამონოს. საქართველოს ყველა მოქალაქე ერთიანია იმაში, რომ ეს უნდა შეწყდეს და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.
რატომ პასიურობს დასავლეთი? - იმიტომ რომ მსოფლიო რუკაზე საქართველოს პატარა ადგილი უკავია. დასავლეთი თავის პასიურობით შეცდომას უშვებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომლის გამო ახლა ასეთი გააფთრებული ბრძოლა მიდის.
ამ ვითარებაში სულ ერთი არ არის რუსეთი აქ თავის პოლიტიკას გაატარებს, თუ ვერ გაატარებს. ამ შემთხვევაში ჩვენი აქტიურობაა საჭირო. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქციოს.
როგორ წარმოგიდგენიათ ეს აქტიურობა? - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა შევიდეს საჩივარი, რომ აგრესია ხორციელდება, რომელიც უნდა შე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 966 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
წაკითხულია: 913 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გორში იმყოფებოდნენ.
უცხოელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ”ეს არის ნამდვილი უბედურებაა. ჩვენ მარტო კი არ უნდა დავგმოთ, უნდა შევაჩეროთ ეს სისხლიანი ომი. ”
საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები მოსკოვში გაემგზავრებიან და შეეცდებიან რუსეთი დაარწმუნონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკმენტს ხელი მოაწერონ.
ჩვენ ვეცდებით მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დავაბრუნოთ,”-აღნიშნეს დიპლომატებმა.
გორში ჩასვლამდე კი დიპლომატები თბილისში იმყოფებოდნენ. მათ შეხვდრები გამართეს საგარეო უწყებაში .მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.
წაკითხულია: 915 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
წაკითხულია: 1055 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 1.0/2
| კომენტარი (3)
|
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ეუთოს თავმჯდომარის ალექსანდრ სტუბისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიცემის საშუალებაა.
სტუბი და კუშნერი ამ დოკუმენტს მოსკოვში წაიღებენ და შეეცდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 889 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს შეირაღეული ძალები ცხინვალის სამხრეთით პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ამასთან, ზღულაძის თქმით, ამ დროისთვის სიმშვიდეა გორსა და ზუგდიდშიც. "გენერალ ჩაბანის ულტიმატუმის მიუხედავად, ქართველი პოლიციელები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ" - განაცხადა ზღულაძემ.
წაკითხულია: 824 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 977 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
Eubserver-ი წერს,რომ ევროკავშირი რუსეთის ურთიერთობა საფრთხეშია ,რისი მიზეზიც
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 961 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (3)
|
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში დაგეგმილ, ნატოს საბჭო+საქართველოს ფორმატით შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე დაესწრებიან.
შეხვედრაზე ქართული დელეგაცია უცხოელ დიპლომატებს გააცნობს საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებულ სამხედრო აგრესიაში გამოიხატება.
ეკა ზღულაძის განცახდებით, საქართველოში ვიზიტად მყოფი საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა
მზადყოფნა, ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ”ჩვენ რუსეთთან პრობლემების მოგვარებში საერთაშორისო შუამავლების იმედი გვაქვს “ – აცხადებს ეკა ზღულაძე.
წაკითხულია: 897 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს დაახლოებით 13:40 საათისთვის რუსმა მედესანტეებმა და აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა კიდევ ერთი შეტევა მიიტანეს ზემო აფხაზეთზე.
შეტევის დაწყების წინ ზემო აფხაზეთი რუსულმა ავიაციამ დაბომბა.
ქართულმა შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა წარმატებით მოიგერიეს შეტევა. მოწინააღმდეგემ ოთხი აფხაზი ბოევიკი და ორი რუსი ჯარისკაცი დაკარგა.
წაკითხულია: 864 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
უკვე რამდენიმე დღეა, რუსული ავიაცია და არტილერია ბომბავს საქართველოს ქალაქებს და სოფლებს, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. ქვეყანა, რომელიც ევროპული, ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგულია, ამ იდეალებისადმი ერთგულების გამო ისჯება.
კრემლი არ პატიობს ევროპელობას, ფასეულობათა მისეული სისტემა მხოლოდ ძალას აღიარებს და ძალადობაზეა დამყარებული. ბუდაპეშტი 1956, პრაღა 1968, ავღანეთი 1979, ვარშავა 1981, თბილისი 1989, სოხუმი, გროზნო, ბესლანი... ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
უკვე რამდენიმე დღეა, რუსული ავიაცია და არტილერია ბომბავს საქართველოს ქალაქებს და სოფლებს, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები...
ევროპული ღირებულებები – ქართველი ხალხისთვის ამ მცნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავისუფლებას და დემოკრატიას გულისხმობს. გულისხმობს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, ჩვენი შვილების ღირსეულ მომავალს.
დღეს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა მხოლოდ იმის გამო იბომბება, რომ მისთვის წარმოუდგენელია ღირსება თავისუფლების გარეშე.
სამოქალაქო საზოგადოება, თანადგომა, დახმარება, სოლიდარობა... ზოგადსაკაცობრიო, ევროპული მცნებებია. კრემლში ამ ენაზე არ საუბრობენ.
დღეს ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ბესლანში ტყვიას უშენდნენ საკუთარ მოქალაქებს, ბავშვებს. ქართულ ქალაქებს და სოფლებს ბომბავენ ისინი, რომლებიც მიწასთან ასწორებდნენ ქაბულს და გროზნოს.
ევროპა დიდხანს ხუჭავდა თვალს და დღეს, როდესაც კრემლზე აღმოჩნდა დამოკიდებული, აღმოაჩინა, რომ იძულებულია თვალი დახუჭოს, როდესაც იბომბება ქალაქები და სოფლები, იღუპებიან ქალები, ბავშვები და მოხუცები, ფეხქვეში ითელება ადამ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 899 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებისა და ქართული ქალაქების დაბომბვის პარალელურად, ზუგდიდის რაიონის ქართულ სოფლებზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული რუსული აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ყველაფერს უკვე საქართველო-რუსეთის ომი ჰქვია და და შიდა ეთნოკონფლიკთან არაფერი აკავშირებს.
ქალაქ ცხინვალის აღების შემდეგ, რუსეთის 58-ე რეგულარული არმიის და ქალაქ ტულადან გადმოსროლილი პოლკის “სამშვიდობოებმა” იერიშები ქართული სოფლების მიმართულებით წამოიწყეს.
რუსებს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართული სოფლების მოსახლეობამ, რომლებიც დანგრევას გადარჩენილ სახლებში იმალებოდნენ და იქიდან ცდილობდნენ საკუთარი სახლისა და სოფლის დაცვას.
დიდი შემოტევების მიუხედავად, ქართული სოფლების: ერედვის, ნიქოზისა და თამარაშენის მკვიდრი მამაკაცების დიდმა ნაწილმა ცოლ-შვილის გახიზვნის შემდეგ, საკუთარ სახლებში დარჩენა და ერთმორწმუნეობის ნიღბით მოსულ მოძალადეებს ამჯობინეს.
ნიკო ბარიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “დარწმუნებული ვარ, რუსები ჩვენი მხრიდან ასეთი დიდი წინააღმდეგობის გაწევას ნამდვილად არ ელოდნენ. ცხინვალის აღების შემდეგ, ქალაქში შესულმა რუსებმა დიდი ზეიმი დაიწყეს და ეგონათ, საბოლოო გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ ვერ მივართვით! რუსებს უნდოდათ, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებიც აეღოთ, თუმცა მთელი ორი დღის განმავლობაში, ჩვენმა ბიჭებმა ცხინვალის გარეთ ცხვირიც კი არ გამოაყოფინეს. რუსებს ჯარისკაცები ემატებათ და ემატებათ და თავდაცვა თანდათ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 861 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
"პირველის" ინფორმაციით, შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალები გამოჩნდნენ. როგორც "პირველს" აჭარიდან აცნობეს, რუსული სამხედრო გემი "მოსკვა" ბათუმის აკვატორიაში ბათუმის პორტისკენ მიმავალი გემების შესვლას ბლოკავს. წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სხვა რუსული ხომალდები საქართველოს საზღვრების სიახლოვეს ჯერ არ გამოჩენილან.
წაკითხულია: 939 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
რამდენიმე წუთის წინ რუსულმა ავიაციამ ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. როგორც "პირველს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რუსულმა ბომბდამშენმა ამჯერად სავარაუდოდ, კრწანისის სამხედრო სასწავლო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანა იერიში. მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. დაჭრილებისა და მსხვერპლის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
წაკითხულია: 924 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 1.0/1
| კომენტარი (1)
|
წაკითხულია: 855 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ნატო-ს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს პირადად გააცნობს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება.
წაკითხულია: 854 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ისინი მაინც განაგრძობენ საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბობმბვას.
ამასთან, რუსეთის სამშვიდობოების სარდალმა ქართულ-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გენერალმა ჩაბანმა, რომელიც საქართველოს მიერ პესონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული, ზუგდიდში მყოფ საქართველოს პოლიციას იარაღის ჩაბარება მოსთხოვა.
მიმართვაში მითითებულია იმ პუნქტების შესახებაც, რომელიც აგრესორი რუსეთის ბობმდამშენებიდან დაიბომბა.
მიმართავში აღნიშნულია, რომ დღეს თბილისის თავზე 50 ავიაგამანადგურელი დაფრინავდა.
მიმართვის მიზანს საერთაშორისო საზოგადოებისადმი არსებული ვითარების მიწოდება, რეაგირებისა და დახმარების თხოვნა წარმოადგენს.
წაკითხულია: 787 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სწორედ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება დადგა მკაფიო არჩევანის წინაშე:
დაუთმოს რუსეთს საქართველოს განადგურება და შექმნას ”რუსული სუდეტის ოკუპაციის ”პრეცედენტი”. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია შეიტანოს მეზობელ ქვეყნებში პასპორტები და მერე დაიპყროს ისინი ”საკუთარი მოქალაქეების დაცვის” საბაბით. ასეთი პრობლემა ელოდება უკრაინას, ლატვიას, ლიტვას, ყაზახეთს...
ამასთან მსოფლიოს მოუწევს ახალი აგრესიული მონოპოლისტი მონსტრის დაბადებაში მელოგინის როლის შესრულება. აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია კვლავ აღმოჩნდება თავისი უზარმაზარი რესურსებით რუსეთის მარწუხებში.
ამერიკას 8-12 თვეში შეექმნება სისხლიანი ბრძოლების კასკადი - რუსეთი უკვე გათელილ კავასიაზე ირანთან ერთად შექმნის ენერგო-კარტელს და მიაწვდის იარაღს ახლო აღმოსავლეთის ექსტრემისტებს... მერე რუსეთი ეცდება დიდი მსხვერპლის მიზეზით ამერიკის გაძევებას ჯერ ერაყიდან, მერე უკვე ავღანეთიდან... ამერიკა ადრე იყო უმთავრესი შემსყიდველი ენერგომატარებლებისა და რუსული ბუნებრივი რესურსების... ეს მას უქმნიდა ანგარიშგასაწევ პოზიციას,რადგან ამერიკულ შესყიდვებზე იყო დამოკიდებული რუსული ფინანსური სიმყარე.
ახლა ჩინეთის (განსაკუთრების ამ ოლიმპიადის შემდეგ) და ინდოეთი ხდებიან ბუნებრივი რესურსების უდიდესი მომხმარებლები და შემსყიდველებიც... რუსეთს მზად აქვს ევრაზიული სტრატეგიული გაერთიანების პროექტი... მხოლოდ ცენტრალურ აზიას უნდა ჩაუხშოს იმედი ევროპასთან და საერთოდ მსოფლიოსთან პირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობისა! ამას კავაკსიის დაბრუნებით შესძლებს მხოლოდ. რუსეთის მიმართ დათმობის შემთხვევაში მ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 892 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (1)
|
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია რუსეთ-საქართველოს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 922 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რუსული მხარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია მხოლოდ ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის.
ყველა სხვა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა და მგზავრთა ნაკადის მიღება-გამგზავრება დადგენილი რეჟიმისა და გრაფიკების შესაბამისად შეუფერხებლად ხორციელდება .
წაკითხულია: 826 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
"კორპორაცია ფოთის ნავსადგური" რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს.
როგორც კომპანიის დირექტორმა ალან მიდლტონმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნავსადგურიდან ევაკუირებულია მუშახელი, ობიექტი პარალიზებულია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საწარმოს ეკონომიკურ გათვლებსა და ინვესტიციებზე.
"პორტი არ არის სამხედრო დანიშნულების ობიექტი, იგი კომერციული სტრუქტურაა. რუსეთს ვუჩივლებთ საერთაშორისო სასამართლოში", - აღნიშნა მილტონმა.
ალან მიდლტონის თქმით, პორტი მას შემდეგ განაახლებს მუშაობას, რაც რუსეთის მხრიდან საფრთხე აღარ იარსებებს.
ფოთის პორტი რუსულმა ავიაციამ 8 აგვისტოს დაბომბა
წაკითხულია: 904 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ კარლ ბილდტმა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 864 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, რუსეთი უხეშად
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 881 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გენერალი ჩაბანის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
ზუგდიდის მხარის გუბერნატორთან შეხვერისას რუსმა გენერალმა გაახმოვარა მოსკოვის მოთხოვა: თუ დღეს დილის 10:00 საათამდე ზუგდიდში მყოფი ქართული სამხედროები არ ჩააბარებან იარაღს ამას საკუთარი ძალებით გააკეთებენ.
აღნიშნულ მოთხოვნას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გამოეხმაურა. იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ ზუგდიდში არ გვყავს სამხედრო შენაერთები , ქართული პოლიცია კი თავის მოვალეობას ასრულებს. პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ ჩაბანს, არ აქვს უფლება ქართველ პოლიციელებს რამე მოსთხოვის.
წაკითხულია: 921 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
ამ დროისთვის საქართველოს საჰაერო სივრცეში 50 რუსული ბომბდამშენი დააფიქსირეს.
რუსული ავიაგამანადგურებლები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას , ასევე მაღალი რანგის სტუმრებს. (შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში იმყოფებიან.)
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა საქართველოს ქალაქები.
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარს თბილისში, გორში, სკრაში, სენაკში, ხელვაჩაურში, ზემო აფხაზეთში, დედოფლისწყაროში. . .
წაკითხულია: 857 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 814 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 846 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 880 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აქცია ლვოვის ოლქში ჩატარდება. აქციის ორგანიზატორის, ქართული ორგანიზაცია ,,არაგვის” ხელმძღვანელმა ჯუმბერ ძიგუამ განაცხადა, რუსეთის გენერალური საკონსულოს წინ დიდი პიკეტი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ლვოვში მცხოვრები ქართველები მიიღებენ, ასევე აქციაზე მოვლენ პოლიტიკური პარტიები ,,უნა – უნსო”, “ოპორა”, “უკრაინსკაია ნაროდნაია პარტია”, “პორა - პრპ” და სხვები, რომლის ლიდერებიც გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს მიმართ. იგეგმება ერთობლივი მიმართვის შემუშავება რომელიც გაეგზავნება გაეროს გენერალურ მდივანს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
’ჩვენ, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით გვერდით დავუდგეთ ჩვენს სამშობლოს. ამ ეტაპზე, აქტიურად ვართ ჩაბმულნი იმ საინფორმაციო ომში, რომელიც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის”, _ აცხადებენ დიასპორას წარმომადგენლები.
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
11 აგვისტოს საბერძნეთის ქალაქ სალონიკის ცენტრში, არისტოტელეს მოედანზე, ქართველების მშვიდობიანი აქცია გაიმართება. აქცია სალონიკის ქართული სათვისტომოსა და ევროკავშირის პროექტის “Erasmus Mundus Lot 5”-ის ფარგლებში საბერძნეთში მყოფი ქართველი სტუდენტების ორგანიზებით ტარდება.
აქციის მიზანია, საქართველოში მომდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საბერძნეთის მოქალაქეებს და მოუწოდოს მათ გააქტიურებისაკენ, რადგან საბერძნეთი დღემდე გამოირჩევა საქართველოსადმი თავისი გულგრილი დამოკიდებულებით და ამასთანავე, რუსეთთან მეგობრობით.
’ჩვენ, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით გვერდით დავუდგეთ ჩვენს სამშობლოს. ამ ეტაპზე, აქტიურად ვართ ჩაბმულნი იმ საინფორმაციო ომში, რომელიც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის”, _ აცხადებენ დიასპორას წარმომადგენლები.
წაკითხულია: 882 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ზემო აფხაზეთის აღების მცდელობისას 5 ქართველი პოლიციელი დაიჭრა. პოლიციელები ზემო აფხაზეთში მოიერიშეებს ეწინააღმდეგებოდნენ.
პოლიციელები ამ დროისათვის ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს.
გუშინ აფხაზურ – რუსულმა შენაერთებმა რამდენიმეჯერ სცადეს ზემო აფხაზეთის შტურმით აღება, თუმცა ქართველმა პოლიციელებმა პოზიციების შენარჩუნება წარმატებით შეძლეს.
წაკითხულია: 857 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს დაახლოებით 04:30 წუთზე რუსმა აგრესორებმა თბილისში, მახათას მთაზე სარადარო ანძა და კოჯორში განლაგებული სამხედრო ბაზა დაბომბეს.
აღსანიშნავია, რომ რუსი აგრესორების მიერ თბილისზე განხორციელებული იერიშისას საქართველოს დედაქალაქში იმყოფებოდნენ ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი.
ასევე, რუსებმა დღეს დაახლოებით 04:30 დედოფლისწყაროს აეროდრომი დაბომბეს, 05:00 საათზე ლილოს ბაზა, 06:00 საათზე კი, გორის სატანკო ნაწილი. დაბომბვას მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია.
ასევე, 07:45 წუთზე რუსულმა ავიაციამ სენაკის სამხედრო ბაზა და განმუხურის პატრიოტთა ბანაკი დაბომბეს. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
წაკითხულია: 833 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კახეთი ისევ დაიბომბა .
გუშინ კახეთის რეგიონი მეორედ დაბომბეს. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა 4:30 წუთზე კახეთში ჭურვები ჩაყარეს.
ავიაშეტევა დედოფლიწყაროში განხორციელდა. ბომბები რუსმა პილოტებმა ყოფილი სამხედრო ბაზა ააფეთქეს.
მსხვერპლი და დაჭრილები არ არიან.
წაკითხულია: 937 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
2008 წლის 11 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოს ცაზე 50-ზე მეტი რუსული ბომბდამშენი ტრიალებს.
დღეს დილით განხორციელდა ქალაქ თბილისის დაბომბვა. ჭურვები ჩამოვარდა კოჯორსა და მახათას მთაზე.
ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ თბილისში მაღალი დონის მოლაპარაკებების საწარმოებლად იმყოფებიან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი.
რუსეთის ფედერაცია ამგვარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ მაღალი დონის უცხოელი სტუმრების სიცოცხლესაც.
უკვე მეორე დღეა, საქართველოს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იერიშების მიტანას.
საერთაშორისო საზოგადოებამ უკიდურეს ზომებს უნდა მიმართოს, რათა რუსეთი შეჩერებულ იქნას.
წაკითხულია: 810 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ხელისუფლებას ურჩევს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უხმოს თურქეთსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებს, მთელს მსოფლიოს...
- ცხინვალის რეგიონი, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინწინ. შეიძლება მთლიანად ჩვენი იყოს, შეიძლება გაიყოს, შეიძლება რაიმე სხვა ფორმით იყოს. შეიძლება ყველაფერი საქართველოს იურისდიქციაში იყოს, ჯავისა და მიწასთან გასწორებული ქალაქ ცხინვალის გარდა, რომელიც უკვე თავიდან ასაშენებელია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული.
ამდენად, სტატუსქვოზე ლაპარაკიც კი გამორიცხულია, ან ვიღას უნდა ელაპარაკო ამ სტატუსქვოზე? აღარ არსებობს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება, საკუთარი ხალხი მიატოვა და გაიქცა სადღაც. ჩემი ინფორმაციით, კოკოითი, თავის თავდაცვის მინისტრ ლიუნოვთან ერთად, იმყოფება ჯავასთან ახლოს მდებარე სოფელ მსხლებში, წყალკანალის ყოფილ შენობაში, ბუნკერში...
ეს იყო დუნედ მიმდინარე, დაკონსერვებული კონფლიქტი, და ასეთი მდგომარეობა აწყობდა ყველას, მოსკოვსაც, თბილისსაც, სოხუმსაც, ცხინვალსაც, საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომლისთვისაც მთავარი იყო ცეცხლი არ განახლებულიყო და არა ის, რომ კონფლიქტი მოგვარებულიყო. ეს არის წესი, მოქცევის წესი ამ საერთაშორისო ინსტიტუტების. რომელი კონფლიქტი მოაგვარეს კარგი შედეგით? კოსოვო? სასაცილოა.
დღესაც მარტო ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი? ეს ყველაფერი იმას ჰგავს, რესტორანში კაცები რომ ჩხუბს დაიწყებენ და კეკლუცი ქალები წიოკს ატეხენ, გაჩერდითო. - ზუსტად ეგაა, ეგე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 769 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველო კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ რომ დარჩეს, კონფლიქტში ჩართული რუსული მხარე უკან არაფერზე იხევს. თითქოს ოსი ეროვნების ხალხის წამებაზე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევ მხარეზე, სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრა. “ვერსია” პარლამენტარ დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
რუსეთის სამართალდამცველებმა საქართველოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს... - სრული სიგიჟეა, რუსეთთან მიმართებაში ტერმინი “სამართალდამცველი” უხერხულია...
რუსული ტელეარხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი და დაშავებული გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული მხარე აცხადებს. ამის გამო, ხალხში სერიოზული პანიკაა - ბუნებრივია, საგანგებო, საომარ ვითარებაზე გადაეწყობა ქართული საინფორმაციული სამსახურებიც. არანაირ ათასებზე საუბარი არ შეიძლება, ბევრად უფრო დრამატული და გართულებულია ვითარება, რაც ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი კვარტლების დაბომბვა დაიწყო, მსხვერპლი კი არის. თუნდაც ერთი დაღუპული ადამიანიც საშინელებაა... 30 გარდაცვლილი - ბრძოლის ველზე დაღუპულებზე, პირველ დღეზე ითქვა. იქ ყველაფერი ძალიან სუფთად და ნელა კეთდებოდა, რომ მსხვერპლი მოწინააღმდეგე მხრიდანაც არ ყოფილიყო. ახლა საშინელებაა...
არანაკლებ პანიკას იწვევს ინფორმაციები თითქოს თბილისსაც საფრთხე ემუქრება... - საომარი მდგომარეობა იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო გადაერთოს მათ შორის ხალხის სწორად ინფორმირებაზე. საზოგადოებრივი შტაბები, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, უბნების დონეზეა გასაკეთებელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ იარაღი აიღოს, არამედ თუ სადმე რამე პრობლემაა,
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 853 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სამწუხაროდ, შექმნილ სიტუაციას ვერც საქართველოს სამხედრო კოალიციის წევრობა შველის, რომლის თანახმადაც, ქართველები ერაყში იბრძვიან. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს შიდა კონფლიქტში ჩარევა არავის ევალება. ამას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა სჭირდება. ანტიერაყული კოალიცია კონკრეტულად ერაყში ოპერაციის ჩასატარებლად შეიქმნა, თუმცა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუ საქართველოს დასჭირდება, ჩვენი ძალები ერაყიდან უნდა გამოვიდნენ. აკაკი ბობოხიძე “ვერსიასთან” საუბარში აცხადებს:
- საქართველომ უნდა შექმნას დოკუმენტი და მოითხოვოს პირდაპირი სამხედრო დახმარება შეერთებული შტატებისგან. გამოიყენებს თუ არა, ეს ამერიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ გამოიყენებს. მსოფლიოში ყოფილა შემთხვევები პორტების საერთაშორისო კონტროლის ქვეშ აყვანისა და მიმაჩნია, რომ ფოთის, ბათუმისა და ყულევის პორტების აყვანა საერთაშორისო კონტროლის ქვეშ შესაძლებელია. ეს პორტები მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს არა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად ე.წ. საერთაშორისო მეგობრობას ემსახურება.
რაც შეეხება ევროპას, ამბობს, რომ ცეცხლი შეწყვიტონ ქართველებმა და ოსებმაო, ანუ, არ სურთ კონფლიქტი იმ რეალობად აღირონ, რაც გვაქვს. არა მარტო დღეს, 1990 წლიდან მოყოლებული, ეს კონფლიქტი ქართულ-რუსული იყო. სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლების შეცდომები მსოფლიოს დისკომფორტს უქმნიდა, რომ ამ კონფლიქტს თავის სახელი დარქმეოდა, კონფლიქტი ეთნოკონფლიქტად ამიტომ მოინათლა.
დღეს მე ვხედავ, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, კვლავ ამ გზას ადგანან. ეს სირაქლემას პოზიციაა. ევროპას სურს, ამ პოზაში იმყოფოს თავი, მაგრამ ამ წუთში დაზარალებული ჩვენ გამოვდივა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 843 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბერნარ კუშნერი და ალექსანდრე სტუბი საქართველოში ჩამოვიდნენ და გვიან ღამით პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართეს მოლაპარაკებები.
ისინი ორშაბათს მოსკოვში ჩავლენ და შეეცდებიან მხარეებს შორის მშვიდობის დამყარებას შეუწყონ ხელი.
”დეესკალაციის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კონტროლირებადი ცეცხლის შეწყვეტა,” - განუცხადა კუშნერმა ჟურნალისტებს თბილისში.
”მეორე ეტაპი უნდა იყოს დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ამისათვის ცეცხლის შეწყვეტა გჭირდებათ, მესამე - ორივე მხარეს ძალების გამოყვანა, კონტროლირებადი გამოყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები [გამოყვანის პროცესის]; მეოთხე - პოლიტიკურ პროცესთან დაბრუნება,” - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.
“რასაც დღეს, დღის განმავლობაში ხაზს ვუსვამ საგარეო საქმეთა მინისტრთან კუშნერთან არის ის, რომ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, სწორედ ეს არის საიდანაც უნდა დავიწყოთ,” - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის როლზე არსებულ კრიზისში, სტუბმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ უპასუხა: ”ფსიქოანალიზის დრო არ არის”.
”ჩვენ ახლა კრიზისის მართვის საქმეს ვაგვარებთ, ჩვენ ახლა მშვიდობის დამყარების საქმეს ვაგვარებთ; ჩვენ ახლა არ ვართ იმით დაკავებული, რომ ვეძიოთ, ვინ გააკეთა რა, როდის, სად და რატომ,” - განაცხადა სტუბმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალბათ დადგება სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხი, მაგრამ ”რა შეიძლება იყოს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 800 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
როგორც რადიო ჰერეთს ორჯონიკიძედან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, აცნობეს იქ მყოფი ქართველები კორიდორის გახსნას ლარსის მიმართულებით ითხოვენ.
მათი განცხადებით ისინი პროტესტის ნიშნად ტოვებენ რუსეთის ფედერაციას.
ქართველი ემიგრანტები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას, დიასპორის საკითხებში მინისტრს იულონ გაგოშიძესა და საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს სთხოვენ
წაკითხულია: 862 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
იტალია, მილანი, 2008 წლის 10 აგვისტო - კახა კალაძემ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მილანიდან გამოეხმაურა. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "თქვენ ყველას მოგეხსენებათ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რუსეთი ახორციელებს ფართომაშტაბიან საომარ მოქმედებებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და მე როგორც ჩემი ქვეყნის შვილსა და გულშემატკივარს არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი აღნიშნულ მოვლენებს. მინდა აქედან, მილანიდან, მივაწვდინო ხმა საერთაშორისო საზოგადოებას. 1991 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მაშინვე დაუდგა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრობლემა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაშიც რუსეთმა მაშინაც უდიდესი წვლილი შეიტანა. მაგრამ დღეს რუსეთის აგრესია გაცდა სამხრეთ ოსეთის რეგიონს და რუსული ავია-გამანადგურებლები ბომბავენ საქართველოს ქალაქებს. ჭურვებს უშენენ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც 200-300 კილომეტრით არის მოშორებული კონფლიქტის ზონას. იბომბება სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტები…და რაც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია, საცხოვრებელი სახლები. იბომბება საზღვაო ნავსადგურები, აეროპორტები, რკინიგზა, სკოლები და სასწრაფო დახმარების პუნქტები. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობას შორის…დაღუპულია 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე…განადგურებულია ქალაქები. წუხელ ღამის განმავლობაში ავია-გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ქვეყნ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 840 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
11 აგვისტოს, 17.00 საათზე, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მოეწყობა მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მოუწოდებს მრევლს შეიკრიბონ ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან აქციაში მონაწილეობისთვის.
წაკითხულია: 886 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქართველი ნინო სალუქვაძე, რომელმაც დღეს დილით ოლიმპიური თამაშები დატოვა, პეკინის ოლიმპიადაზე რუს ვერცხლის მედალოსან ნატალია პადელინას შემდეგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების ბოლოს სპორტული იარაღის დადების შემდეგ მას ცრემლები წამოუვიდა. მოგვიანებით კი თავის რუს მეტოქეს გულთბილად გადაეხვია, რისთვისაც მაყურებლისა და სხვა ფინალისტების მხრიდან ხმამაღალი შეძახილები და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ნინო სალუქვაძის თქმით, ამ პატარა ჟესტით მას სპორტის საშუალებით სიტუაციის შეცვლაში თავისი წვლილის შეტანა სურდა.
წაკითხულია: 836 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის სამხედრო აგრესიამ გორი ფრონტისპირა ქალაქად აქცია. თუმცა, ეს ტერმინი ბოლომდე მაინც არ შეეფერება ამ ქალაქს, რადგან ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად ფრონტის ხაზი მაინცდამაინც გორთან გადის. გორი უფრო ზურგს ჰგავს.
ყველაზე მეტად ომის სუნი და საშინელება ამ ქალაქში იგრძნობა. ადგილობრივი მოსახლეობა მაინც პატრიოტულადაა შემართული. “ქართველები ამ ომში გავწყდებით, მაგრამ არ დავნებდებით. უნდა გავიმარჯვოთ და თანაც ღირსეულად”, - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
გორში პანიკა არ შეიმჩნევა. გამართულად მუშაობს ქალაქის ინფრასრუქტურა. შეფერხებით, მაგრამ მაინც დადის ტრანსპორტი. ერთადერთი პრობლემა, რასაც ხელისუფლებაც არ მალავს, ქალაქის პურითა და საკვები პროდუქტებით მომარაგების მცირედი შეფერხებაა. ესეც იმ მიზეზით, რომ რეზერვისტებმა, ვინც კი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიწვიეს, ყველამ გორში მოიყარა თავი. ამიტომ, უპირველესად, მათი დაპურება იყო აუცილებელი.
ცოტა ხნით გორში შესვლა-გამოსვლა შეფერხდა, მაგრამ ქალაქიდან ფეხი არავის მოუცვლია. თბილისიდან გორისკენ მიმავალ სამოქალაქო ტრანსპორტის მძროლებს აფრთხილებდნენ, თუ აუცილებელი საქმე არ ჰქონდათ, თავი შეეკავებინათ მგზავრობისგან. ასეთი სიფრთხილე გამოწვეული ქალაქის დაბომბვებით.
გორი ზურგია. სამოქალაქო პირებისთვის წარმოუდგენელია აქედან ცხინვალისკენ გამგზავრება და ფრონტის შუაგულში მოხვედრა. ქალაქამდე ფრონტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით აღწევს. ხშირად მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებასაც ცდილობენ, რომლის სათავეებისა და წყაროების დადგენა მიუწვდომელი და შეუძლებელია.
გორში შექმნილ მედიაცენტრთან აქტიურად თანამშ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 959 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
ბერიაშვილი გიორგი რესპუბლიკური 98 ბერიძე როინი რესპუბლიკური 100 ბერიძე ზაური რესპუბლიკური 111 ბირთველაშვილი ვასიკო რესპუბლიკური 112 ბიწაძე ლევანი რესპუბლიკური 118 ბლიაძე ალექსანდრე რესპუბლიკური 121 ბლიაძე რეზო რესპუბლიკური 122 ბლიაძე სიმონი რესპუბლიკური 123 ბობოხიძე დავითი რესპუბლიკური 124 ბოკუჩავა გოგა რესპუბლიკური 128 ბოხუა ბერდაია რესპუბლიკური 129 ბრეგაძე კახაბერი რესპუბლიკური ბუბუტეიშვილი დავითი რესპუბლიკური 133 ბუცხრიკიძე ინესა რესპუბლიკური 141 ბზეკალავა აკაკი რესპუბლიკური 142 ბზიშვილი იოსები რესპუბლიკური 143 ჩაბაკური ამირან რესპუბლიკური 144 ჩაბალაური ამირან რესპუბლიკური 145 ჩაჩუა ემზარი რესპუბლიკური 147 ჩაკაძე რატი რესპუბლიკური 148 ჩაკვეტაძე ნიკა რესპუბლიკური 149 ჩაკვეტაძე ტარიელი რესპუბლიკური ჩალაძე ლევანი რესპუბლიკური 152 ჩანგელია ელგუჯა რესპუბლიკური 153 ჩანლტლაძე შოთა რესპუბლიკური გაწერილია 154 ცარციძე ხვიჩა რესპუბლიკური 155 ჩარექიშვილი თამაზ რესპუბლიკური 158 ცეცხლაძე ბადრი რესპუბლიკური 161 ცენტერაძე არჩილი რესპუბლიკური 167 ცერცვაძე მიხეილი რესპუბლიკური 171 ჩილინგარაშვილი ირაკლი რესპუბლიკური 172 ციმაკურიძე ავთანდილი რესპუბლიკური 173 ციმაკურიძე დავითი რესპუბლიკური 174 ჩინჩალაძე ირაკლი რესპუბლიკური გაწერილია 176 ჩიქ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 4356 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
1 აბაბიკო ირაკლი ღუდუშაური 62 ბარამიძე მალხაზი აკადემიის ჰოსპიტალი გოგილაშვილი ბეჟანი აკადემიის ჰოსპიტალი გაწერილია გოგსაძე გიორგი აკადემიის ჰოსპიტალი ჯაიანი მარსელი აკადემიის ჰოსპიტალი გაწერილია კეჟერაძე კობა აკადემიის ჰოსპიტალი მამულაძე მამუკა აკადემიის ჰოსპიტალი ნაზიმა ალიევი აკადემიის ჰოსპიტალი ქუთათელაძე ვლადიმერი აკადემიის ჰოსპიტალი ღამბარაშვილი კობა აკადემიის ჰოსპიტალი ჭიქაშუა თემური აკადემიის ჰოსპიტალი ძებისოვი დავითი აკადემიის ჰოსპიტალი ცხადაძე თამაზი ალადაშვილი ახალკაცი მედეა ბორჯომის კლ. მალაზონია ჯუმბერი ბორჯომის კლ. მურადაშვილი მერი ბორჯომის კლ. ვედკო ბორჯომის კლ. გელაშვილი ზვიადი დამწვრობის ცენტრი კაკალიშვილი ლიკა დამწვრობის ცენტრი აბაშიშვილი ნიკოლოზი გორი აბაშიძე გ. გორი აბელია გორი აბესალაშვილი გორი აბგაიძე ლაშა გორი აბისონია როსტომი გორი აბჟანდაძე ამირანი გორი აბულაძე ნოდარი გორი აბუსელიძე ზვიადი გორი აბუთიძე ზვიადი გორი აფციაური გიორგი გორი &nbs
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 3750 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 3.5/4
| კომენტარი (0)
|
არავინ დავობს, რომ ქართველებმა დიდებულად იომეს. მაგრამ, აქ საუბარია რეზერვისტებზე, ჯერ კიდევ ბავშვებზე. შესაძლოა, არც მთლად ბავშვებზე - გულიანებზე, ანთებულებზე… მაგრამ, ნამდვილად გამოუცდელებზე. ომს ხასიათი იგებს.
იმ ახალგაზრდას, რომლის სიტყვებსაც ახლა წაიკითხავთ, ხასიათი და სამშობლოს სიყვარული ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აკლდა მომზადება და, რაც მთავარია, აკლდა მაგალითი. თუმცა, სჯობს თავად წაიკითხოთ. ჩვენ მას ბოდიშს ვუხდით, რადგან ნებართვა არ აგვიღია. იმედია, არ გაგვინაწყენდება
”აქ პირობებზე არ არის საუბარი... ომში რომ შემწვარ-მოხრაკულებს არ მოგართმევენ და რბილად ვერ დაიძინებ ყველამ იცის და მაგაზე არც არავის ქონია პრეტენზია...მაგრამ გორში ჩემი ძმაკაცები იყვნენ...
რამდენიმე ასეული კაცი იყო ერთად ორი დღის მანძილზე და ერთი ოფიცერი არ ყავდათ რომ რამე მიეთითებინათ...
2 დღე გაურკვევლობაში იყვნენ...
როცა ხალხს იწვევ ვიღაცას ხო უნდა ჩააბარო მაგათი თავი... პროფესიონალები ხო არ არიან რომ თვითნებურად მიიღონ გადაწყვეტილებები... ბიჭები დაბომბეს, რამდენიმე დაიღუპა კიდეც.... ზოგმა პანიკა ატეხა სუ-24-ებს ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი და კიდევ რამდენიმე რეზერვისტი დაიჭრა...
იმიტომ რომ პატრონი არ ყავდათ არავინ...
ჩვენ ოსურ სოფელში წაგვიყვანეს 150 კაცი და პოზიციები გავამაგრეთ...
გუშინ ოსებმა რომ შემოგვიტიეს, ჩვენი ერთადერთი რეგულარულის ოფიცერი პანიკებში ჩავარდა და უკანდახევის ბრძანება გასცა მაშინ როცა მაგარი პოზიციები გვქონდა და ჩვენ 150 ვიყავით და ოსები მაქსიმუმ 50-60...
რეზერვისტებს რო ბრძოლა გვინდოდა (100% ჩვენ გავიმარჯვებდით მაგ სიტუაციაში) და დაპანიკებულმა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 991 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 2.7/3
| კომენტარი (1)
|
10 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთში დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა, იტყობინება ”ინტერფაქსი”, თუმცა რაოდენობას არ აკონკრეტებს.
აფხაზეთში განლაგებული დსთ-ს კოლექტიური ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით, რუსული საჰაერო სადესანტო ძალების დაჯგუფების შეყვანა იმ მიზნით მოხდა, რომ არ იქნას დაშვებული სამხრეთ ოსეთის მსგავსი მოვლენების განვითარება აფხაზეთში.
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიში 9 და 10 აგვისტოს მოვლენების შესახებ:
10 აგვისტო
19:10 - რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საავიაციო ქარხანა ”თბილავიამშენი” დაბომბეს. 19:05 - რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის სამოქალაქო აეროპორტზე ბომბი ჩამოაგდო. 17:30 - საქართველომ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ძალები გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან. 16:10 - რუსეთის თვითმფრინავმა ერთადერთი დარჩენილი ხიდი დაბომბა მაგისტრალზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, რამაც ხიდზე ცეცხლი გააჩინა. ცეცხლი ჩააქრეს და მოძრაობა აღდგა. 16:05 - რუსულმა თვითმფრინავებმა გორი დაბომბეს. 15:10 - რუსულმა ძალებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო კოდორის ხეობაზე სახმელეთო იერიში დაიწყეს. 15:00 - რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონის სოფელი კნოველი დაბომბეს.
10 აგვისტოს შუადღისთვის ცხინვალისა და დორის რაიონებიდან 20-25 ათასი დევნილი ჩამოვიდა. თუმცა მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.
9 აგვისტო
შუაღამისას საქართველოში როკის გვირაბით 6 000 რუსი სამხედრო, 90 ტანკი, 150 ჯავშანმანქანა და 250 საარტილერიო სისტემა შემოვიდა. 4 000 სამხედრო აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში შევიდა სევასტოპოლოს პორტიდან.
05:45 - დაღესტნიდან რუსული გამანადგურებელი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრინდა და თბილავიამშენის ტერიტორიაზე სამი ბომბი ჩამოაგდო. 07:00 - საქართველოს ძალებმა ცხინვალი დატოვეს. 07:40 - რუსულმა თვითმფრინავებმა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაბომბეს. 08:45 - ათი რუსული თვით
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 904 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
- Russian jets target towns, killing Georgian civilians
- Two planes shot down, 12 Russian soldiers dead
- Abkhazia province 'invaded by Russians', says Georgian President
- British Government calls for ceasefire and send Western diplomats to Georgia
- Russian bombers attempt to force back Georgian troops in South Ossetia
Georgia called for a ceasefire on Saturday after Russian bombers widened an offensive to force back Georgian troops seeking control over the breakaway region of South Ossetia.
The call seemed to fall on deaf ears, with Russia's leaders saying Moscow's actions were legitimate and that the only way to end the conflict was for Georgia to pull back from the region.
Russia said it had seized the rebel capital, Tskhinvali, but Georgia denied the claim on the second day of fighting that also threatens oil and gas pipelines seen as crucial in the West.
Russian officials said the death toll now stood at 2,000 and 30,000 refugees from South Ossetia had fled over the border to Russia over the past 36 hours.
Stirke: Soldier
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1039 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
OUTSIDE TSKHINVALI, Georgia — Russia and small, U.S.-allied Georgia headed toward a wider war Saturday as Russian tanks rumbled into the contested province of South Ossetia and Russian aircraft bombed a Georgian town, escalating a conflict that already has left hundreds dead.
Georgia's Foreign Ministry said the country was "in a state of war" and accused Russia of beginning a "massive military aggression." The Georgian parliament approved a state of martial law, mobilizing reservists and ordering government authorities to work round-the-clock.
Russian President Dmitry Medvedev said that Moscow sent troops into South Ossetia to force Georgia into a cease-fire and prevent Georgia from retaking control of its breakaway region after it launched a major offensive there overnight Friday.
In a meeting with refugees, Prime Minister Vladimir Putin characterized Georgia's actions as "complete genocide," according to his office's Web site. Putin also said Georgia had effectively lost the right to rule the breakaway province — an indication Moscow could be preparing to fulfill South Ossetians' wish to be absorbed into Russia.
The risk of the conflict setting off a wider war also increased Saturday when Russian-supported separatists in another breakaway region, Abkhazia, also targeted Georgian troops by launching air and artillery strikes to driv
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1007 |
თარიღი: 11.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|