|
Главная » 2008 » აგვისტო » 12
წუხელ რუსულმა ავიაციამ გორის რაიონის სოფელი თორტიზაში ჭურვები ჩამოყარა. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.
რუსული ავიაციის იერიშის შედეგად დაზიანებულია გორის სატელევიზიო ანძაც. წუხელ რუსულმა ავიაციამ გორის რაიონის სოფელი თორტიზაში ჭურვები ჩამოყარა. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.
რუსული ავიაციის იერიშის შედეგად დაზიანებულია გორის სატელევიზიო ანძაც.
წაკითხულია: 1616 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (3)
|
ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს და მომდევნო 12 თვის განმავლობაში 300–350 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტის გამოყოფას ჰპირდება.
პრემიერ-მინისტრმა გურგენიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილმა კრედიტმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ახალი კრედიტი მოხმარდება გზების მშენებლობასა და მუნიციპალური სამუშაოების გაგრძელებას.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა ევრობის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკამც, რომელმაც ”მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინფრასტრუქტურის პოროექტების დაფინანსებაში”. კერძოდ, დააფინანსა რკინიგზის, საზღვაო პორტების, აეროპორტისა და საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაში.
- “მუნიციპალურ სფეროში გასაკეთებელი ბევრი იყო, ხოლო რუსეთთან საომარი მდგომარეობის გამო გასაკეთებელი ახლა კიდევ უფრო მეტია. საქართველო დღესაც ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს კავკასიის რეგიონში სატრანზიტო ფუნქციას”, - აცხადებს ვლადიმერ გურგენიძე.
რუსეთის სამხედრო დაბომბვების შემდეგ დღეს ფოთის პორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და როგორც ეკონომიკური განვითარების დარგში სახელმწიფო მინისტრი ეკატერინე შარაშენიძე ირწმუნება, ფოთის პორტში დღეს 15 გემი შემოვიდა. ამათგან ორი სრულად გადმოიტვირთა.
მისივე ინფორმაციით, ოპერირებს ბათუმის პორტი და ყულევის ნავსადგურიც, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო სარკინიგზო მიმოსვლა.
თბილისის საერთაშორისო აეროპ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1058 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
გორში მომხდარი თავდასხმისას ჟურნალისტები დაიჭრნენ. გოკა გაბაშვილის განცხადებით ეს ინფორმაცია საბერძნეთის დესპანმა აცნობა. შემთხვევისას დაიღუპა ჰოლანდიელი ჟურნალისტი. დაშავებულები არიან ჟურნალისტები.
”ესაა ომის კანონის დარღვევა , როცა სამედიცინო პუნქტებსა და ჟურნალისტებს ესხმიან თავს. მათი საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცილდება, როცა იერიში მიაქვთ მშვიდობიან მოსახლეობაზე.”
წაკითხულია: 949 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გასულ ღამეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანიებს ”სი-ენ-ენ”-სა და ”ბი-ბი-სი”-ს ინტერვიუები მისცა. სააკაშვილმა ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე მოვლენებისა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა ”ბიბისი”-ს პირდაპირ ეთერში რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დეტალები განიხილა.
როგორც პრეზიდენტმა უცხოურ მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, “მოსკოვს საქართველოს ოკუპაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი”.
წაკითხულია: 1003 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 1221 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 1.3/3
| კომენტარი (2)
|
წუხელ ჭურვი კასპშიც ჩამოვარდა. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა კასპის ცემენტის ქარხანა დაბომბეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წაკითხულია: 1072 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (3)
|
12 აგვისტო საბანკო სექტორისთვის დასვენების დღედ გამოცხადდა. ხვალ საქართველოში საბანკო ოპერაციები არ განხორციელდება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ რამდენიმე წუთის წინ, მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე აცნობა.
მისი თქმით, საქართველოს ბანკები მზად იყვნენ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ, თუმცა მოსახლეობაში აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
"ბანკებისთვის ხვალ მხოლოდ ერთდღიანი დასვენება გამოცხადდა," - განაცხადა გურგენიძემ და განმარტა, რომ სახელმწიფო უწყებები ხვალ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
წაკითხულია: 1060 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 2.0/1
| კომენტარი (1)
|
დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ ბრძანება დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
"13:00 საათზე პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვიეთ, რათა ქვეყნის გადარჩენის საკითხებზე ვიმსჯელოთ,"- მიმართა სააკაშვილმა პარლამენტის თავჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ერს ხვალ, 15:00 სთ-ზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.
“ვაჩვენოთ აგრესორს, რომ ქართველი ერი ერთიანია და უტეხი, როგორც არასდროს. სწორედ ეხლა წყდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის საკითხი, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ” – მიმართა მოსახლეობას პრეზიდენტმა და დასძინა, რომ “მხოლოდ ქართველების ერთად დგომა შეუშლის ხელს მტერს გეგმის ბოლომდე განხორციელებაში”.
“ჩვენ ხვალ ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ – ქალებიც და ბავშვებიც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, პოლიტიკური და აპოლიტიკური საზოგადოებაც და დავანახოთ დამპყრობელს, რომ საქართველო ერთიანია, მისი გატეხვა კი – შეუძლებელი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ქართველ ჯარისკაცებსაც მიმართა და მოუწოდა, “ბოლომდე იბრძოლონ სამშობლოს დასაცავად”.
წაკითხულია: 911 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველო-რუსეთს შორის არსებული ომის შედეგად დაზარალებულთა დიდი ნაწილი ამ დროისთვის დაბინავებულია. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის ზონიდან იძულებით გამოძევებულ პირთა დაბინავება ძირითადად საბავშვო ბაღების შენობებსა და სკოლებში მოხდა. ამასთან, ლომაიას განმარტებით, კონფლიქტის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს სახელმწიფო პირველადი მოხმარების საგნებითაც ამარაგებს. "ამ საკითხზე თბილის მერია და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ერთად მუშაობენ. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ძირითადი ნაწილი დაბინავებულია", - განაცხადა ლომაიამ.
წაკითხულია: 954 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, ცხინვალში იმაზე ნაკლები რაოდენობის ადამიანია დაღუპული, ვიდრე ამას რუსული მედია ავრცელებს.
ლომაიას მტკიცებით, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალში ათასობით ადამიანის დაღუპვის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
"დღეს ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხინვალში დაღუპულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით ცნობა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, კონფლიქტის ზონაში მსხვერპლი არის, თუმცა ის ძირითადად რუსეთის ავიაციის მიერ ქალაქში განხორციელებულ დაბომბვებს მოჰყვა," - განმარტა ლომაიამ.
წაკითხულია: 935 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ამ წუთებში დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გამოსვლა. მან მოკლე და მკაცრი განცხადება გააკეთა რუსეთის მისამართით. ბუშის თქმით, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
“წარმოუდგენელი იყო, რომ 21 საუკუნეში რომელიმე სახელმწიფო მსგავს ქმედებებს განახორციელებდა, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველო მისამართით. მისმა საქციელმა სერიოზულად იმოქმედა რუსეთის რეპუტაციაზე მსოფლიოს თვალში”, -განაცხადა ბუშმა.
წაკითხულია: 862 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში შექმნილი ვითარების გამო თბილისში რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ განაცხადა, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ესტონეთისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრები თბილისში ჩამოსავლელად ემზადებიან.
წაკითხულია: 925 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს საფინანსო სისტემა ჯერჯერობით ფეხზე დგას. მართალია, ქალაქში მცირეოდენი პანიკა შეინიშნება, მაგრამ ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. ხალხი ჯერჯერობით ბანკებს “უტევს”. თითქმის ყველა წამყვანი ბანკის ფილიალებში ადამიანებს ანგარიშებიდან კუთვნილი თანხა გააქვს. ხშირ შემთხვევაში, საქმე ეხება ათასობით ლარს.
ბანკები გამართულად მუშაობენ, მაგრამ სანამდე გაუძლებს საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვარდნას, უცნობია. გამორიცხული არ არის, ბოლო დროს უპრეცენდენტოდ გამყარებულმა ლარმა ნდობა დაკარგოს.
მოქალაქეები ცდილობენ ეროვნული ვალუტა უცხოურში გადაცვალონ ან სულაც პროდუქტები მოიმარაგონ. უბრალო მოქალაქეებს პანიკის ნიშნები ეტყობათ, ბანკირება და სახელმწიფო მოხელეები გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
- “განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს ფინანსურ სექტორს, ჯერჯერობით, საფრთხე არ ემუქრება და ამ დროის განმავლობაში ზიანი არ მიუღია”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ამაღლობელმა.
- “ეროვნული ვალუტის კურსი ბაზარზე, რომელიც გუშინ შედგა,აშშ-ს დოლარის მიმართ გამყარდა და ჩვენ არ ველოდებით მისდაცემას”, - დასძინა ამაღლობელმა და აღნიშნა, რომ 11 აგვისტოდან, სესხის გაცემის გარდა, ყველა საბანკო ოპერაცია განხორციელდება. სესხის გაცემა ერთი კვირის შემდეგ განახლდება.
მსოფლიო ბანკი კი საქართველოს რეფორმების გატარებაში მომავალშიც დაეხმარება “საქართველოსთვის ამ განსაკუთრებულად კრიტიკულ დროს, მსოფლიო ბანკს სურს გამოხატოს თავისი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 942 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
CNN] - ევროპის ლიდერები თავს ველდებულად თვლიან შეაჩერონ ესკალაცია. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ რუსეთი ‘’არაშესაბამის’’ ძალას იყენებს. ევროსაბჭო ასევე გამოვიდა მოითხოვნით ”შეჩერდეს რუსეთის სამხედრო ზეწოლა საქართველოზე”.
მაგრამ, ამავდროულად ევროპელი დიპლომატები უშვებენ იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებს სამხედრო ძალას ”რათა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია სამხრეთ ოსეთი. მას ალბათ იმედი ჰქონდა, რომ მსოფლიო ამ დროს ოლიმპიური თამაშებით იქნებოდა დაკავებული”, - გადმოსცემს აშშ-ს ტელეარხი CNN-ი.
წაკითხულია: 829 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ “ნიუს.რუ.ცომ” გაავრცელა.
როგორც სააგენტო იუწყება, პუტინმა ეს განცხადება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საომარი ვითარების დასრულების შემდეგაც უყურადღებოდ არ დატოვებს.
“დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგ ჩვენ დახმარებას გავუწევთ საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა თუ ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამისთვის 10 მილიარდი რუბლი გამოიყოფა”,-განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი აღშფოთებულია დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ.
“მაკვირვებს ცინიზმის მასშტაბები და ცინიზმის ის ფორმა, როდესაც შავს თეთრად წარმოაჩენენ ან პირიქით”,-აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, აგრესორის მსხვერპლად წარმოჩენა დიდი ნიჭია.
წაკითხულია: 832 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი "ნატო-ს" საბჭოს გამართვის ინიციატივით გამოდის.
როგოზინის თქმით, სხდომაზე საქართველოს კონფლიქტის ზონებში შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზები უნდა იქნას განხილული.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდირესად დაძაბულია, პრობლემის გადასაჭრელად საქარველოს ხელისუფლება რეგულარულად მართავს მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
წაკითხულია: 814 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსულმა რეგულარულმა არმიამ ფოთიც დაიკავა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
"სენაკისა და გორის გარდა, რუსეთის ჯარმა უკვე ფოთიც დაიკავა, თუმცა სხვა ქალაქების მიმართულებით რუსეთის ჯარის გადაადგილება არ შეინიშნება," - განაცხადა გურგენიძემ, რომლის განმარტებითაც, რუსი ჯარისკაცები ქართველების წინააღმდეგ აქტიურ საომარ ქმედებებს არ ახორციელებენ.
ამ კონტექტში გურგენიძე ამტკიცებს, რომ თბილისს სახმელეთო შეტევის საშიშროება არ ემუქრება.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების განთავსების თვალსაზრისით, აღნიშნულის გარდა სხვა მხრივ მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა.
როგორც ცნობილია, ბოლო ინფორმაციით, რუსი აგრესორები გორის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გაავრცელეთ! იქნებ აიღოთ ინიციატივა, გაავრცელოთ ყველგან, სკაიპში, ადნაკლასნიკებში, თარგმნოთ რა ენაზეც შეგიძლიათ და მოსდოთ მსოფლიოს! გთავაზობთ ტექსტს და ვორდის ფაილადაც გაწვდით! ძმებო და დებო, არ დაიზაროთ რა! ქართული საზოგადოების მიმართვა მსოფლიო საზოგადოებას ჩვენ უძველესი ევროპული კულტურის მქონე ახალგაზრდა, დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ომი! რუსეთის აგრესიამ საზღვარი არ იცის, დღეს უკვე იბომბება საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რუს სამხედროებთან ერთად ომი გამოგვიცხადა რუსულმა მედიამაც. ჩვენს ქვეყანაში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. არ ვიცით, რა მოხდება ხვალ. ხვალინდელი დღე უნდა იყოს მშვიდობიანი, გამარჯვება მშვიდობისათვის! მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ ერთად! ჩვენ ერთიანი მსოფლიოს ნაწილი ვართ! შევაჩეროთ რუსეთი! ამ საუკუნეში თუ ჩვენ ვიქნებით პირველები, შემდეგი იქნებით თქვენ! არ განმეორდეს ისტორიული შეცდომები. როცა პასიურია ევროპა, რეაქციული ხდება რუსეთი. საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ცივილიზაციის გადარჩენაა! რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია 1650-იანი წწ. რუსეთი ყირიმი - 1783 წ. რუსეთი - პოლონეთი - 1795 წ. რუსეთი - აღმ. საქართველო - 1801 წ. 12 სექტემბერი, 1802 წ. აპრილი რუსეთი - იმერეთი (დას. საქართველო)- 1810 წ. რუსეთი - გურია (დას. საქართველო) - 1828 წ. რუსეთი - სამეგრელო (დას. საქართველო) - 1856-57 წწ. რუსეთი - სვანეთი (დას. საქართველო)- 1857 წ. რუსეთი - აფხაზეთი - 1864 წ. რუსეთისაგან 1 მილიონი კავკასიელის გაწყვეტა - 1859-1880 წწ. (მუხაჯირობა) რუსეთი - იაპო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 911 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 2.5/2
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრეზიდენტმა განცხდება გააკეთა. “ ამ წუთებში ქართული ჯარი შემოსულია თბილისის შემოგარენში.
ბოლო ინფორმაციით , მტერი იმყოფება იგივე პოზიციებზე როგორც იყო. მათ არ დაუკავებიათ ქალქი გორი.
მინიმუმ ხვალამდე თბილისს საფრთხე არ ემუქრება. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ სახლებიდან არ გახვიდეთ.
ჩვენი არტილერია განლაგებული იმ ადგილებში, საიდანაც უკეთ დაიცავენ თბილისს.
მოწინააღმდეგეებს მონიტორინგს ვუტარებთ. ჩვენ რამდენემი საათით ადრე გვეცოდინება მათი გეგმები.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 856 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თბილისი მოიცვა შიშმა და შფოთმა. მოსახლეობა იმარაგებს სურსათს, ოჯახები გაჰყავთ ქალაქგარეთ, თავს აფარებენ მიუდგომელ ადგილებს.
მოგიწოდებთ დამშვიდდეთ და არ აჰყვეთ პანიკას!
შიშის, სურსათია მომარაგების და საკუთარი სახლებიდან გაქცევის საფუძველი არ არსებობს.
რუსეთმა, მისთვის ჩვეული დაუნდობლობითა და გაშმაგებით გაათავისუფლა ცხინვალი ქართული შენაერთებისაგან, მათ შორის შემოიჭრა მანამდე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
არის მსხვერპლი.
11 აგვისტოს მთელი დღის მანძილზე რუსეთის დამპყრობელი ჯარები ”სამხედროების განიარაღების მიზეზით” შევიდნენ დასავლეთ საქართველოს რიგ ქალაქებში და პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს აართვეს იარაღი.
საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება, თბილისის მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.
დამპყრობელი ჯარი საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით თანდათან უბრუნდება მის მიერ დიდი ხნით ადრე დაპყრობილ საქართველოს ტერიტორიებს სამაჩაბლოს და აფხაზეთს.
ამიტომ, მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პანიკას, არ აღელდეთ და ხვალ 12 აგვისტოს 15 საათზე მიხვიდეთ რუსთაველის გამზირზე და მთელს მსოფლიოს დაანახოთ, რომ საქართველო არ არის არც ერთი პრეზიდენტი, არც ერთი პარლამენტი და არც ერთი მთავრობა.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 911 |
თარიღი: 12.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|