საქართველოს პრეზიდენტსა და ეუთო-სა და ევროკავშირის თავმჯდომარეებს გორში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
სპეციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრების განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ცეცხლი შეწყდეს და სამხედრო ძალა იქნას გაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ეუთო-სა და ევროკავშირის თავმჯდომარეებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
უცხოელი დიპლომატები მომდევნო შეხვედრას სავარაუდოდ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან გამართავენ.
საქართველოდან სტუმრები მოსკოვში გაემგზავრებიან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდებიან.
|